ტრიპტან ფორტე კაფს. N30

განსაკუთრებული ფასი 33,91 GEL რეგულარული ფასი 44,74 GEL
მარაგშია
SKU
38704_1712

ჩვენება:ძილის დარღვევებისას, ცუდი განწყობის დროს,ტვინის ნორმალური აქტივობისა და მთელი ნერვული სისტემის კარგი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. 

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: 

150 მგ 5-ჰიდროქსიტრიპტოფანს (5-HTP)

0.35 მგ B6 ვიტამინს 

0,275 მგ B1 ვიტამინს 

აქტიური ნივთიერებების მოქმედება

5-ჰიდროქსიტრიპტოფანისა და B ჯგუფის ვიტამინების კომბინაცია აძლიერებს გუნება-განწყობის მდგომარეობას ნერვული სისტემის დარღვევების და მათი შედეგების დროს. 

სხეულში 5-ჰიდროქსიტრიპტოფანისგან წარმოიქმნება სეროტონინი - აქტიური ნივთიერება, რომელზეც დამოკიდებულია განწყობა, მუშაობის უნარი, დადებითი ემოციები, ძილის რითმი. 

5-ჰიდროქსიტრიპტოფანი ეფექტურად აუმჯობესებს განწყობას და ძილს, ამცირებს თავის და კუნთების ტკივილს, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგანაც მადას თრგუნავს. 

5-HTP აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს შაკიკის და ფიბრომიალგიის შედეგად გამოწვეულ ტკივილს.  

ბოლო სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია, რომ ავადმყოფებში შაკიკით განისაზღვრება მაო-ს (მონოამინოოქსიდაზას) აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ახდენს სეროტონინის გახლეჩას. ეს დამტკიცებულია ავადმყოფებში  შაკიკით შარდში სეროტონინის მეტაბოლიტების აღმოჩენის შემდეგ (5-HIAA). თავდაპირველად ითვლებოდა, რომ შარდში მეტაბოლიტების აღნიშვნა განპირობებულია სეროტონინის მომატებული რაოდენობით, მაგრამ მოგვიანებით გაკეთებული იქნა დასკვნა, რომ ყველაფერი პირიქით არის - სეროტონინის გახლეჩა ხდება არანორმალურად სწრაფად. ითვლება, რომ სეროტონინის მცირე რაოდენობა ამცირებს ტკივილის ზღურბლს ავადმყოფებში შაკიკით. 5-HTP ასევე ამცირებს შაკიკით გამოწვეული ტკივილის სიხშირესა და სიძლიერეს. 

5-HTP აუმჯობესებს ძილს. 

მელატონინი მნიშვნელოვანია ძილისათვის. სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია, რომ 5-HTP ამოკლებს ჩაძინების დროს და ამცირებს ღამით გამოღვიძების რაოდენობას. 

5-HTP ხელს უწყობს წონის შემცირებას. 

არსებობს მონაცემები, რომ 600-900 მგ 5-HTP ამცირებს ცხიმების შეთვისებას და ასტიმულირებს წონის დაკარგვას. 3 თვის განმავლობაში შეიძლება 5 კგ-ით გახდომა. 

B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ცენტალური ნერვული სისტემის კარგი მუშაობისათვის, ეფექტურად მოქმედებენ ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და ცილოვან ცვლაზე. 

რეკომენდაციები გამოყენებისათვის: 

• ძილის დარღვევებისას, ცუდი განწყობის დროს. 

• ტვინის ნორმალური აქტივობისა და მთელი ნერვული სისტემის კარგი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. 

• კომპლექსურ თერაპიაში შაკიკის დროს. 

დოზირება

განწყობის გაუმჯობესებისათვის გამოიყენება თითო კაფსულა დღეში ერთხელ. 

ძილის გასაუმჯობესებლად გამოიყენება თითო კაფსულა საღამოს. 

უფრო მაღალი დოზის მიღება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

გაფრთხილება

იმ პირებმა, ვინც იყენებს ანტიდეპრესანტებს ან ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებს, საჭიროა  ჩაიტარონ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. 

მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. 

შეფუთვა: 30 კაფსულა. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy