Laminaria - ლამინარია 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 4,90 GEL რეგულარული ფასი 6,80 GEL
მარაგშია
SKU
30556_1021
ჩვენებები: • იოდოდეფიციტის პროფილაქტიკა; • ენდემური ჩიყვი; • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა..

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მკგ. იოდს.
ლამინარია ანუ ზღვის კომბოსტო, შეიცავს პოლისაქარიდებს (ლამინარინი, მანიტი, ფრუქტოზა, ალგინატები, ფუკოიდანი და სხვ.), ვიტამინებს (A, C, D, E, B1, B2, B12), კაროტინოიდებს, ფოლისა და პანთოთენის მჟავებს, რკინის, გოგირდის და ფოსფორის მარილებს, მაკრო და მიკროელემენტებს ( I, Mn, Cu, Co, Br).

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

• ავსებს ორგანიზმში იოდის დეფიციტს;
• არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
• გამოჰყავს ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები;
• არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
• აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება;
• აძლიერებს იმუნიტეტს;
• ამცირებს სხეულის წონას. 
ჩვენებები:
• იოდოდეფიციტის პროფილაქტიკა;
• ენდემური ჩიყვი;
• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოშლილობა (კოლიტი, ყაბზობა და სხვ.);
• ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
• ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან.
უკუჩვენებები:
• ინდივიდუალური აუტანლობა და ზემგრძნობელობა იოდის მიმართ;
• ჰემორაგიული დიათეზი;
• მწვავე ნეფრიტი.
განსაკუთრებული მითითებები:
ლამინარია სხვა იოდშემცველი სინთეზური პრეპარატებისაგან განსხვავებით, იოდს შეიცავს ნატურალური იოდორგანული ნაერთების სახით. ამიტომ, ორგანიზმი მასში არსებულ იოდს ადვილად ითვისებს.
მიღების წესი და დოზირება:
დღეში 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, 2 თვის განმავლობაში. კურსის განმეორება შესაძლებელია ერთთვიანი შესვენების შემდეგ.
შენახვის ვადა და პირობები: 
3 წელი. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy