Memostabyl - მემოსტაბილი სიროფი 200მლ
ჩვენება:ბავშვი გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება, ქალა ტვინის და სამშობიარო ტრავმა
საკვები დანამატი
შემადგენლობა: სიროფის 5მლ შეიცავს: გამა-ამინოერბოს მჟავა 250 მგ, გლიცინი 100 მგ, გინკო ბილობა 40 მგ, ინოზიტოლი 40 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ვანილის ნატურალური არომატიზატორი, დამატკბობელი: საქარინი.
ჩვენებები
ბავშვის გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და ფსიქიური აქტივობის დაქვეითება;
ქალა-ტვინის ტრავმისა და სამშობიარო ტრავმის შემდგომი პერიოდი;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა;
მეხსიერების დაქვეითება, დემენცია;
თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდგომი პერიოდი;
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა (ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების გაძნელება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი);
ალკოჰოლური ენცეფალოპათია;
ალკოჰოლური პოლინეიროპათია;
სტრესი, შფოთვა, უძილობა.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
არ ინიშნება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში;
არაა რეკომენდებული ვარფარინთან და ანტიდეპრესანტებთან კომბინაცია.
დოზირება და მიღების წესი
ბავშვებში 1-დან 12 წლამდე: 5 მლ. 1-ჯერ დღეში; 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 10 მლ. 1-ჯერ დღეში; მიიღება კვებებს შორის შუალედში.
ძილის დარღვევის შემთხვევაში მიიღება 10 მლ. საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე.
შენახვის წესი
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.
შეფუთვა
სიროფი ვანილის გემოთი, 200 მლ. ბოთლში, მზომი კოვზით.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Sti. AnkaraTurkiye
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: “El Company”.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account