Perolite - პეროლაითი საპონი 75მგ
ჩვენება: ფერიმჭამელების, კომედონების აკნეს და აკნესადმი მიდრეკილი კანის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
პეროლაითის საპონი
პეროლაითი განეკუთვნება ფერიმჭამელების, კომედონების აკნეს და აკნესადმი მიდრეკილი კანის სამკურნალო და პროფილაქტიკურ დასაბან საშუალებას.
შემადგენლობა:
წყლიანი ბენზოილ პეროქსიდი BP
ექვივალენტური ბენზოილ პეროქსიდის - 2.5% w/w
საღებავი - ქინიზარინის მწვანე
არომატი - მწვანე ვაშლი
საპნის ფირფიტები - Q.S.
დამხმარე ნივთიერებები - Q.S.
აღწერა:
პეროლაითი არის მწვანე ფერის საპონი, რომელიც შეიცავს 2.5% ბენზოილ პეროქსიდს.
ბენზოილ პეროქსიდი ორგანული შენაერთია, რომელიც განეკუთვნება ზეჟანგების, დიაციდპეროქსიდების ოჯახს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები და აგრეთვე კლასიფიცირდება როგორც კერატოლიზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პეროლაითის საპონში შემავალი ბენზოილ პეროქსიდი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, ბაქტერიოციდული (განსაკუთრებული აქტივობა Propionibacterium Acnes მიმართ) და ნაზი კერატოლიზური მოქმედებით. მას ასევე გააჩნია მსუბუქი გამომშრობი ეფექტი, რაც ამცირებს კანის ცხიმის ჭარბ გამომუშავებას და აადვილებს ჭუჭყის მოცილებას კანიდან. ხელს უწყობს კანის ცვლას და ფორების გასუფთავებას. აუმჯობესებს კანის ქსოვილებს ჟანგბადით, ამგვარად იგი ხელს უშლის ახალი ღია და დახურული ფერიმჭამელების გაჩენას და აკნეს განვითარებას. ბენზოილ პეროქსიდის გამოყენებისას არ ვითარდება ბაქტერიული რეზისტენტობა.
ჩვენება:
ფერიმჭამელების, კომედონების აკნეს და აკნესადმი მიდრეკილი კანის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი:
პეროლაითის საპონი წაისვით კანის დაზიანებულ უბანზე და შეიზილეთ ფრთხილად ისე, რომ განვითარდეს მსუყე ქაფი, ორი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
გაფრთხილება:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ალერგიული ბენზოილ პეროქსიდის მიმართ. არ გამოიყენოთ პეროლაიტის საპონი ღია ჭრილობებზე და ნაკაწრებზე. პირის ღრუს, თვალების, ტუჩების ლორწოვან ზედაპირზე საპნის მოხვედრისას, რეკომენდირებულია უბნის ჩამობანა წყლის უხვი რაოდენობით.
- მოცემული პროდუქტის გამოყენების შემდეგ, გარეთ გასვლის შემთხვევაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალება, სათვალე, თავსაბურავი.
- შესაძლო გაღიზიანების ასაცილებლად მიზანშეწონილია გამოყენებული იყოს ბენზოილ პეროქსიდის დაბალი პროცენტობა და მერე გაიზარდოს საჭიროების მიხედვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი სახის კანის პროდუქტების იმავე ადგილას გამოყენებისგან თავის არიდება, სადაც იყენებთ ბენზოილ პეროქსიდს:
- სხვა სახის აკნეს საწინააღმდეგო ადგილობრივი პროდუქტი ან კანის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ამქერცლავ საშუალებას
- თმის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ გაღიზიანებას, როგორიცაა პერმანენტული ან თმის ცვენის საწინააღმდეგო პროდუქტები
- კანის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ მზის მიმართ მგრძნობელობას, როგორიცაა ლაიმის ან სუნელების შემცველი პროდუქტები
- კანის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლის დიდ რაოდენობას, როგორიცაა გამამკვრივებელი საშუალებები, საპარსი კრემები ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი ლოსიონები.
- კანის პროდუქტები, რომლებიც ძალიან აშრობენ ან ფხაჭნიან კანს, როგორიცაა ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, საპონი ან კანის გამწმენდი.
- მოჭარბებული სიმშრალის და კანის აქერცვლის შემთხვევაში, შეამცირეთ გამოყენება დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით.
- პეროლაითის საპნის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ბენზოილ პეროქსიდს შესაძლოა გამოიწვიოს კანის გადამეტებული სიმშრალე და ზოგჯერ გაღიზიანება, მათ შორის წვა, დაწყლულება, ქერქის წარმოქმნა, ქავილი, სიწითლე ან შეშუპება, თუმცა მალევე ვითარდება ტოლერანტობა. თუ გაქვთ რაიმე უჩვეულო სახის პრობლემა, მოცემული საშუალების გამოყენებისას მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები:
პეროლაითის საპონი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში რომელთაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ბენზოილ პეროქსიდის აბსორბცია კანიდან ძალიან დაბალია, მაგრამ ვინაიდან ორსულ ქალებში და ლაქტაციის დროს, პეროლაითის ადგილობრივი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის, ეს საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ თუ კი დედისათვის სარგებელი რეალურად აღემატება ნაყოფის პოტენციურ რისკს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პეროლაითის საპონი გრილ და მშრალ ადგილას, დაიცავით სიცხისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან. შეინახეთ საპონი ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან.
გამოშვების ფორმა: 75მგ მუყაოს ყუთით.
მწარმოებელი: ELEGANT INTERNATIONAL
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account