Baga- ბაგა ფლაკონი 30მლ

განსაკუთრებული ფასი 19,85 GEL რეგულარული ფასი 30,55 GEL
მარაგშია
SKU
43632_1999

ჩვენება:ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმა,ქალა-ტვინის სისხლძარღვების დაზიანება,მეხსიერების, ყურადღების კონცენტრირების და მეტყველების დარღვევა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები)

შემადგენლობა:

სიროფის 5 მლ შეიცავს:

გამა-ამინოერბოს მჟავა......125 მგ

გლიცინი................................75 მგ

გლუტამინის მჟავა..............100 მგ

მაგნიუმი...............................100 მგ

ვიტამინი B6 ..........................0,5 მგ

სიროფის არომატული ფუძე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბაგა -კომბინირებული კვებითი დანამატი.

გამა-ამინოერბოს მჟავა (გაემ)-ამინომჟავაა, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს ცნს-ში და გააჩნია ნოოტროპული მოქმედება. წარმოადგენს ძირითად დამთრგუნველ მედიატორს ცნს-ში (დამამუხრუჭებელი მედიატორი). გაემ წარმოიქმნება სხვა ამინომჟავისაგან-გლუტამინისგან. გაემ-ი ამცირებს ნეირონების აქტივობას, ხელს უშლის ნერვული უჯრედების აგზნებადობას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს ენერგეტიკულ პროცესებს, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აჩქარებს გლუკოზის უტილიზაციას და მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი ტოქსიკური პროდუქტების გამოდევნას. აუმჯობესებს თავის ტვინში პროცესების დინამიკას, ზრდის აზროვნების ეფექტურობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი, ანტიჰიპოქსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. მონაწილეობს მეტყველების და მამოძრავებელი ფუქციების აღდგენაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას. გააჩნია მსუბუქი ჰიპოტენზიური ეფექტი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და ჰიპერტენზიასთან ასოცირებულ სიმპტომებს (თავბრუხვევა, უძილობა). ამცირებს გლუკოზის დონეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წუთში, შემდეგ კონცენტრაციის დონე მკვეთრად მცირდება და 24 საათში სისხლში აღარ აღინიშნება.

გლიცინი - თავის ტვინის ქსოვილში ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზაციას. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე - მოყავს ტონუსში, აუჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას, ახდენს აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესების ნორმალიზაციას, ამცირებს შფოთვას, შიშს და გაღიზიანებადობას, ამცირებს სტრესს, ხსნის დეპრესიას, აღადგენს ძილს და ახდენს სედატიურ მოქმედებას. გლიცინი პროტექტორულად მოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე, აუმჯობესებს თავის ტვინის კვებას, ამაღლებს ცნს-ში დამცველობით დამამუხრუჭებელ პროცესებს.

მაგნიუმი - მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში. მიკროელემენტებს შორის ორგანიზმში არსებული კონცენტრაციის მიხედვით უჭირავს მეოთხე ადგილი. Mg-ის იონები ამცირებენ ნეირონების აგზნებადობას, თამაშობენ ფიზიოლოგიურ როლს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, მონაწილეობენ უამრავ ფერმენტულ რეაქციაში და ატფ-ს სინთეზში. Mg - მინერალია, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას, კუნთების შეკუმშვასა და მოდუნებას, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. Mg-ის საშუალო კონცენტრაცია ორგანიზმში არის 17 მგ/კგ-ზე. ამ კონცენტრაციის 99% გროვდება უჯრედის შიგნით. Mg შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მიღებული დოზის 40-50% აბსორბირდება. გამოყოფა ხდება ძირითადად თირკმელებით.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ჰისტამინის ცვლაში. აჩქარებს გლუტამინის მჟავის გამა-ამინოერბოს მჟავად გარდაქმნას და ჰემოგლობინის სინთეზს. პირიდოქსინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ასტიმულირებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ და სინთეზურ ფუნქციებს. თრგუნავს ღებინების რეფლექსს ღებინების ცენტრზე მოქმედების გზით. ვიტამინი B6 ხელს უწყობს კნტ-ში Mg-ის შეწოვას.

ჩვენებები:

ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმა
ქალა-ტვინის სისხლძარღვების დაზიანება
მეხსიერების, ყურადღების კონცენტრირების და მეტყველების დარღვევა
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა
ბავშვის გონებრივი განვითარების დარღვევა
ბავშვთა ცერებრული დამბლა
დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა
 უკუჩვენებები:

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა
თირკმლის მწვავე უკმარისობა
ღვიძლის მძიმე დაავადებები
 ორსულობა და ლაქტაცია:

უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია აღინიშნოს ღებინება, გულისრევა, უძილობა, დეპრესია. მაღალი დოზით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კუჭის არეში მსუბუქი დისკომფორტი. დოზის შემცირებისას სიმპტომები ქრება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აჩქარებს პრეპარატების მოქმედებას, აუმჯობესებს ცნს-ის ფუნქციას.

დოზირების რეჟიმი:

ასაკი წვეთების რაოდენობა მიღების ჯერადობა
0 – 2 წელი 5-15 2- ჯერ დღეში
2 – 6 წელი 15-25 2 - ჯერ დღეში
6 – 14 წელი 15-25 3 - ჯერ დღეში
მოზრდილები: 25-35 3 - ჯერ დღეში

მკურნალობის დოზირების რეჟიმი და კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ, სიმპტომების ინტენსივობიდან გამომდინარე.

წლამდე ასაკში ინიშნება სიფრთხილით.  შეიძლება იყოს კუჭის არეში ტკივილის, ღებინების და გულისრევის მიზეზი.

პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

მიღების წინ საჭიროა ფლაკონის შეანჯღრევა.

 გამოშვების ფორმა:

ფლაკონი – 30 მლ წვეთებში.

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ქვეყანა: ინგლისი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy