ცერებროვინი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 44,82 GEL რეგულარული ფასი 62,25 GEL
მარაგშია
SKU
34692_1666

ჩვენება:ნოოტროპული, ანგიოპროტექტორული, ანტიაგრეგანტული და მიკროცირკულაციის მაკორეგირებელი საშუალება.

ცერებროვინი

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

გამა ამინოერბოს მჟავა  250 მგ

გინკო ბილობას ექსტრაქტი  120 მგ

ვიტამინ B3 (ნიკოტინამიდი)   27 მგ

L-5-ჰიდროქსიტრიფტოფანი  25 მგ

ვიტამინ B2 (რიბოფლავინი)  2.4 მგ

ვიტამინ B6 (პირიდოქსინი)  1.5 მგ

ვიტამინი B9  (ფოლიუმის მჟავა)  150 მკგ

ვიტამინ B12 (ციანკობალამინი)  1.5 მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული, ნეიროპროტექტორული, ანგიოპროტექტორული, ანტიაგრეგანტული და მიკროცირკულაციის მაკორეგირებელი  საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

γ-ამინოერბოს მჟავა (გაემ, GABA) – ბიოგენური ნივთიერებაა, ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის უმნიშვნელოვანესი შემაკავებელი ნეირომედიატორი (აქტიურია ცნს-ის სინაფსების 20-40 %-ის მიმართ), მონაწილეობას იღებს თავის ტვინში ნეირომედიატორულ და მეტაბოლურ პროცესებში. სინაფსურ ნაპრალში გაემ-ს გადმოსროლის შემდეგ ხდება გაემA - და გაემჩ - რეცეპტორების იონური არხების აქტივაცია, რასაც თან სდევს ნერვული იმპულსების ინჰიბირება. გაემ – რეცეპტორების ლიგანდები განიხილება როგორც პოტენციური სამკურნალო საშუალებები ცენტრალური ნერვული სისტემის და ფსიქიკის სხვადასხვა სახის დარღვევების დროს, რომელთაც მიეკუთვნება პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადება, ძილის დარღვევები (უძილობა, ნარკოლეფსია), ეპილეფსია. Dდადგენილია, რომ გაემ წარმოადგენს ძირითად მედიატორს, რომელიც მონაწილეობს ცენტრალური შეკავების პროცესებში. გაემ ააქტიურებს თავის ტვინის ენერგეტიკულ პროცესებს, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას. აღსანიშნავია გაემ-ს პარაკრინული და ენდოკრინული ფუნქციები: ის ცენტრალურ როლს ასრულებს ჰიპოთალამუსის მიერ რილიიზინგ ჰორმონების სეკრეციაში. გლუკაგონის სეკრეციის დათრგუნვის გამო, γ-ამინოერბოს მჟავა ერთვება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლში და შესაბამისად, ეფექტურია პაციენტებში ჰიპერგლიკემიური მდგომარეობების დროს.

გინკო ბილობას ექსტრაქტი შეიცავს 40 კომპონენტზე მეტს, რომელთაგან მნიშვნელოვანია ფლავანოიდური გლიკოზიდები (24%) და ტერპენული ნაერთები (6%). ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდური გლიკოზიდები და ტერპენული ნაერთები (გინკოლიდები და ბილობალიდები) განაპირობებს ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს. გინკო ბილობას ექსტრაქტი ხელს უშლის არტერიების სპაზმს, ამცირებს კაპილარების განვლადობას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ხელს უშლის თრომბწარმოქმნას (როგორც თავის ტვინში, ასევე პერიფერიულ ორგანოებში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის არტერიულ, ვენურ და კაპილარულ ქსელში); თავიდან აცილებს სისხლჩაქცევას თვალის ბადურაში, რქოვანაში; იდეალურია გულისა და სისხლძარღვების, თავის ტვინის დასაცავად თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან (რიგი ექსპერიმენტული მოდელების დროს აღმოჩნდა, რომ გინკო ბილობას ექსტრაქტი ახდენს თავისუფალი რადიკალების ინჰიბირებას და მათი წარმოქმნის პროცესის ინაქტივაციას – ანტიოქსიდანტური მოქმედება); გინკო ბილობას ექსტრაქტი აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ ჟანგბადის და გლუკოზის მოხმარებას, ზრდის ატფ-ის შემცველობას თავის ტვინის ქერქში, ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას; არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას, ზრდის ინსულინის წარმოებას, იცავს პანკრეასის უჯრედებს. გინკო ბილობას ექსტრაქტის მოქმედებით იზრდება ინტელექტის დონე, უმჟობესდება ნერვული იმპულსების გატარება, მცირდება ქოლესტერინის  და შარდმჟავას დონე.

L-5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (5-HთP) - იგივე ოქსიტრიფტოფანი, წარმოადგენს ესენციალურ ამინომჟავას, რომელიც ნეირომედიატორ სეროტონინის წინამორბედია. 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი ორგანიზმში ამინომჟავა ტრიფტოფანიდან წარმოიქმნება, სინთეზურად კი მისი მიღება აფრიკული მცენარის Gრიფფონია სიმპლიციფოლია-ს თესლიდან ხდება. 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აძლიერებს სეროტონინის სინთეზს, შესაბამისად, ვლინდება 5-ჰიდროქსიტრიფტოფანის დადებითი ეფექტი პაციენტებში ძილის დარღვევის, დეპრესიის, შფოთვის, მადის დაქვეითების, ტკივილისა და ტემპერატურის აღქმის, სექსუალური ქცევის დარღვევის დროს. 

 ვიტამინი B3 (ნიკოტინის მჟავა)- ორგანიზმში ნიკოტინის მჟავა გარდაიქმნება ნიკოტინამიდად, რომელიც უკავშირდება კოდეჰიდროგენაზის I და II კოფერმენტებს (ნად და ნადფ), რომლებიც მონაწილეობენ წყალბადის გადატანის პროცესში. მონაწილეობას იღებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვან სუნთქვაში, გლიკოლიზის პროცესში, ბიოსინთეზის პროცესებში. ავსებს ვიტამინი PP-ს დეფიციტს და წარმოადგენს სპეციფიურ ანტიპელაგრულ საშუალებას. ახდენს სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის ნორმალიზებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების შემცველობას, ამცირებს ქოლესტერინ/ფოსფოლიპიდების ინდექსს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, რომელთაც აქვს ანტიაგრეგანტული მოქმედება. აფართოებს წვრილ სისხლძარღვებს (მათ შორის თავის ტვინის), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს სუსტი ანტიკოაგულაციური მოქმედება (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას). აუმჯობესებს მეხსიერებას, მოძრაობის კოორდინაციას. ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი ვლინდება რამდენიმე დღეში, ტრიგლიცერიდების დაქვეითება - მიღებიდან რამდენიმე საათში.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) მრავალმხრივ უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას; მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში, უჯრედულ სუნთქვაში. ვიტამინი B2-ის უკმარისობის დროს შეუძლებელია სისხლწარმოქმნის პროცესის ნორმალური მიმდინარეობა. ვიტამინი B2  მონაწილეობს ანთებითი პროცესების დროს ორგანიზმის დაცვით რეაქციაში. Aაქტიურებს რეგერერაციულ პროცესებს ორგანიზმში. Mონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ცილოვან ცვლაში; მოქმედებს კუნთებში ბიოქიმიურ პროცესებზე მათი შეკუმშვის დროს. ვიტამინი B6 აძლიერებს იმუნიტეტს და მისი დეფიციტის შემთხვევაში შეუძლებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) უკიდურესად მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და დაყოფისთვის; მონაწილეობს დნმ და რნმ-ს სინთეზში. ორგანიზმში ციანკობალამინის დეფიციტის დროს შეუძლებელია ჰემოპოეზის პროცესების ნორმალური მიმდინარეობა, ირღვევა ერითროციტების და თრომბოციტების წარმოქმნა. ვიტამინი B12 მნიშვნელოვნად მოქმედებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაზე, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას (ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას).

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9) აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მოზრდილებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას. ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედების ზრდა-განვითარებაში, ამიტომ მისი არსებობა აუცილებელია ორგანიზმის სწრაფი განვითარების პროცესში. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს დნმ-ს რეპლიკაციის პროცესში, რომლის დარღვევაც ზრდის სიმსივნური პროცესების განვითარების საშიშროებას. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის შემთხვევაში პირველ რიგში ზიანდება ძვლის ტვინი, რომელშიც მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა. სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წინამორბედი უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში, ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს იზრდება ზომებში, წარმოიქმნება ე.წ. მეგალობლასტები, ვითარდება მეგალობლასტური ანემია.

ჩვენებები:

• დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი, მოხუცებულთა ასაკის), რომელიც ვლინდება ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევით, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით, შფოთვით, შიშებით, ძილის დარღვევებით, აპრაქსიით, აფაზიით.

• ასთენიური მდგომარეობები; ფსიქოგენური და ნევროზული მდგომარეობები გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით.

•  ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესება.

•  ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია).

•  ძილის დარღვევები (უძილობა, ნარკოლეფსია).

• დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება, ეპილეფსია.

• არტერიოსკლეროზული და ანგიოსპასტიური ცვლილებები თვალის ბადურასა და ქოროიდულ გარსზე, თვალის სისხლძარღვების არტერიული და ვენური თრომბოზი, მაკულის დეგენერაციული ცვლილებები, მეორადი გლაუკომა (სისხლძარღვების ოკლუზიით გამოწვეული).

•  ასაკობრივი, სისხლძარღვოვანი და ტოქსიური (მედიკამენტური) სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, კოხლეოვესტიბულური ნევრიტი, ტინიტუსი.

•   გულის იშემიური დაავადება. არითმია, ათეროსკლეროზი.

•   პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის დარღვევა, ქვემო კიდურების    

არტერიო და ვენოპათიები, რეინოს სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზირება:

ცერებროვინი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

საშუალო სიმძიმის დარღვევების დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, მძიმე დარღვევების შემთხვევაში 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.  მკურნალობის კურსი 1-2 თვე.

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები. 

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. 

გამოშვების ფორმა: ცერებროვინი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერებზე.  

 არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy