Apilak - აპილაკი 10 მგ 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 23,71 GEL რეგულარული ფასი 33,45 GEL
მარაგშია
SKU
55892_375
გამოიყენება კვების დარღვევებისას, გამოჯანმრთელების პერიოდში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის დარღვევისას; ბავშვებში გამოიყენება არასაკმარისი კვების და უმადობის დროს;

სახელწოდება
აპილაკი გრინდექსი საწუწნი ტაბლეტები 10 მგ

მწარმოებელი
ს.ს. „გრინდეკსი“

აღწერილობა
ზედაპირზე და განატეხზე თეთრი ფერის ან თეთრი მოყვითალო ელფერის ბრტყელცილინდრიანი ტაბლეტები ნაზოლით. შესაძლებელია მცირე ყვითელი წინწკლები.

გამოყენების ჩვენებები
ტრადიციულად გამოიყენება კვების დარღვევებისას, გამოჯანმრთელების პერიოდში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის დარღვევისას;
ბავშვებში გამოიყენება არასაკმარისი კვების და უმადობის დროს;
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით ნერვული დარღვევების და დაბალი არტერიული წნევის დროს.

 მოქმედი ნივთიერება (INN)
ლიოფილიზირებული ფუტკრის რძის დედო 10 მგ

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: აპილაკი ლიოფილიზირებული ფუტკრის რძის დედო 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
• ლაქტოზას მონოჰიდრატი
• სახამებელი კარტოფილიფ
• ტალკი
• კალციუმის სტეარატი

მიღების წესი, კურსის ხანგრძლივობა და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაუგებრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ენის ქვეშ მის სრულ გაწოვამდე, ვინაიდან შიგნით მიღებისას და კუჭში მოხვედრისას კუჭის წვენის ზემოქმედებით ფუტკრის რძის დედო იშლება.
მოზრდილებში და მოზარდებში: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში (მოზრდილების მეთვალყურეობით).
ბავშვებში 3 წლიდან: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-15 დღეს.

ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოლოგიური მოქმედება
აპილაკი, ანუ ე.წ. ფუტკრის რძის დედო წარმოადგენს ახალგაზრდა მუშა ფუტკრების ალოტროფიული ჯირკვლების სეკრეტს. გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი და ანტისპაზმური მოქმედება, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და მდგრადობას სტრესის მიმართ და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას.
აპილაკი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომბინაციას, რომლის შემადგენლობაში შედის:
მნიშვნელოვანი ვიტამინები (C, B1, B2, B5, B6, B8, B12, H, ფოლის მჟავა,. ინოზიტოლი);
მინერალური ელემენტები (K, Na, Ca, Mg, Fe, P) და მიკროელემენტები ( Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi);
23 სხვადასხვა ამინომჟავა, მათ შორის შეუცვლელი (ჰისტიდინი, ვალინი, მეთიონინი, ტრიფტოფანი);
სხვა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (მაგალითად- ფერმენტი ქოლინესთერაზა, მედიატორი აცეტილქოლინი და სხვა).

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება წარმოადგენს მასში შემავალი კომპონენტების მოქმედების კომპლექსურ შედეგს, შესაბამისად, კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება შეუძლებელია.

უკუჩვენებები
• პრეპარატის კომპონენტების და მეფუტკრეობის პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
• ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკლის უკმარისობა, რომელსაც ახასიათებს კანის პიგმენტაცია).
• გალაქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, Lapp ლაქტაზის დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, აცნობეთ ექიმს პრეპარატის გამოყენების წინ.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჭარბი დოზირებისას ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელება. დღეღამეში 2,5 გ მიღება იწვევს მოთენთილობას.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა.

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
დასაშვებია პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციის დროს
პედიატრიაში გამოყენება
3 წლამდე ბავშვებში გასაწოვი ტაბლეტები არ ინიშნება.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა ალერგიული რეაქციების წარმოშობა. Aამ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. Pპრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლოა გაჩნდეს პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილის დარღვევები, რომელიც პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მცირე ვადით შეწყვეტის შემდეგ ქრება.
გვერდითი მოვლენების გაჩენისას მიიღეთ ექიმის კონსულტაცია

სპეციალური მითითებები
აპილაკის ტაბლეტებს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა. აპილაკი გრინდექსის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. Aარ გამოიყენება პაციენტებში გალაქტოზას მიმართ იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობით, Lაპპ ლაქტაზის დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით.
ძილის დარღვევებისას საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.

გამოშვების ფორმა
აპილაკი გრინდექსი № 25, №50
25 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე

წამლის ფორმა
საწუწნი ტაბლეტები 10 მგ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy