Doxi-Hem - დოქსიჰემი 500მგ 30 კაფსულა
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება სისხლძარღვთა დაზიანებების, გულ-სისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.
გენერიული დასახელება: კალციუმის დობეზილატი
წამლის ფორმა: კაფსულა
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 500 მგ კალციუმის დობეზილატს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი.
ფარმაკოლოგიური თვისება: პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე, ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის მომატებული განვლადობის ნორმალიზაციას, ზრდის კაპილარების რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, სისხლის სიბლანტესა და პლაზმის კინინების აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალურად მიღების შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 5-6 სთ-ის შემდეგ. პლაზმაში მისი ცილებთან კავშირი შეადგენს 20-25%-ს, ხოლო ნახევრადგამოყოფის პრიოდი – 24 სთ-ს.
დოქსი-ხემი, როგორც იონიზირებული შენაერთი პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. იგი ძირითადათ გამოიყოფა თირკმელებით 24 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება სისხლძარღვთა დაზიანებების - გულ-სისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების: კაპილარების მომატებული განვლადობის და სიმყიფის (დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია), ასევე სხვა მიკროანგიოპათიების სამკურნალოდ.
სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ვენური უკმარისობის და მისი შედეგების (წინავარიკოზული მდგომარეობა) გამოხატული ქსოვილების შეშუპებით, ტკივილით, პარესთეზიებით, შეგუბებითი დერმატოზით. აგრეთვე ზედაპირული ფლებიტები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული წყლულები.
წინააღმდეგჩვენება: კალციუმის დობეზილატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ასევე ჰემორაგია, რომელიც გამოწვეულია ანტიკოაგულანტების მიღებით ორსულობის I ტრიმესტრში.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით ჭამის დროს 2-3 კვირის განმავლობაში, შემდგომში დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე ერთხელ დღეში. რეტინოპათიისა და მიკროანგიოპათიის სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით 4-6 თვის განმავლობაში, შემდგომში დღეღამური დოზის შემცირებით ერთხელ დღეში 500 მგ-ის ოდენობით.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ალერგიული დერმატოზები, ცხელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
განსაკუთებული მითითებანი: პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით. თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება და დიალიზის ჩატარება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ მოიპოვება მონაცემები.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
შენახვის პირობები: ინახება ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: კაფსულა 500 მგ #30 შეფუთვაში
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
მწარმოებელი ფირმა: “ჰემოფარმი” (იუგასლავია)
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account