Nisita - ნიზიტა სპრეი 20მლ

განსაკუთრებული ფასი 17,96 GEL რეგულარული ფასი 25,56 GEL
მარაგშია
SKU
26804_758
ნიზიტა დოზირებული სპრეი წარმოქმნის ჰაეროვანი შხეფს და გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს ცხვირის გაჭედვა, მაგ. სურდოს დროს დამხმარე თერაპიისთვის ცხვირის ლორწოვანი გარსის გასუფთავება და დატენიანება, მაგ. ოთახში მშრალი ჰაერის დროს ფუფხ

 
ნიზიტა (Nisita)
Engelhard Arzneimittel     

გამოშვების ფორმა:
ნიზიტა დოზირებული სპრეი 

რას შეიცავს ნიზიტა დოზირებულისპრეი?

1 მლ იზოტონური ხსნარი შეიცავს 3,3 მგ ნატრიუმის ქლორიდს და 8,3 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს.

სხვა კომპონენტები: გამოხდილი წყალი.

როდის გამოიყენება ნიზიტადოზირებული სპრეი?

ნიზიტა დოზირებული სპრეი წარმოქმნის ჰაეროვანი შხეფს და გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს

ცხვირის გაჭედვა, მაგ. სურდოს დროს დამხმარე თერაპიისთვის
ცხვირის ლორწოვანი გარსის გასუფთავება და დატენიანება, მაგ. ოთახში მშრალი ჰაერის დროს
ფუფხებისა და ქერქის ფენების დასარბილებლად.
ნიზიტა დოზირებული სპრეი კონსერვანტების გარეშე განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის.

როდის არ შეიძლება ნიზიტადოზირებული სპრეის გამოიყენება?

არ არსებობს გამოცდილება, რომელიც ამ პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებაზე მეტყველებს.

როდის გმართებთ სიფრთხილე ნიზიტადოზირებული სპრეის გამოიყენებისას?

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება. თუმცა ცხვირის ოპერაციების/ტრავმების დროს ნიზიტა დოზირებული სპრეის გამოყენებამდე მაინც უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

შეიძლება თუ არა ნიზიტა დოზირებულისპრეის გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს?

არ არსებობს გამოცდილება, რომელიც ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ნიზიტა დოზირებული სპრეის გამოყენების წინააღმდეგ მეტყველებს.

როგორ უნდა გამოიყენოთ ნიზიტადოზირებული სპრეი?

საჭიროებისამებრ მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლიდან) რამოდენჯერმე ყოველდღიურად 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში, ჩვილებსა და პატარა ბავშვებში (2 წლამდე) 1 შესხურება თითოეულ ნესტოში.

გამოყენება:

გამოყენებამდე მოხსენით დამცავი თავსახური. თეთრ ბუნიკს (სპრეის ცხვირის ნაწილს) რამოდენჯერმე დააჭირეთ იქამდე, ვიდრე არ მოხდება პირველი გამოფრქვევა. ამის შემდეგ დოზირებული სპრეი უკვე მზად იქნება ყოველი შემდგომი გამოყენებისთვის.

შეიყვანეთ ბუნიკი ცალ ნესტოში და გამოიყენეთ სატუმბი მექანიზმი. (სურათი 2). ამასთან გეჭიროთ ჭურჭელი ვერტიკალურად და თავი არ გადახაროთ უკან. შესხურების პროცესში ჩაისუნთქეთ ცხვირით მსუბუქად. ბოლოს დაჭერილი ხელი ადაპტორს გაუშვით თანდათანობით.

ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე და ინფექციების თავიდან ასაცილებლად ყოველი დოზატორი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ. გამოყენების შემდეგ დოზატორი უნდა გაირეცხოს, გაშრეს და ჭურჭელს კვლავ დაეხუროს თავსახური.

რამდენი ხანი შეგიძლიათ ნიზიტადოზირებული სპრეის გამოიყენება?

საჭიროების შესაბამისად შეიძლება ნიზიტა დოზირებული სპრეი გამოყენებული იქნეს ხანგრძლივი პერიოდით. თუკი 14 დღიანი მკურნალობის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არასასურველი გვერდითი მოვლენებიშეიძლება ჰქონდეს ნიზიტა დოზირებულისპრეის?

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ნიზიტა დოზირებული სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შეფუთვაზე და ჭურჭლის ეტიკეტზე აღნიშნულ ვადაში. გახსნის შემდეგ ნიზიტა დოზირებული სპრეის გამოყენება დასაშვებია 6 კვირის განმავლობაში. 

 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

როგორი შეფუთვებია რეალიზაციაში?

შეფუთვები 20 მლ-იანი ხსნარით.

ინფორმაციები ნიზიტა დოზირებულისპრეისთან დაკავშირებით

 

სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი

სასუნთქი გზები ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი, რაც სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში განთავსებულია ჯირკვლოვანი უჯრედები და ეგრეთ წოდებული მოძრავი წამწამები (წამწამები). ადენოციტები წარმოქმნიან სითხეს (სეკრეტს), რომელიც ჩასუნთქულ ჰაერს (დღეში დაახლოებით 10.000 ლიტრი) ატენიანებს და ასუფთავებს მტვრის, ჭუჭყისა და მიკრობებისაგან.  მუდმივად მოძრაობაში მყოფი წამწამების ფუქციაა შემოჭრილი უცხო სხეულის ტრანსპორტირება გარეთ ან – ყელის გავლით  - კუჭისაკენ. ლორწოვანი გარსის გამოშრობისას მათი ფუნქცია ირღვევა და შედეგად ადვილდება მიკრობების შეღწევა, ასევე ქვეითდება სუნისა და გემოს აღქმის უნარი. გარდა ამისა ცხვირის სიმშრალე იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.        

ჩვენი ცხვირი – ფუნქცია და მნიშვნელობა

ცხვირს გააჩნია სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც ემსახურება სასუნთქი გზების დაავადებების თავიდან აცილებას. ცხვირის საშუალებით ჩვენს მიერ ჩასასუნთქული ჰაერი თითქმის სხეულის ტემპერატურამდეა მიყვანილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ზამთარში ცივ ჰაერს ათბობს, ხოლო ზაფხულში ძალიან ცხელ ჰაერს აციებს. გარდა ამისა ჩასუნთქული ჰაერი ცხვირში ტენიანდება და იფილტრება, ისე რომ ჭუჭყის ნაწილაკები შორდება და ფილტვებში მხოლოდ სუფთა ჰაერი ხვდება. ამიტომ ჩასუნთქვა უნდა მოხდეს მუდამ ცხვირის და არა პირის მეშვეობით. თუმცა ეს შეუძლებელია, თუ ცხვირის ფუნქცია დარღვეულია და ცხვირის ლორწოვანი გარსი მშრალია.
ცხვირის სიმშრალე
ეს არის პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ასევე წელიწადის ნებისმიერ დროს. მშრალ კლიმატში ცხვირში წარმოქმნილი ფუფხი და ქერქის ფენები არა მხოლოდ მომაბეზრებელია, არამედ ის შესაძლოა მტკივნეულიც იყოს. ინფექციის რისკი მომატებულია, ასევე სუნთქვა, ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარი დარღვეულია. რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან დაქვეითებას. 

ლორწოვან გარსის სიმშრალის შესაძლო მიზეზები:

  • გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
  • გარკვეული დაავადებები, როგორიცაა მაგ. დიაბეტი ან რევმატიული დაავადებები, იწვევს ასევე ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.
  • ოთახები, სადაც იყენებენ გამათბობელს და კონდიციონერს
  • მტვერი და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები
  • ასაკთან დაკავშირებული ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
    რეკომენდაციები და მკურნალობის შესაძლებლობები

მარილის (ნატრიუმის ქლორიდი) სამკურნალო ეფექტი ადამიანების მიერ უკვე საუკუნეებია გამოიყენება. მარილის შემცველ ზღვის ჰავაზე ან ისეთ კურორტებზე ყოფნა, სადაც მარილის შემცველი წყაროს წყალი შხეფსაცივარზე ორთქლდება, სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში იწვევს დაავადების შემსუბუქებას. სპრეიში შემცველი მარილები, მისი ჰიგროსკოპიული ზემოქმედების საფუძველზე ქმნის ტენიან გარემოს ცხვირის ღრუში.  

ნიზიტა დოზირებული სპრეი ფართოდ გამოყენება:

პროფილაქტიკისთვის

  • იცავს ცხვირის ლორწოვან გარსს მშრალი ჰაერის დროს გამოშრობისგან
  • ხელს უშლის გამაღიზიანებელი ნივთიერებების კონტაქტს ცხვირის ლორწოვან გარსთან სამკურნალოდ
  • ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსთან
  • ფუფხებისა და ქერქის ფენების დასარბილებლად
  • ჩვილებსა და ბავშვებში სურდოს დამხმარე მკურნალობისთვის
  • აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და ამის შედეგად შესაძლოა შემცირდეს ხვრინვა
    შემდგომი მკურნალობა
  • ხელს უწყობს სურდოს, ცხვირიდან სისხლდენის დროს და ოპერაციების შემდეგ დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.
  • ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ნიზიტა ცხვირის მალამო.
მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy