Eleclin-A - ელეკლინი A გელი 15გ

განსაკუთრებული ფასი 22,80 GEL რეგულარული ფასი 31,67 GEL
მარაგშია
SKU
54338_2251
ჩვენება: ელეკლინ-ა (კლინდამიცინის ფოსფატი და ადაპალენი) გელი გამოიყენება ანთებითი acne vulgaris სამკურნალოდ 12 წლის ასაკიდან.

ელეკლინ-ა გელი
Eleclin-A

კლინდამიცინის ფოსფატი და ადაპალენის აკნეს საწინააღმდეგო გელი
შემადგენლობა:
ელეკლინ-ა-ს ყოველი გრამი შეიცავს 10 მგ (1.0% წ/წ) კლინდამიცინს, კლინდამიცინის ფოსფატის სახით და 01 მგ (0.1% წ/წ) ადაპალენს BP წყლიანი გელის ფუძეზე.
აღწერილობა:
ელეკლინ-ა (კლინდამიცინის ფოსფატი და ადაპალენი) გელი წარმოადგენს ორი აქტიური ინგრედიენტის განსაზღვრული კონცენტრაციების კომბინაციას წყლიანი გელის ფუძეზე. კლინდამიცინისა და ადაპალენის კომბინაცია გაცილებით ეფექტურია, ვიდრე თითოეული მედიკამენტი ცალ-ცალკე. ამასთან, ადაპალენი აძლიერებს კლინდამიცინის ადგილობრივ მოქმედებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლინდამიცინი არის ლინკომიცინის რიგის ადგილობრივი ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს მის მიმართ მგრძნობიარე, მწვავე აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს. იგი აინჰიბირებს ბაქტერიული ცილის სინთეზს რიბოსომული 50შ სუბერთეულის შებოჭვის გზით. პირველ რიგში უკავშირდება რნმ-ის 23ს სუბერთეულს. ის ასევე ამცირებს თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციას, რომლებიც აღიზიანებენ კანის ზედაპირს და თრგუნავს აკნეს გამომწვევ ანაერობულ პროპიონი ბაქტერიებს (ჩორყნებაცტერიუმ ეცნეს), რომლებიც მრავლდება ცხიმოვან ჯირკვლებსა და ფოლიკულებში.
ადაპალენი წარმოადგენს მესამე თაობის ადგილობრივ რეტინოიდს, რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ. მას შეუძლია გამონაყარის რაოდენობისა და სიმწვავის სწრაფი შემცირება, რადგან გააჩნია როგორც ექსფოლიაციური, ისე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ადაპალენი აინჰიბირებს კერატინოციტების დიფერენციაციას. ამგვარი ინჰიბირება და პროლიფერაცია უზრუნველყოფს ადაპალენის კომედოლიზურ ეფექტს და მას შეუძლია ფოლიკულური ეპითელური უჯრედების დიფერენცირების ნორმალიზება, რაც იწვევს მიკროკომედონების წარმოქმნის შემცირებას, სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე კომედონის, პაპულური და პუსტულარული (აცნე ვულგარის) აკნეს ადგილობრივი მკურნალობის დროს.
ჩვენება: ელეკლინ-ა (კლინდამიცინის ფოსფატი და ადაპალენი) გელი გამოიყენება ანთებითი acne vulgaris სამკურნალოდ 12 წლის ასაკიდან.
უკუჩვენება:
ელეკლინ-ა გელი უკუნაჩვენებია კლინდამიცინის, ადაპალენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში. გელი ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში რეგიონული ენტერიტის (კრონის დაავადების), წყლულოვანი კოლიტის, ფსევდომემბრანული კოლიტის ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის მქონე პირებში.
დოზირება და გამოყენების წესი:
ელექლინ-ა გელის თხელი ფენა დაიტანება სახეზე დღეში ერთხელ, საღამოს ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად. გელის წასმამდე კანი თბილი წყლით სუფთად უნდა ჩამოიბანოთ და გაიმშრალოთ. მოერიდეთ თვალებში, პირში, ლორწოვან გარსებსა და დაზიანებულ კანზე გელის დატანას.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ელეკლინ-ა გელმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები ალერგიული რეაქციის, მწვავე ქავილის, სახის, თვალების, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპების და სუნთქვის გაძნელების ჩათვლით.
შეწყვიტეთ გელის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ კანზე გამოგივლინდათ აღნიშნულ სერიოზულ გვერდით ეფექტთაგან რომელიმე: მწვავე ჰიპერემია, ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება, წვა, სიმშრალე, წვა ან აქერცვლა გელის წასმის ადგილას, ასევე ძლიერი წყლიანი ან სისხლიანი დიარეა.
განსაკუთრებული მითითებები:
მოარიდეთ კლინდამიცინისა და ადაპალენის გელი თვალებს, ნესტოებს ან ტუჩებს. აღნიშნულ ადგილებში გელის შემთხვევით მოხვედრისას ჩამოიბანეთ წყლით. ნუ გამოიყენებთ გელს მზის დამწვრობის მქონე, ქარით დაზიანებულ, მშრალ, დახეთქილ, გაღიზიანებულ ან დაზიანებულ კანზე. მოარიდეთ გელი ჭრილობებსა და ეგზემიან უბნებს. გელის გამოყენებამდე დაელოდეთ აღნიშნული დაავადებების განკურნებას.
კლინდამიცინისა და ადაპალენის გელით მკურნალობის პერიოდში არ გამოიყენოთ ალფა ჰიდროქსი მჟავას ან გლიკოლის მჟავას შემცველი ადგილობრივი საშუალებები.
მოერიდეთ კანის მოვლის ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც იწვევენ კანის გაღიზიანებას: უხეში საპონი, შამპუნები, კანის გამწმენდები, თმის საღებავები ან პერმანენტული ქიმიური პროდუქტები, თმის მოსაცილებელი საშუალებები ან ცვილი, სპირტის, სურნელოვანი დანამატების, შემკვრელი საშუალებების, ლაიმის შემცველი პროდუქტები. არ გამოიყენოთ კანის სამკურნალო სხვა საშუალებები ექიმის მითითების გარეშე.
გელის გამოყენების ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. ნუ შეწყვეტთ მის გამოყენებას, თუნდაც თვლიდეთ, რომ ის უეფექტოა. კანის მდგომარეობის გაუჯობესებას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს. აკნეს მდგომარეობა მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გაუარესდეს. მიმართეთ ექიმს, თუ კანის გაღიზიანება მწვავე ხასიათს იღებს ან გაუმჯობესება არ შეინიშნება 8-12 კვირის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები:
კლინდამიცინის ადგილობრივი გამოყენების დროს აღინიშნა მისი სისტემური აბსორბცია. კლინდამიცინის ადგილობრივი გამოყენების დროს აღწერილ იქნა დიარეა, სისხლიანი დიარეა და კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით). მწვავე დიარეის გამოვლენის შემთხვევაში, გელის გამოყენება უნდა შეწყდეს.
არ გამოიყენოთ გელი კლინდამიცინის, ლინკომიცინის, ადაპალენის ან გელის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ ალერგიის შემთხვევაში.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან.
გამოშვების ფორმა: 15 გ ელექლინ-ა გელი ლამინირებულ ტუბში. ტუბი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია: “ელეგანტ ინტერნეშენელ”-ის მიერ, ინდოეთი.
Elegant International, Plot No.-33, G.I.D.C. Kuvadava, Rajkot-360023, Gujarat, India.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy