Zeel T - ცეელ T 2მლ 1 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 10,79 GEL
მარაგშია
SKU
49690_626
ჩვენება: სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ხრტილების და იოგების): ოსტეოქონდროზი, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, გონართროზი...

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 2.0 მლ. ამპულაში.
სარეგისტრაციო მოწმობა: 10ამპ. - №რ/ა_000766;  №100ამპ. - № რ/ა_000725
შემადგენლობა: 2.0 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: Cartilago suis D6, Funiculus umbilicalis suis D6, Embryo suis D6, Placenta suis (ჰორმონებისგან თავისუფალი) D6, Nadidum D8, Coenzymum A D8, Acidum alpha-liponicum D8, Natrium dietyloxalaceticum D8по – შესაბამისად 2 მგ; Solanum dulcamara D3, Symphytum officinale D6, Rhus toxicodendron D2 – შესაბამისად 10 მგ; Arnica montana D4 – 200 მგ; Sanguinaria canadensis D4 – 3 მგ; Sulphur D6 – 3.6 მგ. ასევე ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
ჩვენება: სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ხრტილების და იოგების): ოსტეოქონდროზი, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, გონართროზი, პოლიართროზი, სპონდილოართროზი, ქონდროპათია, ტენდოპათია; სახსრების ანთებადი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში: პერიართრიტი, ართრიტი, ბურსიტი, სინოვიტი; მეტაბოლური და აუტოიმუნური ართროპათიები: რევმატოიდული, რევმატიული, პოდაგრული ართრიტი, რეიტერის სინდრომი; ხერხემლის წელისა და კისრის სინდრომი: ლუმბო-საკრალური დაზიანებები და სხვ.; ხერხემლის ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი შედეგები, მ.შ. ნაწიბურები, შეხორცებები; მეტაბოლური ოსტეოპათიები, ქუსლის დეზი.
უკუჩვენება: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის - ძირითადად რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ. ღვიძლის დაავადებებისას ან ჰეპატოტოქსიკურ ნივთიერებებთან ერთად პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი ეფექტი: იშვიათ შემთხვევაში (რთულყვავილოვანთა მიმართ მომატებული მგრძნობელობისას) შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიურ რეაქციამდე). ინექციის ადგილას შეიძლება გამომჟღავნდეს დროებითი ადგილობრივი რეაქცია სიწითლე, შეშუპება, ტკივილი; ისეთი პრეპარატებით მკურნალობისას, რომლებიც შეიცავენ (Sanguinaria) ალკალოიდებს ინდივიდუალურ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის ფუნქციური ფერმენტების (ტრანსამინაზების) და შრატის ბილირუბინის მომატება პრეპარატით გამოწვეულ სიყვითლემდე (პრეპარატთან დაკავშირებული ტოქსიკური ჰეპატიტები), რაც ნორმას უბრუნდება ან იკლებს პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითება: ერთეულ შემთხვევაში სახსარშიგა ინექციისას შესაძლებელია სახსრის მტკივნეული გაღიზიანება; ამ შემთხვევაში ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია პრეპარატის რამდენიმე ფორმის ერთდროული გამოყენება.
დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 12 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 1 ამპ. (2.2 მლ), 6-დან 12 წ-მდე - 1.5 მლ. შეყვანა ხდება 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, სახსრის შიგნით ან პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად, სეგმენტურად (ბიოპუნქტურული მეთოდით), აკუპუნქტურულ წერტილებში (ჰომეოსინიატრია). დიდი სახსრების დაავადებისას მოზრდილებისთვის 2 ამპულის გამოყენებაა შესაძლებელი. მწვავე შემთხვევაში - 3 დღის განმავლობაში 2 ამპულამდე დღეში, შემდეგ 2-ჯერ კვირაში. პარენტერალური მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია "დასალევი ამპულების" სახით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 5, 10, 50 ან 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy