Angiobest - ანგიობესტი 24მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 19,12 GEL რეგულარული ფასი 28,10 GEL
მარაგშია
SKU
60231_2701

ჩვენება:თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები

გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:
1. რა არის ანგიობესტი და რისთვის გამოიყენება?
2. რისი ცოდნაა საჭირო ანგიობესტის მიღებამდე
3. ანგიობესტის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ანგიობესტის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ანგიობესტი და რისთვის გამოიყენება?
ანგიობესტი შეიცავს ბეტაჰისტინს. ის განეკუთვნება ჰისტამინის ანალოგებს.
ფარმაკოდინამიკური თავისებურებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები

აქტიური ნივთიერება წარმოადგენს ჰისტამინის სპეციფიკურ აგონისტს, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია H2-აქტივობა. სავარაუდოდ ის გავლენას ახდენს შიდა ყურის სისხლძარღვოვანი შრის პრეკაპილარულ სფინქტერებზე და ამცირებს წნევას ენდოლიმფურ სისტემაში.

 ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები

ბეტაჰისტინის ტაბლეტები სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, იგი პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა შარდთან ერთად, 2-პირიდილაცეტილის მჟავას სახით. ხოლო, უცვლელი ბეტაჰისტინი აღმოჩენილი არ არის.
ანგიობესტი გამოიყენება:
• თავბრუსხვევის (ვერტიგო)
• ყურებში ხმაურის (ტინიტუსი)
• სმენის დაქვეითების შემთხვევაში მენიერის დაავადების დროს
პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას შიდა ყურში, რაც ამცირებს წნევის მომატების ალბათობას.

2. რისი ცოდნაა საჭირო ანგიობესტის მიღებამდე
არ მიიღოთ ბეტაჰისტინის ტაბლეტები, თუ
• გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6 - დამატებითი ინფორმაცია).
• გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, განვითარებული თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნის (ფეოქრომოციტომის) ფონზე
ნუ მიიღებთ პრეპარატს და მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს, თუ
• გაქვთ კუჭის წყლული
• გაქვთ ასთმა
• ხართ ან გეგმავთ ორსულობას
• ხართ მეძუძური დედა
თუ გაწუხებთ რომელიმე აღნიშნული სიმპტომი, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს რამდენად უსაფრთხოა პრეპარატი თქვენთვის. მან შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ასთმის მონიტორინგი ანგიობესტის მიღების პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
უცნობია ანგიობესტის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ანგიობესტის მიღებამდე იღებდით სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით, მათ შორის მცენარეულს.

ანგიობესტის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
ანგიობესტით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ არის აკრძალული.
ანგიობესტის მიღება დასაშვებია ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია
არ მიიღოთ ანგიობესტი ორსულობის დროს, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მისი აუცილებლობის საკითხს. მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.
არ მიიღოთ ანგიობესტი ლაქტაციის პერიოდში ექიმის კონსულტაციის გარეშე. ამ ეტაპზე უცნობია გადადის თუ არა ანგიობესტი დედის რძეში.


ავტომობილისა და სხვა მოწყობილობების მართვა
მკურნალობის პერიოდში შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი და სხვა მოწყობილობები, ვინაიდან პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას. თუმცა, უმჯობესია წინასწარ დაადგინოთ როგორ გავლენას ახდენს პრეპარატი თქვენს ორგანიზმზე.

3. ანგიობესტის მიღების წესი
• ტაბლეტები მიიღება წყალთან ერთად
• ტაბლეტები მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად
ანგიობესტის დოზირება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ, რადგან მან შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს დოზის დარეგულირება.
• ანგიობესტი გამოდის ორი დოზის სახით, 16 მგ და 24 მგ ტაბლეტები
• საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 16 მგ 3-ჯერ დღეში (48 მგ დღეში)
• ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა 8 მგ-მდე 3-ჯერ დღეში (24 მგ დღეში)
8 მგ ტაბლეტები 16 მგ ტაბლეტები 24 მგ ტაბლეტები
1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში 1/2-1 ტაბ. 3-ჯერ დღეში 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში


არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება. პრეპარატმა შესაძლოა მოქმედება დაიწყოს მოგვიანებით.
ანგიობესტის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ანგიობესტის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის გარეშე.
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ექიმმა შესაძლოა გააგრძელოს მკურნალობის კურსი გარკვეული პერიოდით, რათა დარწმუნდეს, რომ პრეპარატი ეფექტურია, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში.
ანგიობესტის დოზის გადაჭარბება
ანგიობესტის ჭარბი დოზით მიღების (ჰიპერდოზირების) შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას. თან იქონიეთ მიღებული პრეპარატის კოლოფი.
ანგიობესტის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ანგიობესტსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ანგიობესტით მკურნალობის ფონზე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა
• სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.
• წითელი გამონაყარი კანზე, ქავილი კანის ანთების ფონზე
აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ხშირი გვერდითი ეფექტები (1 შემთხვევა ყოველ 100 და 1-ზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტზე):
• გულისრევა, მონელების დარღვევა (დისპეფსია)
სხვა გვერდითი ეფექტები
თავის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მსუბუქი კუჭ-ნაწლავისმხრივი დარღვევები, როგორიცაა ღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა. ანგიობესტის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს კუჭ-ნაწლავისმხრივ პრობლემებს.
სიმპტომების დამძიმების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ანგიობესტის შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეს.
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
ნუ გადაყრით დარჩენილ ტაბლეტებს კანალიზაციაში ან ნაგავში. მიუტანეთ ისინი ფარმაცევტს, რომელიც უსაფრთხოდ გაანადგურებს მათ.

6. დამატებითი ინფორმაცია
ანგიობესტის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება (ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე სუბსტანცია) - ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16 მგ ან 24 მგ მოქმედ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი DC, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, ლიმონმჟავა უწყლო, კოლოიდური უწყლო სილიციუმის ოქსიდი.
ანგიობესტის გამოშვების ფორმა
ანგიობესტის 16 მგ ან 24 მგ ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ცალ მხარეს ნაჭდევიანი ტაბლეტები.
30 ტაბლეტი კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy