Ginestill - გინესტილი ვაგინალური სუპოზიტორია 10 ცალი

განსაკუთრებული ფასი 38,13 GEL რეგულარული ფასი 52,49 GEL
მარაგშია
SKU
80527_1864

ჩვენება:ვაგინალური ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების საპროფილაქტიკო და სამკურნალო დამხმარე საშუალებაა.

გინესტილი

გინესტილის ვაგინალური სანთელი ვაგინალური ბაქტერიული (როგორიცაა ვულვოვაგინიტი) და სოკოვანი (მაგ. კანდიდა) ინფექციების საპროფილაქტიკო და სამკურნალო დამხმარე საშუალებაა.

დამცავი და დამატენიანებელი ეფექტის საშუალებით აძლიერებს საშოს ლორწოვანის  ბარიერულ ფუნქციას და ამსუბუქებს წვას, ქავილსა და სიწითლეს. ასევე, მისი გამოყენება მიზანშეწონილია  ხშირი ავადობით დაზიანებული ქსოვილის დაცვის მიზნით. 

როგორ გამოვიყენოთ:

1.     გახსენით შეფუთვა და დაიბანეთ ხელი გამოყენებამდე;

2.     გენიტალური არე კარგად ჩამოიბანეთ რბილი გამწმენდი საშუალებით;  ამოიღეთ ერთი სანთელი ბლისტერიდან;

3.     ფრთხილად მოათავსეთ სანთელი საშოში ღრმად; შემთხვევითი დანაკარგის  თავიდან ასაცილებლად, სასურველია ძილის წინ გამოყენება

გამოყენების სიხშირე:

მკურნალობა:  1 სანთელი დღეში ძილის წინ 10 დღის განმავლობაში

პროფილაქტიკა: ციკლურად 1 სანთელი დღეში ძილის წინ 8-10 დღე

შემადგენლობა: C10-18 ტრიგლიცერიდები, წყალი, ბრომელაინი, სილიციუმის დიოქსიდი, მალტოდექსტრინი, ჩაის ხის ზეთი, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, ნატრიუმის ჰიალურონატი. 

შენახვის წესი:

შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას <25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანებისა და ვადის გასვლის შემთხვევაში.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს შეფუთვის დაუზიანებლობისა და შენახვის წესების დაცვის პირობას.

სიფრთხილის ზომები:

პროდუქტი მოწოდებულია ვაგინალური გამოყენებისთვის. არ შეიძლება პერორალური მიღება. არ გამოიყენება შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ორსულობისას და  კომბინირებული  მკურნალობის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. 

2გ ვაგინალური სანთელი, 10 სანთელი შეფუთვაში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy