Dav - დავი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 54,93 GEL რეგულარული ფასი 64,62 GEL
მარაგშია
SKU
52044_2366

ჩვენება:დავი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმს, ვიტამინ B6, რომელიც სასარგებლოა კვებითი დეფიციტის ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს ამ ნივთიერებების მიმართ.

DAV – საკვები დანამატი, შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმს და B6 

რაში მდგომარეობს α-lipoic (ცხიმოვანი) მჟავას, მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის ფიზიოლოგიური როლი?

α-lipoic (ალფა-ლიპოის მჟავა) ასევე thioctic-ის მჟავად წოდებული, არის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად წარმოებული ცხიმოვანი მჟავა და წარმოდგენილია ბევრ საკვებ პროდუქტში, თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვები ნივთიერებების დეფიციტით და არაადეკვატური კვების რეჟიმით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ეხმარება  უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (გლუტათიონის) აღდგენას. გინეკოლოგიის სფეროში α-lipoic მჟავას ანტიოქსიდანტურმა მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვის დროს   სასარგებლო შედეგები.

მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსს და მონაწილეობს უჯრედის დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, ნორმალურ  მეტაბოლიზმს, ფსიქოლოგიური ფუნქციების, ძვალ-სახსროვანი,  ნერვული და კუნთოვანი სისტემის  ნორმალურ ფუნქციონირებას. კერძოდ, მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. მაგნიუმი იწვევს საშვილოსნოს კუნთების გაძლიერებული შეკუმშვის მოხსნას.

ვიტამინი B6 (ანუ პირიდოქსინი (pyridoxine) არის წყალში ხსნადი ვიტამინი წარმოდგენილი ცხოველურ და მცენარეულ საკვებში. ორგანიზმში გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან  პირიდოქსამინად - pyridoxamine, რაც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, მოქმედებს როგორც კოენზიმი სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებზე. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის  ნორმალურ ფუნქცონირებას, დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და  ჰორმონალური აქტიურობისა და ფსიქოლოგიური ქმედების რეგულირებას. გარდა ამისა, ვიტამინი B6 ხელს უწყობს უჯრედის შიგნით მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას, ამრიგად, ახორციელებს არაპირდაპირ ზეგავლენას კუნთებზე.

როგორია DAV-ის მიღების რეკომენდაციები?

დავი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმს, ვიტამინ B6, რომელიც სასარგებლოა კვებითი დეფიციტის ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს ამ ნივთიერებების მიმართ.

მისი შემადგენლობის წყალობით იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის გაძლიერებული საჭიროების დროს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ტკივილის სიმპტომები, ანთებითი მდგომარეობები და სპაზმი ახდენს გავლენას ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.

დავი უზრუნველყოფს საშვილოსნოს სიმშვიდეს მთელი ორსულობის განმავლობაში და საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის გაზრდის რისკის შემცირებას ყველა შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა ინვაზიური პროცედურები პრენატალური დიაგნოზისათვის (ამნიოცენტეზი...), დავი ასევე ამსუბუქებს პირველადი დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის ჩივილებს

DAV® შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და/ან მიორელაქსანტ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.

როგორ მიიღება DAV?

რეკომენდირებულია 1 ან 2 ტაბლეტის მიღება დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გაფრთხილება

DAV არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. თუ თქვენ მკურნალობთ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.

 შემადგენლობა:

ალფა-ლიპოის მჟავა, მაგნიუმი, ვიტამინი B6. ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ გარე შეფუთვაზე.

შეფუთვა

გარსით დაფარული (შემოგარსული) 30 ტაბლეტი, თვითოეული 1.2 გრ.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy