Isla Moos - ისლა მოოსი 30 საწუწნი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 12,58 GEL რეგულარული ფასი 17,47 GEL
მარაგშია
SKU
37097_758
ჩვენება: ისლა-მოოსში შემავალი კომპონენტები დაფარულია გარსით, რაც არ იწვევს ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და სასიამოვნოს ხდის პრეპარატის მიღებას. ისლა-მოოსი გამოიყენება ყელის ტკივილისას, რომელიც გამოწვეულია: ყელში ჩხვლეტის შეგრძნება, ხმის ჩა

სავაჭრო დასახელება: ისლა-მოოსი

წამლის ფორმა: მცენარეული ტაბლეტი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 80მგ ისლანდიური ხავსის წყლიან ექსტრაქტს.

დამხმარე ინგრედიენტები:

აკაცია, საქაროზა, პარაფინის ზეთი (მსუბუქი), კარამელი (შეფერადებული E 150), გამოხდილი წყალი.

1 ტაბლეტი შეიცავს 424მგ საქაროზას = 0.035 BU

ჩვენება:

ისლა-მოოსში შემავალი კომპონენტები დაფარულია გარსით, რაც არ იწვევს ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და სასიამოვნოს ხდის პრეპარატის მიღებას.

ისლა-მოოსი გამოიყენება ყელის ტკივილისას, რომელიც გამოწვეულია:

ყელში ჩხვლეტის შეგრძნება, ხმის ჩახლეჩვა
ხმის იოგების დაძაბვა (სიმღერის ან საუბრის დროს)
ყელის სიმშრალე
ცხვირისმიერი სუნთქვის გაძნელება

უკუჩვენება:

პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს საქაროზას მიმართ გააჩნია მომატებული მგრძნობელობა პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზით გამოყენება სიფრთხილის ზომებს არ საჭიროებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს მონაცემები ისლა-მოოსის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:

ისლა-მოოსის 1-2 ტაბლეტი მიიღება ჩასაწუწნად დღეში რამდენჯერმე.

შენიშვნა:

პრეპარატი შეიცავს 424მგ საქაროზას = 0,035 BU

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ისლა-მოოსის გამოყენება დასაშვებია ხანგრძლივად. პრეპარატის გამოყენებიდან 10 დღის განმავლობაში თუ არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზის გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #30

ერთ ბლისტერზე 10 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

ინახება 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy