Shugar norm - შუგა ნორმი 30 ტაბლეტი GMP
ჩვენება:სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება, სხეულის წონის კონტროლი.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შემადგენლობა
CMAC+ კომპლექსი:
Chrome (Chromium chloride III) - ქრომი 30 მკგ;
Mulberry (White) extract - თეთრი თუთის ექსტრაქტი 250 მგ;
Alpha Lipoic Acid (ALA) - ალფა-ლიპოის მჟავა 120 მგ;
Cinnamon extract (Cinnamonium bark) - დარიჩინის ექსტრაქტი 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ლეციტინი, ქსილიტოლი.
პროდუქტის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების რაოდენობები შესაბამისობაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან Nო 1129/2011.
CMAC+ კომპლექსი შეიქმნა ფართო ლაბორატორიული ტესტირების და კლინიკური კვლევების საფუძველზე და წარმოადგენს საუკეთესო ბუნებრივ საკვებ დანამატს.
CMAC+ კომპლექსის შემადგენლობაში ქრომი, თეთრი თუთის ფოთლების ექსტრაქტი, ალფა-ლიპოის მჟავა და დარიჩინის ექსტრაქტი შერჩეულია შესაბამისი პროპორციით, რაც უზრუნველყოფს შაქრის ბალანსის შენარჩუნებას საკვები დანამატის ნატურალური კომპონენტების მეშვეობით.
ჩვენებები
- სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება
- სხეულის წონის კონტროლი
შუგა ნორმი
- სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის იდეალური გადაწყვეტილება;
- საკვები დანამატი სისხლში შაქრის მომატებული დონის მქონე ადამიანებისთვის;
- ეს არის გადაწყვეტილება მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სწორი დიეტა.
მოქმედების მექანიზმი
CMAC+ კომპლექსი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ამცირებენ გლუკოზის შეწოვას და აძლიერებენ მის მეტაბოლიზმს.
ნახშირწყლების შეწოვის შემცირება ასევე ხელს უწყობს წონაში კლებას და სათანადო წონის შენარჩუნებას.
ქრომი _ აუცილებელი მიკროელემენტია, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის სათანადო დონის შენარჩუნებას, აძლიერებს საკვების მაკრო კომპონენტების მეტაბოლიზმს.
თეთრი თუთის ფოთლების ექსტრაქტი _ მოქმედებს იმ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლების მონელებაში, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ნახშირწყლების შეწოვას, ნახშირწყლების ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან, შესაბამისად მცირდება სისხლში გლუკოზის დონე.
ალფა-ლიპოის მჟავა _ მძლავრი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს სხვა ანტიოქსიდანტების მოქმედებას, გლუკოზის დაჟანგვას, ზრდის გლიკოგენის ჩალაგებას ღვიძლში, პოზიტიურად მოქმედებს ნახშირწყლების (შაქრის) და ცხიმის მეტაბოლიზმზე.
დარიჩინის ექსტრაქტი _ მოქმედებს გლუკოზის მეტაბოლიზმზე, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში გლუკოზის დონის კონტროლს.
დოზირება და მიღების წესი
რეკომენდებული დღიური დოზა:
ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე, 1 ტაბლეტი წყალთან ერთად.
გაფრთხილება
არ გამოიყენოთ ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
შუგა ნორმის გამოყენებამდე გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
შუგა ნორმი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account