Jodbalance - იოდბალანსი 100მკგ 100ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 7,96 GEL რეგულარული ფასი 11,05 GEL
მარაგშია
SKU
10097_540

ჩვენებები:იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკისთვის იმ ადამიანებში, რომლებიც იოდდეფიციტურ ზონაში ცხოვრობენ, პირველ რიგში ახალშობილებში, ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.

საერთაშორისო დასახელება - potassium Iodide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები;  იოდის შემცველი პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 100 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იოდი განეკუთვნება სიცოცხლისათვის აუცილებელ საკვებ მიკროელემენტებს. იოდის გარეშე წარმოუდგენელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციაში მონაწილეობენ და აკონტროლებენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ენერგიის ცვლას, მონაწილეობენ ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში, არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულ­სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მუშაობას, ასევე მონაწილეობას იღებენ ბავშვის გაზრდასა და განვითარებაში, მისი ინტელექტუალური მონაცემების ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით საშიშია იოდის დეფიციტი ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.
იოდბალანსი®, იოდის წყაროს წარმოადგენს, ავსებს მის დეფიციტს ორგანიზმში, ხელს უშლის იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას, საკვებ პროდუქტებში არასაკმარისი იოდის შემცველობით გამოწვეულ ჩიყვის ჩამოყალიბებას, ეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ზომების ნორმალიზებაში ახალშობილებს, ბავშვებს, მოზარდებსა და უფროსებს.
ჩვენებები
იოდბალანსი® გამოიყენება:
იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკისთვის (მათ შორის ჩიყვის განვითარება) იმ ადამიანებში, რომლებიც იოდდეფიციტურ ზონაში ცხოვრობენ, პირველ რიგში ახალშობილებში, ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (განმეორებითი ზრდა) მისი ოპერაციული გზით ამოკვეთის და, აგრეთვე, ჩიყვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით კომპლექსური მკურნალობის დასრულების შემდეგ.
დიფუზური არატოქსიური ჩიყვის სამკურნალოდ.
იოდდეფიციტით გამოწვეული, დიფუზური ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესები და დოზები
თუ არ გაქვთ ექიმის მიერ სხვა მითითებანი, მიჰყევით შემდეგ რეკო­მენდაციებს.
ჩიყვის განვითარების პროფილაქტიკა:
ახალშობილები და ბავშვები: 50­-100მკგ იოდი დღე­ღამეში (1/4­1/2 ტაბ­ ლეტი იოდბალანსი® 200)
მოზარდები და ზრდასრულები: 100­-200მკგ იოდი დღე­ღამეში (1 ტაბ­ ლეტი იოდბალანსი® 200)
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს: 200მკგ იოდი დღე­ღამეში (1 ტაბ­ ლეტი იოდბალანსი® 200)
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა მისი ოპერაციული გზით ამოკვეთის ან ჩიყვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით კომპლექსური მკურნალობის დასრულების შემდეგ: 100­-200 მკგ იოდი ყოველ დღე (1 ტაბლეტი იოდ­ ბალანსი® 200) დღეში.
ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა.
ახალშობილები, ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები: 100­-200 მკგ იოდი (1 ტაბლეტი იოდბალანსი® 200) დღეში.
სადღეღამისო დოზის მიღება უნდა ხდებოდეს ერთჯერადად, ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
იოდბალანსის პროფილაქტიკური გამოყენება უნდა ხდებოდეს თვეების, წლებისა და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩიყვის სამკურნალოდ ახალშობილებში, უმეტეს შემთხვევაში საკმარისია 2­ 4 კვირა იოდბალანსის მიღება. ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში მკურნალობის კურსი 6­ დან 12 თვემდეა. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. თუ ენდემური ჩიყვის იოდბალანსი® 200­ით 2­4 კვირის მკურნალობის შემდეგ ახალშობილებში არ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება, მაშინ დაავადების მიზეზს არ წარმოადგენს იოდის დეფიციტი.
გვერდითი მოვლენები
იოდბალანსით პროფილაქტიკის ან მკურნალობის შედეგად, ახალ­ შობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, როგორც წესი, გვერდითი მოვ­ ლენები არ აღინიშნება. იოდბალანსის დიდი დოზებით (300 მკგ­ზე მეტი დოზა დღე­ღამეში) მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერთირეოზი (უმეტესად ხანდაზმულ პაციენტებში, კვანძოვანი ჩიყვის ან ტოქსიური ადენომის არსებობისას) მაღალი დოზებით თერაპიისას (1000მკგ დღეღამეში და მეტი) რიგ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს იოდით გამოწვეული ჩიყვი და ჰიპოთირეოზი.
ქრონიკულმა ჰიპერდოზირებამ შეიძლება შეიძლება მოგვცეს "იოდიზმის" ფენომენი: ლითონის გემო პირში, ლორწოვანის გარსების შეშუპება და ანთებითი პროცესი (რინიტი, კონიუქტივიტი, გასტროენტერიტი, ბრონქიტი); აკნე: დერმატიტი; სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება; ტემპერატურის მატება; გაღიზიანება.
ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება ალერგიული რეაქციები: უკიდურესად იშვიათად მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, `იოდურ~ რინიტთან თანმხლები: იოდური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ძალიან იშვიათად – იოდური ციებ­ცხელება.
უკუჩვენება
მანიფესტური ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება).
იოდისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
ტოქსიური ადენომა (300 მკგ­ზე მეტი დოზის მიღება)
ჰერპეტოფორმული დერმატიტი. (დიურინგის დერმატიტი)
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში იოდის გამოყენება იზრდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იოდბალანსის მიღება საჭირო დოზირებით, რათა მოხდეს იოდის ადეკვატური მიწოდება, როგორც დედის ორგანიზმისთვის, ასევე ნაყოფისთვის. (იოდის სადღეღამისო რაოდენობა არ უნდა იყოს 200 მკგ­ზე ნაკლები). იოდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
პრეპარატის გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ რეკომენდებული დოზებით.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული იოდბალანსის მიღება ჰიპოთირეოზის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამოწვეულია იოდის დეფიციტით.
იოდის დანიშვნას თავი უნდა აერიდოს რადიოაქტიური იოდით თერაპიისას, როდესაც ეჭვია ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე.
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატით თერაპიის ფონზე ავადმყოფებში, რომელთაც თირკმლების უკმარისობა აღენიშნებათ, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის შემცველობის მომატება).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შედეგად, შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს პრეპარატების მოქმედება ან გვერდითი მოვლენები, ამიტომ ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც თქვენ პარალელურად ღებულობთ. განსაკუთრებით ეს ეხება საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ლითიუმის მარილები), კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეტიკებს, საშუალებებს, რომლებიც ამუხრუჭებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას (თირეოსტატიკები)
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25°C, ტენისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება მისი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy