ინოკლიმი 382მგ 30კაფსულა
ჩვენებები:ესტროგენების დაფიციტით გამოწვეული კლიმაქტერული სიმტომების თერაპია ქალებში პრე- და მენოპაუზის პერიოდში (ალები, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, ძილის დარღვევა, ნერვული გაღიზიანება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატროფიული პროცესები,).
საერთაშორისო დასახელება - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - კლიმაქსის საწინააღმდეგო საშუალებები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულა #30
1 რბილი კაფსულა შეიცავს: სოიოს ექსტრატი მინიმუმ 40%-ნი იზოფლავონების შემცველობით 100,0 მგ, მზესუმზირის ზეთი 137,0 მგ, ჰიდროგენიზირებული სოიოს ზეთი 15,0 მგ, სოიოს ლეციტინი 3,0 მგ, თევზის ჟელატინი 69,2 მგ, გლიცერინი 43,3 მგ, სიმინდის სახამებელი 9,6 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E 171) 4,8 მგ, რკინის ოქსიდი წითელი (E 172) 0,07 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინოკლიმი შეიცავს სოიოს იზოფლავონებს: გენისტინს და დაიდზინს. იზოფლავონებს ახასიეთებთ ესტროგენების მზგავსი სტრუქტურა და მოლეკულური მასა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას შერჩევითად იმოქმედონ (87%) სისხლძარღვთა კედლის, თავის ტვინის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, ძვლოვანო ქსოვილის β–რეცეპტორებზე, რითაც ახდენენ ესტროგენებისათვის დამახასიეთებელი მექანიზმების პოტენცირებას და კლიმაქტერული სიმპტომების ინტენსიობის შემცირებასა და თავიდან აცილებას.
ჩვენებები:
ესტროგენების დაფიციტით გამოწვეული კლიმაქტერული სიმტომების თერაპია ქალებში პრე- და მენოპაუზის პერიოდში (ალები, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, ძილის დარღვევა, ნერვული გაღიზიანება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატროფიული პროცესები,).
მიღების წესები და დოზები:
1 ან 2 კაფსულა დღეში (რაც შეესაბამება 40–80 მგ სოიოს იზოფლავონებს) არა უმეტეს 1 მგ/კგ/დღეში 3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელიბა პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ. განსაკუთრებული მითითებანი: რეკომენდებულია როგორც იზოფლავონების დამატებითი წყარო. მკურნალობის ჩატარება აუცილებელია რეკომენდებული დიეტის გათვალისწინებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა ნაკლებ 4ºC და არა უმეტესი 25ºC. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში. მოარიდეთ ბავშვებს.
აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი
საფრანგეთი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account