Amvilab - ამვილაბი ბონექსი პლუსი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 19,73 GEL რეგულარული ფასი 39,45 GEL
მარაგშია
SKU
45082_1477

ჩვენება: კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

კალციუმი + ვიტამინი D3

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 800 სე, კალციუმი (კარბონატი) - 600 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბონექსი პლიუსი  წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმის და ვიტამინ D3-ის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ვიტამინი D3 აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას  სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.

ჩვენებები:

  • კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
  • ხანდაზმული ასაკი
  • კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

დოზირება:  თითო  ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს  ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30  ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy