TURBO GEL - ტურბო გელი 100მლ
ჩვენება: ქვედა კიდურების კლინიკურად გამოვლენილი ვენური უკმარისობა, სიმძიმე ფეხებში, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, ვარიკოზულად გაფართოებული ვენები, სისხლჩაქცევები.
შემადგენლობა
გელი ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ტურბო გელი შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს: Aesculus Hippocastanum Seed Extract, Ginkgo Biloba Leaf Extract, Arnica Montana Flower Extract, Arnica Chamissonis Flower Extract, Aqua, Propylene Glycol, Panthenol, Allantoin, Carbomer, Triethanolamine, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin.
მოქმედების მექანიზმი
ტურბო გელი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის კომბინირებულ პრეპარატს ვენოტონური და ანგიოპროტექტორული თვისებებით.
იგი ამცირებს კაპილარების განვლადობას და უზრუნველყოფს სისხლძარღვოვანი ტონუსის ზრდას. ტურბო გელი ამცირებს ვენურ სტაზს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ დრენაჟს ქვედა კიდურებში. მას ახასიათებს ანტი100 მლ გელი ტუბშიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული აქტივობა. გააჩნია ანთების საწინაარმდეგო მოქმედება. ამცირებს შეშუპებას, ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას.
ჩვენებები
- ქვედა კიდურების კლინიკურად გამოვლენილი ვენური უკმარისობა, სიმძიმე ფეხებში, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები;
- ვარიკოზულად გაფართოებული ვენები;
- სისხლჩაქცევები, ჰემატომა, ზედაპირული ფლებიტი.
- ეფექტურია პაციენტებში ქვედა კიდურების შეშუპებით, რაც გამოწვეულია დღის განმავლობაში ფეხზე დიდი ხნით დგომით.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენეტის მიმართ.
არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე ან ეგზემატოზურ კანზე, ასევე კანის მზის დამწვრობით დაზიანებულ ზედაპირზე.
არ გამოიყენოთ ბავშვებში.
უსაფრთხოების ზომები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
გამოიყენეთ მხოლოდ კანის დაუზიანებელ ზედაპირზე.
ერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას.
დამუშავებული ზედაპირი მოარიდეთ მზის სხივებს.
თუ პრეპარატის გამოყენების შედეგად ვლინდება გაღიზიანება ან მდგომარეობის გაუარესება, მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ კანის ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატის თხელი ფენა დაიტანეთ კანის ზედაპირზე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) და უკეთესი შეწოვისთვის მსუბუქად შეიზილეთ.
მითითებები პრეპარატის სწორი გამოყენებისთვის:
- პირველი გამოყენებისთვის ტუბის გასახსნელად გამოიყენეთ სახურავი (სახურავის მეორე ბოლოთი გახვრიტეთ ტუბი);
- დაიტანეთ გელი მსუბუქი მასაჟის დახმარებით, რათა გამარტივდეს პრეპარატის შეწოვა;
- დაიბანეთ ხელები გელის ყოველი გამოყენების შემდეგ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდებული ტურბო გელის გამოყენება სხვა ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად, ტურბო გელის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები ქავილის ან/და კანზე გამონაყარის სახით.
სხვა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა
100 მლ გელი ტუბში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account