Arista - არისტა 5მგ 14 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 30,60 GEL რეგულარული ფასი 42,72 GEL
მარაგშია
SKU
67147_2080

ჩვენება: ერექციული დისფუნქციის მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში.

არისტა

შემადგენლობა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტადალაფილი 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. 

გარსის შემადგენლობა: 

არისტა 5 მგ და 10 მგ: ოპადრი®II ყვითელი 31F38002 (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი).

არისტა 20 მგ: ოპადრი®II ყვითელი 31K32498 (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი შავი).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ერექციული დისფუნქციისას გამოსაყენებელი საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტადალაფილი წარმოადგენს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) მე-5 ტიპის სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზის (ფდე5) შექცევად სელექტიურ ინჰიბიტორს. როდესაც სექსუალური სტიმულირება იწვევს აზოტის ოქსიდის ადგილობრივ გამონთავისუფლებას, ტადალაფილით ფდე5-ის ინჰიბირება იწვევს ცგმფ დონის მომატებას სასქესო ასოს მღვიმოვან სხეულში. ამის შედეგად ხდება გლუვი კუნთების რელაქსაცია და სასქესო ასოს ქსოვილებში სისხლის მიდინება, რაც იწვევს ერექციას. ტადალაფილი არ ახდენს ეფექტს  სექსუალური სტიმულირების არარსებობის შემთხვევაში. 

ფდე5-ის ინჰიბირების ეფექტი ცგმფ-ის კონცენტრაციაზე, როგორიც არის სასქესო ასოს კავერნოზულ სხეულში, ასეთივე აღინიშნება წინამდებარე ჯირკვლის გლუვ კუნთებში, შარდის ბუშტსა და მათ სისხლძარღვებში. სისხლძარღვთა რელაქსაციის შედეგად იზრდება სისხლის პერფუზია, რაც შეიძლება იყოს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მცირდება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. ამ სისხლძარღვოვან ეფექტებთან ერთად შეიძლება აღინიშნოს შარდის ბუშტის აფერენტული ნერვის აქტივობის ინჰიბირება და წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის გლუვი კუნთების რელაქსაცია. 

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ტადალაფილი წარმოადგენს ფდე5-ის სელექტიურ ინჰიბიტორს. ფდე5 წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც აღმოჩენილია მღვიმოვანი სხეულის გლუვ კუნთებში, სისხლძარღვების და შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებში, ჩონჩხის კუნთებში, თრომბოციტებში, თირკმელში, ფილტვებში, ნათხემში. ფდე5-ზე ტადალაფილის მოქმედება უფრო აქტიურია, ვიდრე სხვა ფოსფოდიესთერაზებზე. ტადალაფილი 10000-ჯერ უფრო აქტიურია ფდე5-ის მიმართ, ვიდრე ფდე1, ფდე2, ფდე4-თან მიმართებაში, რომლებიც ლოკალიზდებიან გულში, თავის ტვინში, სისხლძარღვებში, ღვიძლში და სხვა ორგანოებში. ტადალაფილი 10000-ჯერ უფრო აქტიურია ფდე5-ის მიმართ, ვიდრე ფდე3-თან მიმართებაში, რომელიც აღმოჩენილია გულში და სისხლძარღვებში. ამ სელექტიურობას ფდე5-ის მიმართ ფდე3-თან შედარებით გააჩნია უფრო დიდი მნიშვნელობა, რადგანაც ფდე3 წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს გულის კუნთის შეკუმშვაში. გარდა ამისა, ტადალაფილი დაახლოებით 700-ჯერ უფრო აქტიურია ფდე5-ის მიმართ, ვიდრე ფდე6-თან  მიმართებაში, რომელიც აღმოჩენილია ბადურაზე და პასუხისმგებელია ფოტოგადაცემაზე. ტადალაფილი ასევე 10000-ჯერ უფრო აქტიურია ფდე5-ის მიმართ, ვიდრე ფდე7, ფდე8, ფდე9 და ფდე10-თან მიმართებაში. ტადალაფილი ჯანმრთელ პირებში არ იწვევს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის (აწ) მნიშვნელოვან ცვლილებას პლაცებოსთან შედარებით მწოლიარე მდგომარეობაში (საშუალო მაქსიმალური დაქვეითება შეადგენს 1,6/0,8 მმ.ვწყ.სვ. შესაბამისად) და მდგომარე პოზიციაში (საშუალო მაქსიმალური დაქვეითება შეადგენს 0,2/4,6 მმ.ვწყ.სვ. შესაბამისად). ტადალაფილი არ იწვევდა გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვან ცვლილებას.

მხედველობაზე ტადალაფილის ზემოქმედების შეფასების კვლევაში არ ყოფილა გამოვლენილი ფერების (ცისფერი/მწვანე) ამოცნობის დარღვევები, რაც აიხსნება ფდე6-თან მისი დაბალი მსგავსებით ფდე5-თან შედარებით. ყველა კლინიკურ კვლევაში შეტყობინებები ფერთა მხედველობის ცვლილებების შესახებ იყო იშვიათი (<0.1%). 

სპერმატოგენეზზე ტადალაფილის ზემოქმედების შეფასების მიზნით ყოველდღიური მიღებისას, ჩატარებული იყო სამი კვლევა. ამ კვლევებიდან ორში აღინიშნებოდა სპერმატოზოიდების რაოდენობის და სპერმის კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება, დაკავშირებული ტადალაფილის მიღებასთან. ეს ეფექტები არ იყო დაკავშირებული სხვა პარამეტრების ცვლილებებთან, როგორიცაა მობილურობა, მორფოლოგია და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონე. 

კლინიკურ კვლევებში ტადალაფილმა აჩვენა ერექციული ფუნქციის და სრულფასოვანი სქესობრივი აქტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დოზის მიღებიდან 36 საათის განმავლობაში, ასევე პაციენტმა მიაღწიოს და შეინარჩუნოს ერექცია წარმატებული სქესობრივი აქტისათვის დოზის მიღებიდან 16 წუთის შემდეგ. 

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

შიგნით მიღების შემდეგ ტადალაფილი სწრაფად აბსორბირდება. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან საშუალოდ 2 საათის შემდეგ. 

ტადალაფილის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღების შემდეგ არ არის დადგენილი.

ტადალაფილის აბსორბციის   სიჩქარე და ხარისხი არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. პრეპარატის მიღების დროს (დილა ან საღამო) არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი აბსორბციის სიჩქარესა და ხარისხზე. 

განაწილება

განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 63 ლ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტადალაფილი ნაწილდება ქსოვილებში. თერაპიულ კონცენტრაციებში ტადალაფილის 94% უკავშირდება პლაზმის ცილებს. შეკავშირება ცილებთან არ იცვლება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. 

ჯანმრთელ პირებში შეყვანილი დოზის 0,0005%-ზე ნაკლები ვლინდება სპერმაში. 

ბიოტრანსფორმაცია

ტადალაფილი მეტაბოლიზდება ძირითადად P450 ციტოქრომის CYP3A4 იზოფორმით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის მეთილკატექოლგლუკურონიდი. ის მინიმუმ 13,000-ჯერ უფრო ნაკლებად აქტიურია ფდე5-ის მიმართ, ვიდრე ტადალაფილი. ამგვარად, ეს მეტაბოლიტი ნაკლებად არის კლინუიკურად მნიშვნელოვანი.

გამოყოფა

ჯანმრთელ პირებში ტადალაფილის შიგნით მიღებისას საშუალო კლირენსი შეადგენს 2,5 ლ/სთ, ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი - 17,5 საათს. ტადალაფილი გამოიყოფა უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ძირითადად განავალთან (დოზის დაახლოებით 61%) და ნაკლები ხარისხით – შარდთან ერთად (დოზის დაახლოებით 36%).  

წრფივობა/არაწრფივობა

ტადალაფილის ფარმაკოკინეტიკა ჯანმრთელ პირებში სწორხაზოვანია დროისა და დოზის მიმართ. 2,5-დან 20 მგ-მდე დოზების დიაპაზონში, ექსპოზიცია (AUC) მატულობს დოზის პროპორციულად. 

წონასწორული კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა 5 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ ტადალაფილის მიღებისას. 

ტადალაფილის ფარმაკოკინეტიკა ერექციული დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ერექციული დისფუნქციის არმქონე პაციენტებში არსებული ფარმაკოკინეტიკის ანალოგიურია. 

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები 

ხანდაზმული ასაკის (65 წლის და უფროსი ასაკის) ჯანმრთელ პირებში აღინიშნებოდა ტადალაფილის უფრო დაბალი კლირენსი, რაც გამოიხატებოდა ექსპოზიციის (AUC) 25%-ით გაზრდაში 19-დან 45 წლამდე ასაკის ჯანმრთელ პირებთან შედარებით. ეს განსხვავება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი და არ საჭიროებს დოზის შერჩევას. 

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში ტადალაფილის ერთჯერადი დოზის გამოყენებით (5 მგ-დან 20 მგ-მდე), ტადალაფილის ექსპოზიცია (AUC) იზრდებოდა დაახლოებით ორჯერ სუბიექტებში თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 51-დან 80 მლ-მდე/წთ) ან ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 31-დან 50 მლ-მდე/წთ) უკმარისობით და პაციენტებში თირკმლის დაავადებით ტერმინალურ სტადიაში, რომლებიც დიალიზზე იმყოფებიან. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში Cmax იყო 41%-ით უფრო მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში. ჰემოდიალიზი უმნიშვნელოდ უწყობს ხელს ტადალაფილის გამოყოფას.  

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

ტადალაფილის ექსპოზიცია (AUC) სუბიექტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით (კლასი A და B ჩაილდ-პიუს მიხედვით) შესადარებელია ჯანმრთელი სუბიექტების ექსპოზიციასთან 10 მგ დოზის მიღებისას. ტადალაფილის უსაფრთხოების შესახებ კლინიკური მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კლასი ჩ ჩაილდ-პიუს მიხედვით) შეზღუდულია. პრეპარატ არისტას დანიშვნისას მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სარგებელისა და რისკის საფუძვლიანი ინდივიდუალური შეფასება. მონაცემები ტადალაფილის გამოყენების შესახებ დღეში ერთხელ პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით არ არსებობს. პრეპარატის დანიშვნისას დღეში ერთხელ გამოსაყენებლად, მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სარგებელისა და რისკის საფუძვლიანი ინდივიდუალური შეფასება. მონაცემები ტადალაფილის გამოყენების შესახებ 10 მგ-ზე მაღალი დოზებით პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით არ არსებობს. 

პაციენტები შაქრიანი დიაბეტით

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ტადალაფილის ექსპოზიცია (AUC) დაახლოებით 19%-ით დაბალი იყო, ვიდრე AUჩ-ის მნიშვნელობა ჯანმრთელ მოხალისეებში. ეს განსხვავება ექსპოზიციაში არ საჭიროებს დოზის კორექციას. 

გამოყენების ჩვენებები

არისტა 5 მგ, 10 მგ და 20 მგ: ერექციული დისფუნქციის მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში. პრეპარატი ეფექტურია მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის არსებობისას.

არისტა 5 მგ: წინმდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ნიშნების და სიმპტომების მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი არისტა განკუთვნილია შიგნით მისაღებად. 

ერექციული დისფუნქცია მოზრდილ მამაკაცებში 

როგორც წესი, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს სავარაუდო სექსუალური აქტივობის წინ, საკვების მიღების მიუხედავად. 

იმ პაციენტებში, რომლებშიც ტადალაფილი 10  მგ დოზით  არ უზრუნველყოფს საკმარის ეფექტს, შეიძლება დაინიშნოს 20 მგ დოზა. პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია სავარაუდო სექსუალურ აქტივობამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე. 

მიღების მაქსიმალური სიხშირე - დღეში ერთხელ. 

ტადალაფილი  10  მგ  და  20  მგ დოზებით განკუთვნილია გამოსაყენებლად სავარაუდო სექსუალური აქტივობის წინ და არ არის რეკომენდირებული მუდმივი ყოველდღიური გამოყენებისათვის. 

პაციენტებისათვის პრეპარატის სავარაუდო ხშირი გამოყენებით (ანუ, არანაკლებ ორჯერ კვირაში), მისაღებია  გამოყენების რეჟიმი დღეში ერთხელ პრეპარატის მინიმალური დოზების გამოყენებით, რომელიც დგინდება პაციენტის არჩევის და ექიმის შეფასების თანახმად. 

ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. 

ყოველდღიურ რეჟიმში გამოყენების გაგრძელების მართებულობა პერიოდულად უნდა გადამოწმდეს.          

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია მოზრდილ მამაკაცებში

რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5 მგ, რომელიც მიიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღების მიუხედავად. მოზრდილი მამაკაცებისათვის, რომლებიც მკურნალობენ როგორც პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, ასევე ერექციულ დისფუნქციას, რეკომენდებული დოზა შეადგენს, ასევე 5 მგ-ს და მიღება ერთსა და იმავე დროს ყოველდღე. 

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები 

ხანდაზმული ასაკის მამაკაცები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. 

მამაკაცები თირკმლის უკმარისობით 

არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით. პაციენტებისათვის თირკმლის მძიმე უკმარისობით, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს. 

არ არის რეკომენდირებული 5 მგ ტადალაფილის მიღება დღეში ერთხელ ერექციული დისფუნქციის ან წინადებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით. 

მამაკაცები ღვიძლის უკმარისობით 

პრეპარატ არისტას გამოყენება საჭიროების მიხედვით ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს სავარაუდო სექსუალური აქტივობის წინ, საკვების მიღების მიუხედავად. ტადალაფილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კლინიკური მონაცემები პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (ჩ კლასი ჩაილდ-პიუს მიხედვით) შეზღუდულია; პრეპარატის დანიშვნისას მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სარგებელისა და რისკის სათანადო ინდივიდუალური შეფასება. მონაცემები 10 მგ-ზე მეტი ტადალაფილის დოზების გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით შეზღუდულია.      

პრეპარატის გამოყენება დღეში ერთხელ ერექციული დისფუნქციის ან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარსობით არ შეფასებულა, ამიტომ დანიშვნისას მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სარგებელის და რისკის სათანადო ინდივიდუალური შეფასება. 

მამაკაცები დიაბეტით 

დოზის კორექცია დიაბეტის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო. 

ბავშვები

არისტა არ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში. 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნოვთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. 

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებიც იყენებენ ორგანულ ნიტრატებს ნებისნიერი ფორმით. კლინიკური კვლევისას ნაჩვენები იქნა, რომ ტადალაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ითველება, რომ ეს დაკავშირებულია ნიტრატებისა და ტადალაფილის კომბინირებულ ზემოქმედებასთან აზოტის ოქსიდის/ცგმფ მეტაბოლიზმზე. 

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება მამაკაცებში გულ-სისხძლარღვთა დაავადებებით, რომლებისთვისაც არ არის რეკომენდირებული სექსუალური აქტივობა. ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ სექსუალური აქტივობის პოტენციური რისკი გულისთვის, პაციენტებში არსებული გულ-სისხლარღვთა დაავადებებით. 

კლინიკურ კვლევებში არ იყვნენ ჩართულნი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტთა შემდეგი ჯგუფები, ამიტომ ტადალაფილის გამოყენება მათთვის უკუნაჩვენებია: 

- პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, რომელიც გადატანილია ბოლო 90 დღის განმავლობაში;

- პაციენტები არასტაბილური სტენოკარდიით ან სტენოკარდიით, რომელიც აღინიშნება სქესობრივი აქტის დროს;

- პაციენტები II-IV კლასის გულის უკმარისობით, ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციის მიხედვით ბოლო 6 თვის განმავლობაში;

- პაციენტები არაკონტროლირებული არითმიებით, ჰიპოტენზიით (<90/50 მმ.ვწყ.სვ.) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით; 

- პაციენტები ინსულტით, რომელიც გადატანილია ბოლო 6 თვის განმავლობაში. 

პრეპარატი არისტა უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც დაკარგული აქვთ მხედველობა ერთ თვალში არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო, მიუხედავად იმისა, ეს ეპიზოდი დაკავშირებული იყო თუ არა Pფდე5 ინჰიბიტორების წინა ექსპოზიციასთან.  

ფდე5 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, ტადალაფილის ჩათვლით, გუანილაციკლაზას სტიმულატორებთან, როგორიცაა რიოციგუატი, უკუნაჩვენებია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია. 

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო თავის ტკივილი, დისპეფსია, ზურგის ტკივილი და მიალგია, რომელთა განვითარების სიხშირე იზრდებოდა დოზის გაზრდით. გვერდითი რეაქციები იყო გარდამავალი, მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის სიმძიმის. უმეტეს შემთხვევაში თავის ტკივილის განვითარება აღინიშნებოდა ტადალაფილის დღეში ერთხელ მიღებისას მკურნალობის დაწყებიდან პირველი 10-30 დღის განმავლობაში.  

გვერდითი რეაქციების პარამეტრები განისაზღრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი ( ≥ 1/100, მაგრამ < 1/10), არახშირი ( ≥ 1/1000, მაგრამ < 1/100), იშვიათი ( ≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).  

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება2. 

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავის ტკივილი; არახშირი – თავბრუსხვევა; იშვიათი – ინსულტი1 (ჰემორაგიული მოვლენების ჩათვლით), გულისწასვლა, იშემიის გარდამავალი შეტევები, შაკიკი2, კრუნჩხვები2, გარდამავალი ამნეზია. 

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირი –მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, შეგრძნებები, როგორიც არის თვალის ტკივილი; იშვიათი – მხედველობის ველის დარღვევა, ქუთუთოების შეშუპება, კონიუქტივის ჰიპერემია, არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია2, ბადურას სისხლძარღვთა ოკლუზია2.

სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: არახშირი - ხმაური ყურებში; იშვიათი - სმენის მოულოდნელი დაკარგვა. 

გულის მხრივ: არახშირი – ტაქიკარდია, პალპიტაცია; იშვიათი – მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია2, პარკუჭოვანი არითმია2. სისხლძარღვთა მხრივ: ხშირი - სისხლის მოწოლა სახეზე; არახშირი - ჰიპოტენზია3, ჰიპერტენზია.  

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: ხშირი - ცხვირის გაჭედვა; არახშირი - ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი – დისპეფსია; არახშირი - ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი. 

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი – გამონაყარი, იშვიათი - ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი2, ექსფოლიაციური დერმატიტი2, ჰიპერჰიდროზი (გაძლიერებული ოფლიანობა). 

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის მხრივ: ხშირი - ზურგის ტკივილი, მიალგია, კიდურების ტკივილი. 

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: არახშირი - ჰემატურია.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არახშირი - პროლონგირებული ერექცია; იშვიათი - პრიაპიზმი, სისხლდენა სასქესო ორგანოდან, ჰემატოსპერმია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: არახშირი - ტკივილი გულმკერდის არეში1, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა; იშვიათი - სახის შეშუპება2, მოულოდნელი გულისმიერი სიკვდილი1,2. 

1პაციენტთა უმეტესობას გააჩნდათ რისკ-ფაქტორები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

2გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს და არ აღინიშნებოდა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. 

3უფრო ხშირად აღინიშნებოდა ტადალაფილის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს. 

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა 

იყო შეტყობინებები ეკგ-ზე ანომალიების განვითარების შედარებით უფრო მაღალი სიხშირის შესახებ, პირველ რიგში, სინუსური ბრადიკარდიისა, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს დღეში ერთხელ, პლაცებოსთან მიმართებაში. ანომალიების უმეტესობა ეკგ-ზე არ იყო დაკავშირებული გვერდითი რეაქციების აღნიშვნასთან. 

პაციენტთა სხვა ჯგუფები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტთაგან მიღებული მონაცემები, რომლებიც იღებდნენ ტადალაფილს კლინიკურ კვლევებში ერექციული დოსფუნქციის ან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობისათვის, შეზღუდულია. კლინიკურ კვლევებში ტადალაფილის გამოყენებით საჭიროების შემთხვევაში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, დიარეა უფრო ხშირად აღინიშნებოდა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. კლინიკურ კვლევებში 5 მგ ტადალაფილის დღეში ერთხელ გამოყენებით წინამდებარე ჯიკრკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, თავბრუსხვევა და დიარეა უფრო ხშირად აღინიშნებოდა 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. 

შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად. 

განსაკუთრებული მითითებები  

პრეპარატ არისტას გამოყენების დაწყებამდე  

ფარმაკოლოგიური მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა ანამნეზის შეგროვება და ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება, ერექციული დისფუნქციის ან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დიაგნოსტიკისათვის და პოტენციური ძირეული მიზეზების განსაზღვრისათვის. 

ერექციული დისფუნქციის ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა, რადგანაც არსებობს გულის მხრივ გარკვეული რისკი, დაკავშირებული სექსუალურ აქტივობასთან. ტადალაფილს გააჩნია ვაზოდილატატორული თვისებები, რაც იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და გარდამავალ დაქვეითებას და ამგვარად, ახდენს ნიტრატების ჰიპოტენზიური მოქმედების პოტენცირებას. 

ერექციული დისფუნქციის შეფასება უნდა მოიცავდეს პოტენციური ძირეული მიზეზების განსაზღვრას და მკურნალობის მისაღები მეთოდის იდენტიფიკაციას შესაბამისი სამედიცინო შეფასების შემდეგ. უცნობია არის თუ არა პრეპარატი ეფექტური პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ოპერაციული ჩარევა მენჯის არეში ან რადიკალური პროსტატექტომია ნერვების შენარჩუნების გარეშე. 

პრეპარატ არისტას 5 მგ მკურნალობით დაწყებამდე საჭიროა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის გამოკვლევა,  რათა გამოირიცხოს წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის არსებობა და სათანადოდ მოხდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შეფასება.    

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

სერიოზული გულ-სისხლძარღვოვანი მოვლენები, მიოკარდიუმის ინფარქტის, უეცარი კარდიალური სიკვდილის, არასტაბილური სტენოკარდიის, პარკუჭოვანი არითმიის, ინსულტის, იშემიის გარდამავალი შეტევების, გულმკერდის ტკივილის, პალპიტაციის და ტაქიკარდიის ჩათვლით, აღინიშნებოდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში და/ან კლინიკურ კვლევებში. 

პაციენტთა უმეტესობას, რომელთაც გამოუვლინდათ ეს მდგომარეობები, ანამნეზში გააჩნდათ რისკ-ფაქტორები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. მაგრამ შეუძლებელია ზუსტად დადგენა დაკავშირებულია თუ არა ეს მოვლენები ამ რისკ-ფაქტორებთან, ტადალაფილის გამოყენებასთან, სექსუალურ აქტივობასთან ან ამ ან სხვა ფაქტორების კომბინაციასთან. 

ტადალაფილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით. პრეპარატ არისტას 5 მგ ყოველდღიური მიღების დაწყებამდე, განხილული უნდა იქნას ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზის შესაძლო კორექციის საკითხი.  

ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ α1-ბლოკატორებს, ტადალაფილის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია. ტადალაფილის და დოქსაზოზინის კომბინირება არ არის რეკომენდებული. 

მხედველობა

იყო შეტყობინებები მხედველობის დარღვევის და არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის შემთხვევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ტადალაფილის და ფდე5-ის სხვა ინჰიბიტორების გამოყენებასთან. Dდაკვირვების შედეგად ანალიზები მიუთითებენ მწვავე არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის აღნიშვნის მომატებულ რისკზე მამაკაცებში ერექციული დისფუნქციით ტადალაფილის ან ფდე5-ის სხვა ინჰიბიტორების ექსპოზიციის შემდეგ. რადგანაც ეს შესაძლოა ეხებოდეს ყველა იმ პაციენტს, რომლებიც იღებენ ტადალაფილს, მათ უნდა ურჩიოთ შეწყვიტონ პრეპარატ არისტას გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, თუ აღენიშნათ მხედველობის უეცარი გაუარესება.

სმენის დაქვეითება ან უეცარი დაკარგვა

იყო შეტყობინებები სმენის უეცარი დაკარგვის შესახებ ტადალაფილის მიღების შემდეგ.  მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვა რისკ-ფაქტორებს (როგორიცაა ასაკი, დიაბეტი, ჰიპერტენზია და სმენის დაკარგვა ანამნეზში), პაციენტებს უნდა მიეცეს რჩევა შეწყვიტონ ტადალაფილის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას სმენის უეცარი დაქვეითების ან დაკარგვის შემთხვევაში.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა (ტადალაფილი 5 მგ)

ტადალაფილის გაზრდილ ექსპოზიციასთან (AUჩ), კლინიკური გამოყენების შეზღუდულ გამოცდილებასა და დიალიზის არაეფექტურობასთან დაკავშირებით, პრეპარატის ყოველდღიური გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის. 

არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები ტადალაფილის ერთჯერადი დოზის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (ჩ კლასი ჩაიდ-პიუს მიხედვით). ტადალაფილის ყოველდღიური მიღება არ შესწავლილა პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით. პრეპარატ არისტას დანიშვნისას მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სარგებელისა და რისკის სათანადო ინდივიდუალური შეფასება. 

ღვიძლის უკმარისობა (ტადალაფილ 10 მგ და 20 მგ) 

არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები ტალდაფალის ერთჯერადი დოზის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (ჩ კლასი ჩაიდ-პიუს მიხედვით). პრეპარატ არისტას დანიშვნისას მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სარგებელისა და რისკის სათანადო ინდივიდუალური შეფასება.  

პრიაპიზმი და სასქესო ორგანოს ანატომიური დეფორმაცია

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, ერექციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც გრძელება 4 საათი ან მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. 

პრიაპიზმის არადროულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოს ქსოვილების დაზიანება და პოტენციის ხანგრძლივი დაკარგვა. 

აუცილებელია სიფრთხილს დაცვა პრეპარატ არისტას გამოყენებისას პაციეტებში სასქესო ორგანოს ანატომიური დეფორმაციით (ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პაციენტებში ისეთი მდგომარეობებით, რომლებიც ხელს უწყობენ პრიაპიზმის განვითარებას (როგორიცაა ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია). 

გამოყენება CYP3A4 ინჰიბიტორებთან

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატ არისტას დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებს (რიტონავირი, საკვინავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერითრომიცინი), რადგანაც ამ პრეპარატების კომბინრებული გამოყენებისას აღინიშნებოდა ტადალაფილის გაზრდილი ექსპოზიცია (AUC). 

არისტა და სხვა პრეპარატები ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ 

არ არის შესწავლილი ტადალაფილის კომბინაციის უსაფრთხოება და ეფექტურობა ფდე-5-ის სხვა ინჰიბიტორებთან ან სხვა პრეპარატებთან ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. პაციენტებს უნდა ურჩიონ არ გამოიყენონ პრეპარატი არისტა ასეთ კომბინაციებში.  

დამხმარე ნივთიერებები

არისტა შეიცას ლაქტოზას. არ არის რეკომენდირებული მოცემული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, ლაპას ლაქტაზური უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით. 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

არისტა უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში ტადალაფილისა და პლაცებოს გამოყენებისას თავბრუსხვევის აღნიშვნა ერთნაირი იყო, პაციენტებმა უნდა იცოდნენ მათი რეაქცია პრეპარატზე ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის დაწყებამდე. 

ფერტილობა, გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

პრეპარატი არ არის განკუთვნილი ქალებში გამოყენებისათვის.

ორსულობა

მონაცემები ორსულ ქალებში ტადალაფილის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ცხოველებზე კვლევამ არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი მავნე ეფექტი ორსულობის, ემბრიოფეტალური განვითარების, მშობიარობის ან პოსტნატალური განვითარების მიმართ. სიფრთხილის მიზნით თავი უნდა იქნას არიდებული პრეპარატ არისტას გამოყენებისგან ორსულობის პერიოდში. 

ლაქტაცია

არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემები, მიღებული ცხოველებზე კვლევის დროს, მიუთითებენ ტადალაფილის დედის რძეში გამოყოფაზე. რისკი მეძუძური ბავშვისთვის ვერ იქნება გამორიცხული. პრეპარატი არისტა არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში. 

ფერტილობა

ძაღლებში დაფიქსირდა ეფექტები, რომლებმაც შეიძლება მიუთითონ ფერტილობის დარღვევაზე. ორი შემდგომი კლინიკური კვლევა იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ამ ეფექტის აღნიშვნა ადამიანებში ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მამაკაცში აღინიშნებოდა სპერმის კონცენტრაციის შემცირება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული იყო ტადალაფლის 10 მგ და/ან 20 მგ დოზირებისათვის, მონაცემები წარმოდგენილია ქვემოთ. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას ვერ იქნება გამორიცხული, თუ ასეთი რამ აღინიშნებოდა კვლევებში ტადალაფილის მხოლოდ 10 მგ დოზის გამოყენებით.   

სხვა პრეპარატების ზემოქმედება ტადალაფილზე 

P450 ციტოქრომის ინჰიბიტორები 

ტადალაფილი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. CYP3A4-ის სელექციური

ინჰიბიტორი კეტოკონაზოლი (დღეში 200 მგ) ზრდიდა ტადალაფილის (10 მგ) ექსპოზიციას (AUC) 2-ჯერ და Cmax 15%-ით, AUC და Cmax მნიშვნელობებთან შედარებით ტადალაფილით მონოთერაპიის დროს. კეტოკონაზოლი (400 მგ დღეში) ზრდიდა ტადალაფილის (20 მგ) ექსპოზიციას (AUC) 4-ჯერ და Cmax 22%-ით. რიტონავირი, პროტეაზების ინჰიბიტორი (200 მგ დღეში ორჯერ), რომელიც არის CYP3A4, CYP2C9, CYP2C19 და CYP2D6-ის ინჰიბიტორი, ზრდიდა ტადალაფილის (20 მგ) ექსპოზიციას (AUC) 2-ჯერ Cmax-ის ცვლილების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური ურთიერთქმედებები არ შესწავლილა, პროტეაზების სხვა ინჰიბიტორები, როგორიცაა საქვინავირი და CYP3A4 სხვა ინჰიბიტორები, როგორიცაა ერითრომიცნი, კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი და გრეიფრუტის წვენი, სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ისინი ზრდიან პლაზმაში ტადალაფილის კონცენტრაციას. ამის შედეგად შეიძლება გაიზარდოს გვერდითი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე.

გადამტანები 

გადამტანების ზემოქმედება (მაგალითად, P-გლიკოპროტეინის) ტადალაფილის განაწილებაზე უცნობია. ამიტომ არსებობს გადამტანების ინჰიბირებით განპირობებული მედიკამენტური ურთიერთქმედების ალბათობა. 

ციტოქრომ P450-ის ინდუქტორები 

CYP3A4 ინდუქტორი, რიფამპიცინი, ამცირებს ტადალაფილის AUC-ს 88%-ით  ტადალაფილით (10 მგ) მონოთერაპიის დროს არსებულ AUC-თან შედარებით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ექსპოზიციის დაქვეითება გამოიწვევს ტადალაფილის ეფექტიანობის შემცირებას; ეფექტიანობის დაქვეითების ხარისხი უცნობია. CYP3A4-ის სხვა ინდუქტორებმა, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, შეიძლება ასევე დააქვეითონ ტადალაფილის პლაზმური კონცენტრაცია. 

ტადალაფილის ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე 

ნიტრატები

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ტადალაფილი (5 მგ, 10 მგ და 20 მგ) ზრდიდა ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს. ამდენად, პრეპარატ არისტას მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორგანულ ნიტრატებს ნებისმიერი ფორმით. კლინიკური კვლევის შედეგების საფუძველზე, რომლის დროსაც 150 სუბიექტი იღებდა დღეში 20 მგ ტადალაფილის დღიურ დოზას 7 დღის განმავლობაში და 0,4 მგ ნიტროგლიცერინს სუბლინგვალურად სხვადასხვა დროს, დადგენილი იყო, რომ ეს ურთიერთქმედება გრძელდებოდა 24 საათზე მეტ ხანს და აღარ ფიქსირდებოდა ტადალაფილის ბოლო დოზის მიღებიდან 48 საათის შემდეგ. 

ამგვარად, თუ პაციენტს დანიშნული აქვს ტადალაფილის ნებისმირი დოზა (2,5 მგ - 20 მგ) და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო თვალსაზრისით მისთვის აუცილებელია ნიტრატების მიღება, მინიმუმ 48 საათი უნდა გავიდეს ტადალაფილის ბოლო დოზის მიღებიდან ნიტრატების მიღებამდე. ასეთ შემთხვევაში ნიტრატების მიიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ ჰემოდინამიკის შესაბამისი მონიტორინგით. 

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (კალციუმის არხების ბლოკატორების ჩათვლით) 

დოქსაზოზინის (4 მგ და 8 მგ დღეში) და ტადალაფილის (დღეში 5 მგ დოზა და 20 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროული მიღებისას აღინიშნება ამ α-ბლოკატორის ჰიპოტენზიური ეფექტის მნიშვნელოვანი გაძლიერება.  ეს ეფექტი გრძელდება მინიმუმ 12 საათი და შეიძლება ახლდეს სიმპტომები, გულის წასვლის ჩათვლით. ამ მიზეზით ეს კომბინაცია არ არის რეკომენდირებული.

ურთიერთქმდების კვლევებში, რომლებიც ჩატარებული იყო ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით შეზღუდული რაოდენობით, არ ყოფილა შეტყობინებები მსგავსი ეფექტების აღნიშვნის შესახებ ალფუზოზინის ან ტამსულოზინის გამოყენებისას. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ტადალაფილის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნებისმიერ α-ბლოკატორებს, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზირებით და შემდეგ დოზა თანდათან დაკორექტირდეს. 

კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში შესწავლილი იქნა ტადალაფილის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ჰიპოტენზიური ეფექტების გაზრდის პოტენციალი. გამოკვლეული იქნა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ძირითადი კლასები, მათ შორის კალციუმის არხების ბლოკატორები (ამლოდიპინი), ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ენალაპრილი), β-ადრენერგული რეცეპტორის ბლოკატორები (მეტოპროლოლი), თიაზიდური დიურეტიკები (ბენდროფლუაზიდი) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (სხვადასხვა სახეობები და დოზები, ცალკე ან თიაზიდებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, β-ბლოკატორებთან და/ან α-ბლოკატორებთან კომბინაციაში). ტადალაფილი (10 მგ, გარდა ურთიერთქმედების კვლევებისა ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორებთან და ამლოდიპინთან, რომლის დროსაც 20 მგ დოზა გამოიყენებოდა) არ ავლენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას რომელიმე ამ კლასთან. კლინიკური ფარმაკოლოგიის სხვა კვლევაში ტადალაფილი (20 მგ) შესწავლილ იქნა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში (მე-4 კლასამდე). რამდენიმე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიმღებ პაციენტებში, არტერიული წნევის ცვლილებები ამბულატორიული მკურნალობის დროს შეესაბამებოდა არტერიული წნევის კონტროლის ხარისხს. ამ მხრივ, კვლევის სუბიექტები კარგად კონტროლირებადი არტერიული წნევით ახდენდნენ მინიმალური დაქვეითების დემონსტრირებას, ანალოგიური დაქვეითება აღინიშნებოდა ჯანმრთელ სუბიექტებში. სუბიექტებში წნევის კონტროლის არარსებობით დაქვეითება იყო უფრო ძლიერი, თუმცა სუბიექტთა უმრავლესობაში ამ შემცირებას არ ახლდა ჰიპოტენზიური სიმპტომები. იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, ტადალაფილმა 20 მგ დოზით შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, რომელიც (α-ბლოკატორების გამოყენების შემთხვევების გარდა), როგორც წესი, არის უმნიშვნელო და სავარაუდოდ არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. მე-3 ფაზის კლინიკური კვლევების მონაცემთა ანალიზმა აჩვენა გვერდით რეაქციებში განსხვავებების არარსებობა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტადალაფილს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად ან ცალკე. მიუხედავად ამისა, აუცილებელია პაციენტებს მიეცეს შესაბამისი რეკომენდაციები არტერიული წნევის შესაძლო დაწევის შესახებ, რომლებიც იღებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს. 

რიოციგუატი

პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სისტემური არტერიული წნევის დამატებითი შემცირება ფდე5 ინჰიბიტორების და რიოციგუატის კომბინაციის დროს. კლინიკურ კვლევებში აღმოჩენილი იქნა, რომ რიოციგუატი აძლიერებს ფდე5 ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას. არ ყოფილა მიღებული გამოსაკვლევ პოპულაციაში ამ კომბინაციის ხელსაყრელი კლინიკური ეფექტის მტკიცებულებანი. უკუნაჩვენებია რიოციგუატის ერთდროული გამოყენება ფდე-5 ინჰიბიტორებთან, მათ შორის ტადალაფილთან. 

5-α-რედუქტაზას ინჰიბიტორები

კლინიკური კვლევის მსვლელობაში, რომელშიც ხდებოდა 5 მგ ტადალაფილისა და 5 მგ ფინასტერიდის კომბინირებული მიღების შედარება პლაცებოსა და 5 მგ ფინასტერიდის ერთდროულ მიღებასთან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შესამსუბუქებლად, არ ყოფილა გამოვლენილი არანაირი ახალი გვერდითი რეაქციები. მაგრამ, რადგანაც არ ჩატარებულა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების ფორმალური კვლევა ტადალაფილისა და 5-α-რედუქაზას ინჰიბიტორების ეფექტების შეფასებით, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ტადალაფილისა და 5-α-რედუქაზას ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას. 

CYP1A2 სუბსტრატები (მაგალითად, თეოფილინი)

10მგ ტადალაფილის გამოყენებისას თეოფილინთან ერთად (ფოსფოდიესთერაზას არასელექციურ ინჰიბიტორთან) კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევის მსვლელობაში, არ აღინიშნა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. ერთადერთი ფარმაკოდინამიკური ეფექტი იყო გულის რითმის უმნიშვნელო მომატება (3,5 დარტყმა წუთში). მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტი სუსტად არის გამოხატული და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა, აუცილებელია მისი განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინება ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას.  

ეთინილესტრადიოლი და ტერბუტალინი

ტადალაფილი ზრდიდა პერორალური ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობას. ბიოშეღწევადობის ანალოგიური მომატება არის მოსალოდნელი ტერბუტალინთან კომბინირებული პერორალური გამოყენებისას, თუმცა კლინიკური შედეგები უცნობია.  

ალკოჰოლი

ალკოჰოლის კონცენტრაცია (სისხლში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია 0,08%) არ იცვლებოდა ტადალაფილის (10 მგ ან 20 მგ) თანმხლები მიღებისას. ასევე არ აღინიშნებოდა ტადალაფილის კონცენტრაციის ცვლილება ალკოჰოლთან ერთად მიღებიდან 3 საათის განმავლობაში. ალკოჰოლი მიიღებოდა ისე, რომ მიღწეული ყოფილიყო მისი აბსორბციის მაქსიმალური ხარისხი (შიმშილი ღამის განმავლობაში და ალკოჰოლის მიღებიდან 2 საათი). ტადალაფილი (20 მგ) არ ზრდიდა ალკოჰოლით გამოწვეული არტერიული წნევის საშუალო დაქვეითებას (0,7 გ/კგ ან დაახლოებით 180 მლ 40%-იანი ალკოჰოლი (არაყი) 80 კგ წონის მქონე მამაკაცისათვის), მაგრამ, ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა პოსტურალური თავბრუსხვევა და ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ტადალაფილის მიღება ალკოჰოლის უფრო დაბალი დოზების ფონზე (0,6/კგ) არ იწვევდა ჰიპოტენზიას, თავბრუსხვევა კი ვლინდებოდა ისეთივე სიხშირით, როგორც მხოლოდ ალკოჰოლის მიღებისას. ალკოჰოლის გავლენა კოგნიტურ ფუნქციაზე არ ძლიერდებოდა ტადალაფილის (10 მგ) გამოყენებისას. 

პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან ციტოქრომ P450-ით

მოსალოდნელი არ არის, რომ ტადალაფილი გამოიწვევს სამკურნალო პრეპარატების კლინიკურად მნიშვნელოვან ინჰიბირებას ან კლირენსის ინდუქციას, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP450 იზოფორმებით. 

კვლევებმა დაადასტურა, რომ ტადალაფილი არ აინჰიბირებს და არ აინდუცირებს CYP450 იზოფორმებს, CYP3A4, CYP1A2, CYP2D6, CYP2E1, CYP2C9 და CYP2C19 ჩათვლით. 

CYP2C9 სუბსტრატები (მაგალითად, ღ-ვარფარინი)

ტადალაფილი (10 მგ და 20 მგ) არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს შ-ვარფარინის ან ღ-ვარფარინის (CYP2C9 სუბსტრატის) ექსოზიციაზე და  

გავლენას არ ახდენდა ვარფარინით გამოწვეული პროთრომბინული დროის

ცვლილებებზე. 

აცეტილსალიცილის მჟავა

ტადალაფილი (10 მგ და 20 მგ) არ ახდენდა აცეტილსალიცილის მჟავას მიერ გამოწვეული სისხლდენის დროის ზრდის პოტენცირებას. 

ანტიდიაბეტური სამკურნალო პრეპარატები 

ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები ანტიდიაბეტურ სამკურნალო პრეპარატებთან არ ჩატარებულა. 

დოზის გადაჭარბება

ტადალაფილის 500 მგ-მდე დოზით ერთჯერადად გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში და 100 მგ-მდე დოზით დღეში მრავალჯერადი გამოყენებისას პაციენტებში, არასასურველი ეფექტი ისეთივე იყო, როგორიც უფრო დაბალი დოზის გამოყენებისას.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სტანდარტული შემანარჩუნებელი ღონისძიება. ჰემოდიალიზის დროს ტადალაფილი უმნიშვნელოდ გამოიყოფა. 

გამოშვების ფორმა

არისტა 5 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 

14 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 

არისტა 10 მგ და 20 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 

2 ან 4 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები

ინახება სინესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა14
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy