პაროტიცინი ყურის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 20,38 GEL რეგულარული ფასი 28,30 GEL
მარაგშია
SKU
49313_2220

ჩვენება:ყურის ანთებებისა და მიკრობული ინფექციების სამკურნალოდ.

1. რა არის პაროტიცინი და რისთვის გამოიყენება

პაროტიცინი შეიცავს ფლუდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს და მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, პოლიმიქსინ B სულფატს, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკს, და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას.

პაროტიცინი ნაჩვენებია ყურის ანთებებისა და მიკრობული ინფექციების სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ პაროტიცინის გამოყენებამდე არ მიიღოთ პაროტიცინი

- თუ ალერგიული ხართ ფლუდროკორტიზონის აცეტატის, პოლიმიქსინ B სულფატის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ

- თუ გაქვთ ჩუტყვავილა (ვარიცელა).

- თუ გაქვთ ვაქცინალური დაავადება ან მარტივი ჰერპესი

-   ინფექციური   დაავადებების  დროს, რომლებიც   არ კონტროლდება  დ არ ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია

- ვაქცინაციის დროს

- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენოთ პაროტიცინის ყურის წვეთები 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

•     თუ ანთება არ ქრება ერთი კვირის შემდეგ, მიმართეთ ექიმს, რომელმაც შეიძლება შემოგთავაზოთ მკურნალობის შეცვლა.

•   სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას საწვეთური არ უნდა მოხვდეს კანთან, ყურთან და ხელებთან ინფექციის რისკის თავიდან ასაცილებლად.

•  ყურის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ უნდა იწვეთ 5 წუთი.

•   თუ პროდუქტის გამოყენებისას განვითარდება ადგილობრივი გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტები და პაროტიცინი

პრეპარატის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. პაროტიცინით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მაგ. სხვა ანტიბიოტიკებს (კანამიცინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი, პარომომიცინი), ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, სულფონამიდები ან ტრიმეტოპრიმი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ პაროტიცინი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ლაქტაციის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.

3. გამოყენების წესი:

დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის საჭიროებების მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა შემდეგია:

მოზრდილები-ხანდაზმულები: 2-4 წვეთი ყურის არხში, 3-4 -ჯერ დღეში. ბავშვები: 2-3 წვეთი ყურის არხში, 3-4 -ჯერ დღეში.

წვეთების ჩაწვეთებამდე ყურის არხი უნდა გაიწმინდოს სტერილური ბამბით, რომ არხი მშრალი იყოს. ასევე, აუცილებელია თავი სამკურნალო ყურთით ზევით უნდა იყოს მუდმივად მიმართული და ჩაწვეთებიდან მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში უნდა იწვეთ.

პაროტიცინის მიღების ალტერნატიული გზაა ყურის არხში საცობის მოთავსება და წვეთებით 3-4-ჯერ დღეში გაჟღენთვა. საცობი უნდა შეიცვალოს მინიმუმ ყოველ 24 საათში ერთხელ.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ პაროტიცინს

პაროტიცინის ადგილობრივ გამოყენებას არ ახლავს არასასურველი ეფექტები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. თუ ხსნარს დალევთ, შეიძლება გამოვლინდეს ღებინების ტენდენცია. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და წადით უახლოეს საავადმყოფოში.

თუ დაგავიწყდათ პაროტიცინის მიღება

თუ თქვენ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი რეგულარულად და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ეს დოზა რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, არამედ განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულებრივად.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

ხსნარი არის ყურის წვეთები, რომლის ჩავწეთება ხდება ყურის არხში დოზირების ინსტრუქციის მიხედვით. თუ გამოტოვებთ წვეთების გამოყენებას რეკომენდებულ დროს, უნდა ჩააწვეთოთ ისინი რაც შეიძლება მალე გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

4. გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ყურის წვეთების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან სხვა არასასურველი ეფექტები; ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

შესაძლო არასასურველი ეფექტები მოიცავს შემდეგს:

•    ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის დათრგუნვა, პლაზმაში კორტიზოლის დონის დაქვეითება, ქუშინგის სინდრომი.

•  ადგილობრივად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ: მიკრობული და სოკოვანი ადგილობრივი ინფექციების განვითარება, დაზიანებების შეხორცების დათრგუნვა, ატროფია და კანში ხაზოვანი ზოლები, ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, აკნე ან ვეზიკაცია, კუპეროზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი.

•   დაფიქსირდა შუა ყურში ლიდოკაინისა და ადრენალინის ჩაწვეთებით გამოწვეული მძიმე ვერტიგო.

•  პოლიმიქსინი, მისი ცუდი შეწოვის გამო, არ იწვევს სისტემურ რეაქციებს დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას, გარდა ალერგიის იშვიათი შემთხვევებისა.

•  მხედველობის დაბინდვა (სიხშირე უცნობია)

5. შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გამოიყენეთ კონტეინერის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია რას შეიცავს პაროტიცინი

- აქტიური ინგრედიენტებია ფლუდროკორტიზონის აცეტატი (1 მგ/მლ), პოლიმიქსინი B სულფატი (1,3 მგ/მლ, პოლიმიქსინი B 10000 სე-ს ექვივალენტური) და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (50 მგ/მლ).

- სხვა ინგრედიენტებია ძმარმჟავა, პროპილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი. პაროტიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პაროტიცინი არის გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ხსნარი ძმარმჟავას დამახასიათებელი სუნით.

პაროტიცინი იყიდება მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10 მლ პლასტმასის ბოთლს, რომელსაც თან ახლავს შეფუთვის ფურცელი.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy