მეთფოგამა - Metfogamma 500 მგ 120 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 10,80 GEL რეგულარული ფასი 13,50 GEL
მარაგშია
SKU
95802_634
გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ

მეტფოგამა 500  
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
•    საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
•    დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
•    მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
•    თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:
1.    რას წარმოადგენს მეტფოგამა 500 და მისი გამოყენება;
2.    რა უნდა იცოდეს პაციენტმა მეტფოგამა 500-ის მიღებამდე;
3.    მეტფოგამა 500-ის მიღების წესი;
4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5.    მეტფოგამა 500-ის შენახვის წესი;
6.    შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

1.    რას წარმოადგენს მეტფოგამა 500 და მისი გამოყენება 

მეტფოგამა 500 შეიცავს მეტფორმინს, მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ე.წ. ბიგუანიდების ჯგუფს,.

ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასში და ხელს უწყობს ორგანიზმის უჯრედების მიერ სისხლიდან გლუკოზის (შაქრის) შეწოვას.  აქ გლუკოზა გარდაიქმნება ენერგიად ან ინახება მარაგის სახით შემდგომი გამოყენებისათვის.
თუ პაციენტს დიაბეტი აქვს, პანკრეასი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან ორგანიზმის ქსოვილები სათანადოდ ვერ რეაგირებენ წარმოქმნილ ინსულინზე. შედეგად, სისხლში შაქრის დონე მაღალია. მეტფოგამა 500 ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას ნორმამდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

ჭარბწონიან მოზრდილებში მეტფოგამა 500 ასევე ხელს უწყობს დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკის შემცირებას. მეტფოგამა 500 გამოყენებისას დაკავშირებულია სხეულის სტაბილური წონასთან ან სხეულის წონის ზომიერ შემცირებასთან. 

მეტფოგამა 500 გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის (ე.წ. „ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის“) სამკურნალოდ, როცა მხოლოდ დიეტითა და ფიზიკური ვარჯიშით ვერ ხერხდება სისხლში შაქრის დონის ადეკვატური კონტროლი. მედიკამენტი განსაკუთრებით გამოიყენება ჭარბწონიან პაციენტებში.

მოზრდილებში მეტფოგამა 500-ის მიღება შეიძლება როგორც ცალკე, ისე დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად (პერორალური მედიკამენტები ან ინსულინი).
10 წლის ასაკიდან ბავშვებსა და მოზარდებში მეტფოგამა 500 მიიღება როგორც ცალკე, ისე ინსულინთან ერთად.

ასევე, იხილეთ: Metfogamma - მეთფოგამა 1000მგ 180 ტაბლეტი

2.    რა უნდა იცოდეს პაციენტმა მეტფოგამა 500-ის მიღებამდე

დაუშვებელია მეტფოგამა 500-ის მიღება:
•    თუ პაციენტი ალერგიულია მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია. მე-6 პარაგრაფში;
•    თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
•    თუ პაციენტს თირკმლის მძიმე პრობლემები აქვს;
•    თუ პაციენტს გაუკონტროლებელი დიაბეტი აქვს, მაგ.: მძიმე ჰიპერგლიკემია (სისხლში ძალიან მაღალი შაქრის დონე), ლაქტოაციდოზი (იხ. “ლაქტოაციდოზის რისკი” ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი მდგომარეობაა, როცა სისხლში გროვდება ნივთიერებები, ე.წ. “კეტონური სხეულები”, რომლებიც იწვევენ დიაბეტურ პრეკომატოზურ მდგომარეობას. სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან სუნთქვისას უჩვეულო ხილის სუნს;
•    თუ პაციენტმა დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე (დეჰიდრატაცია), მაგ.: გახანგრძლივებული ან ძლიერი ფაღარათის გამო ან ზედიზედ მრავალჯერადი ღებინების გამო. სითხის ასეთმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, გაზარდოს აციდოზის რისკი ლაქტოაციდოზთან ერთად (რძემჟავური აციდოზი) რისკი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
•    თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული ინფექცია, მაგალითად, ფილტვების, ბრონქების ან თირკმელების ინფექცია. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები და ლაქტოაციდოზი (რძემჟავური აციდოზის) რისკი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
•    თუ პაციენტი მკურნალობდა გულის უკმარისობის გამო ან უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, აღენიშნება ცირკულაციის მძიმე პრობლემები (როგორიცაა შოკი) ან სუნთქვის მძიმე პრობლემები. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებობა ქსოვილებში და ლაქტოაციდოზის (რძემჟავური აციდოზის) რისკი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
•    თუ პაციენტი იღებს ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს.

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
•    თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს რენტგენოგრაფიული ან სხვა კვლევა, რომელიც საჭიროებს იოდისშემცველი საკონტრასტო საშუალების ინექციას;
•    თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია;

მეტფოგამა 500-ის მიღება უნდა შეწყდეს გარკვეული პერიოდით კვლევის ან ოპერაციის ჩატარებამდე და მის შემდეგ. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროებს თუ არა პაციენტი სხვა მკურნალობას ამ პერიოდის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ექიმის ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მეტფოგამა 500-ის მიღებამდე.

ლაქტოაციდოზის რისკი
მეტფოგამა 500-მა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა - ლაქტოაციდოზი, განსაკუთრებით, როცა აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. ცუდად გაკონტროლებელი დიაბეტი, მძიმე ინფექციები, ხანგრძლივი შიმშილი ან ალკოჰოლის მიღება, დეჰიდრატაცია (უფრო მეტი ინფორმაცია იხ. ქვემოთ), ღვიძლის პრობლემები ან მდგომარეობები, როცა ორგანიზმის ზოგიერთი ნაწილი არ მარაგდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით, ასევე ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს (მაგ.: გულის მძიმე მწვავე დაავადების დროს).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

მეტფოგამა 500-ის მიღება უნდა შეწყდეს ხანმოკლე პერიოდით, თუ პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა (ორგანიზმიდან სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბური დაკვრა ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება. დამატებითი ინსტრუქციისათვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. 

უნდა შეწყდეს მეტფოგამა 500-ის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ლაქტოაციდოზის სიმპტომები, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:
-    ღებინება
-    მუცლის ტკივილი
-    კუნთების სპაზმები
-    ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით
-    სუნთქვის გაძნელება
-    სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულის ფრიალი.

ლაქტოაციდოზი გადაუდებელი მდგომარეობაა და საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურნალობას.

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია, უნდა შეწყდეს მეტფოგამა 500-ის მიღება ოპერაციის დროს და ოპერაციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს და განახლდეს მეტფოგამა 500-ით მკურნალობა.

მეტფოგამა 500 ცალკე არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დაბალ დონეს). თუმცა, თუ მეტფოგამა 500 მიიღება დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც იწვევენ სისხლში შაქრის დაბალ დონეს (მაგ.: სულფონილშარდოვანა, ინსულინი, მეგლიტინიდები), არსებობს ჰიპოგლიკემიის რისკი. თუ ვითარდება სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები, როგორიცაა: სისუსტე, თავბრუსხვევა, გალიერებული ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა და კონცენტრაციის გაძნელება, ჩვეულებრივ საკმარისია შაქრის შემცველი საკვების ან სასმელის მიღება.

მეტფოგამა 500-ით მკურნალობის დროს ექიმი შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას არაუმცირეს წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ პაციენტი ხანდაზმულია და/ან თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია.

სხვა მედიკამენტები და მეტფოგამა 500
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალების ინექცია რენტგენოგრაფიული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს, უნდა შეწყდეს მეტფოგამა 500-ის მიღება ინექციამდე ან ინექციის დროს. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს და განახლდეს მეტფოგამა 500-ით მკურნალობა.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერ მედიკამენტი. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სისხლში შაქრის დონის და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირად შემოწმებას ან ექიმმა შეიძლება მოახდინოს მეტფოგამა 500-ის დოზის კორექცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მედიკამენტების მიღებისას:
-    შარდმდენი მედიკამენტები (დიურეტიკები);
-    ტკივილის და ანთების სამკურნალო მედიკამენტები (NშAID ან ჩOX-2 ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
-    სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები);
-    ბეტა-2 აგონისტები, როგორიცაა სალბუტამოლი ან ტერბუტალინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ);
-    კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა კანის მძიმე ანთება ან ასთმა);
-    მედიკამენტები, რომელთაც შეუძლიათ მეტფოგამა 500-ის რაოდენობის ცვლილება სისხლში, განსაკუთრებით, თუ პაციენტს თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია აქვს (როგორიცაა: ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვარდეტანიბი, ისავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი);
-    დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტები.

მეტფოგამა 500-ის მიღება საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან ერთად
მეტფოგამა 500-ის მიღებისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, რადგან იზრდება ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, იმ შემთხვევაში თუ იცვლება მკურნალობის სქემა ან სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი.
ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მეტფოგამა 500 თავისთავად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დაბალ დონეს). ეს ნიშნავს, რომ მეტფოგამა 500 არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

თუმცა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მეტფოგამა 500-ის მიღებისას სისხლში შაქრის დამწევ სხვა მედიკამენტებთნ ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოგლიკემიის გამოწვევა (როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ინსულინი, მეგლიტინიდები). ჰიპოგლიკემიის ნიშნებია: სისუსტე, გაბრუება, გაძლიერებული ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა და კონცენტრაციის გაძნელება. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი.

მეტფოგამა 500 შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.

3.    მეტფოგამა 500-ის მიღების წესი

მეტფოგამა 500-ის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. 
მეტფოგამა 500-ის მიღება არ ანაცვლებს ცხოვრების ჯანმრთელი წესის სარგებელს. უნდა გაგრელდეს ექიმის მიერ დანიშნული დიეტის დაცვა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.

რეკომენდებული დოზა:
10 წლის ასაკიდან ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ მეტფოგამა ერთხელ დღეში. მაქსიმალური დოზაა 2000 მგ დღეში (2 ტაბლეტი მეტფოგამა 1000) გაყოფილი 2 ან 3 დოზად. 10-12 წლის ასაკის ბავშვებში მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოცდილება შეზღუდულია.

მოზრდილებში ჩვეულებრივ საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ მეტფოგამა ორჯერ ან სამჯერ დღეში. მაქსიმალური დოზაა 3000 მგ დღეში გამოყოფილი 3 დოზად.

თუ პაციენტს თირკმლის დაქვეითებულ ფუნქცია აქვს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

თუ პაციენტი იღებს ინსულინს, ექიმი აუხსნის, თუ როგორ უნდა დაიწყოს მეტფოგამა 500-ის მიღება.

მონიტორინგი
•    ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლში გლუკოზის დონეს და მოახდენს მეტფოგამას დოზის კორექციას სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით. საჭიროა ექიმთან რეგულარულად კონსულტაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისათვის ან ხანდაზმულებისათვის;
•    ექიმი ასევე შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას არაუმცირეს წელიწადში ერთხელ. თუ პაციენტი ხანდაზმულია ან აღენიშნება თირკმლის ფუნქციის გაუარესება, საჭიროა უფრო ხშირი გამოკვლევები. 

როგორ უნდა მოხდეს მეტფოგამა 500-ის მიღება?
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ამ გზით მოხდება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება.
ტაბლეტები არ უნდა გაისრისოს ან დაიღეჭოს. თითოეული ტაბლეტის გადაყლაპვა უნდა მოხდეს ჭიქა წყალთან ერთად.
-    ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით (საუზმის დროს), თუ ერთი დოზა მიიღება ერთხელ დღეში;
-    ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით (საუზმის დროს) და საღამოს (სადილის დროს), თუ დღიური დოზა გაყოფილია ორ დოზად;
-    ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით (საუზმის დროს), შუადღეს (ლანჩის დროს) და საღამოს (სადილის დროს), თუ დღიური დოზა გაყოფილია სამ დოზად.

თუ გარკვეული დროის შემდეგ, პაციენტი მიიჩნევს, რომ მეტფოგამა 500-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მეტფოგამა 500-ის დოზის გადაჭარბებისას
მეტფოგამა 500-ის დოზის გადაჭარბებისას სისხლში შეიძლება მოიმატოს მჟავიანობამ რძემჟავის დაგროვების გამო (ლაქტოაციდოზი). ლაქტოაციდოზის სიმტომები არ არის სპეციფიკური, მაგ.: ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმებთან ერთად, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება ძლიერი დაღლილობითა და სუნთქვის გაძნელებით. სხვა სიმპტომები მოიცავს სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას და გულისცემის შენელებას. თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი სიმპტომები, ის საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მეტფოგამის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა. 

მეტფოგამა 500-ის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დაგეგმილ დროს. 

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
მეტფოგამა 500-მა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი, ე.წ. ლაქტოაციდოზი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). ამ მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მეტფოგამა 500-ის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.

შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
-    საჭმლის მონელების პრობლემები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. ეს გვერდითი მოვლენები უმეტესად ვითარდება მეტფოგამით მკურნალობის დასაწყისში. დღიური დოზის რამდენიმე მიღებად გაყოფა დღის განმავლობაში და მეტფოგამას მიღება საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ მაშინათვე ახდენს ამ პრობლემების პრევენციას. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, უნდა შეწყდეს მეტფოგამას მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
•    გემოს ცვლილება
•    B12 ვიტამინის დაქვეითებული ან დაბალი დონე სისხლში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, წყლულებს ენაზე ან ენის სიწითლეს (გლოსიტი), ჩხვლეტის შეგრძნებას (პარესთეზია), ფერმკრთალ კანს ან კანის სიყვითლეს). მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანალიზები ამ სიმპტომების მიზეზების დასადგენად, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტით ან მასთან არადაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით.

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
•    სისხლის მჟავიანობის მომატება რძემჟავის დაგროვების გამო (ლაქტოაციდოზი). ეს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულებაა, განსაკუთრებით, თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.
ლაქტოაციდოზის სიმპტომები არ არის სპეციფიკური (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
•    ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება - შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, მადის დაკარგვა და წონის კლება კანისა და სკლერების სიყვითლესთან ერთად ან მათ გარეშე). ასეთი სიმპტომების განვითარებისას მეტფოგამას მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
•    კანის რეაქციები, როგორიცაა სიწითლე (ერითემა), კანის ქავილი ან გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
შეზღუდული რაოდენობის მონაცემებით გვერდითი მოვლენები, ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებში მსგავსია მოზრდილებში აღწერილის.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია V დანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5.    მეტფოგამა 500-ის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თუ მეტფოგამა გამოიყენება ბავშვების სამკურნალოდ, მშობლებმა და მომვლელებმა უნდა გააკონტროლონ ამ მედიკამენტის მიღება.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება კოლოფზე/ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 15-25ºC-ზე ორიგინალური შეფუთვით.
დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება მისი დაზიანების ხილული ნიშნების არსებობისას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას. 

6.    შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მეტფოგამა 500
•    აქტიური ნივთიერებაა: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 389.9 მგ მეტფორმინს.
•    სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 6000, ტალკი.

მეტფოგამა 500-ის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მეტფოგამა 500 არის თეთრი ფერის, გლუვი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მეტფოგამა 500 ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 და 120 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს ან ჰოსპიტალური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 600, 1200 და 4800 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

მეტი ინფორაცია
Units120
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy