Vagifresh - ვაგიფრეში ვაგინალური გელი 150მლ 2 ცალი

განსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 33,91 GEL
მარაგშია
SKU
81634_3089

ჩვენება: ჭარბი ვაგინალური გამონადენით მიმდინარე ნებისმიერი გენეზის ვაგინალური ინფექციები.

 ვაგიფრეში

შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინი, გვირილა, ჩაის ხის ზეთი, ბეტა გლიცირიზინის მჟავა, ნატრიუმის ჰიალურონატი, რძემჟავა, დეიონიზირებული წყალი.

ქლორჰექსიდინი-ანტისეპტიკური საშუალებაა, გაააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება;
ჩაის ხის ზეთი- გააჩნია ძლიერი ანტივირუსული,  ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული და  ანტიმიკოზური მოქმედება. აქვს პაპილომებისა და მეჭეჭების საწინააღმდეგო ეფექტი;
გვირილა - ეფექტურად ხსნის ქავილსა და გაღიზიანებას, აქვს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი;
ბეტა გლიცირიზინის მჟავამ  გამოავლინა ძლიერი ანტივირუსული მოქმედება,
ნატრიუმის ჰიალურონატი: ახდენს ვაგინალური ლორწოვანის დატენიანებას და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს;
რძემჟავა- აღადგენს ვაგინალურ PH-ს.

ვაგიფრეშს გააჩნია:

ანტიბაქტერიული,ანტიმიკოზური და ანტივირუსული მოქმედება;
ამცირებს წვის, ქავილის და გაღიზიანების შეგრძნებას;
არბილებს,ატენიანებს და აღადგენს საშოს მშრალ და განლეულ ლორწოვანს;
აღადგენს, ასუფთავებს და ეფექტურად აცილებს დაგროვებულ ვაგინალურ სეკრეტს,;
აწესრიგებს და აღადგენს ვაგინალურ მიკროფლორას და PH-ს.

ჩვენებები:

ჭარბი ვაგინალური გამონადენით მიმდინარე ნებისმიერი გენეზის ვაგინალური ინფექციები ( ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი,  ვაგინალური კანდიდოზი.  ტრიქომონა, გონორეა);
პარტნიორთან კონტაქტის შემდგომ, სქესობრივი გზით გადამდები  დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მშობიარობის შემდგომ დაზიანებული ლორწოვანის რეგენერაცია და ანტისეპტიკა.

დოზირება და გამოყენების წესი:
საშოს სანაცია საღამოს ,სასურველია ძილის წინ 4-6 დღის განმავლობაში.  გამოყენების წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები,მოხსენით ბოთლს დამცავი ხუფი, ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში მოითავსეთ კანულა ღრმად საშოში და დაცალეთ ბოთლი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წლით.

შეფუთვა:
N 2– 150 მლ ბოთლი ამოსაწევი ვაგინალური კანულით.

მოერიდეთ თვალთან კონტაქტს.

მწარმოებელი :  NATURAL PHARMA KOZETIK

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : MODERN PHARMA

მეტი ინფორაცია
რაოდენობა2
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy