ორტოფენი 0.25მგ 30 ტაბლეტი
არადაპატენტებული საერთაშორისო სახელწოდება : დიკლოფენაკი
წამლის ფორმა : ტაბლეტები , დაფარული ნაწლავში ხსნადი აპკისებური გარსით ,
25 მგ .
აღწერა : ნარინჯისფერ - ყვითელი ან ყვითელი ფერის აბები , განივ ჭრილზე ჩანს ორი ფენა .
შემადგენლობა : ერთი ტაბლეტი , დაფარული ნაწლავში ხსნადი აპკისებური გარსით , შეიცავსდიკლოფენაკ ნატრიუმის 25 მგ - ს და დამხმარე ნივთიერებებს : რძის შაქარი , შაქარი , კარტოფილისსახამებელი , პოლივინილპიროლიდონი , სტეარინის მჟავა , აცეტილფტალილცელულოზა , ტიტანისორჟანგი , აბუსალათინის ზეთი , ვაზელინის ზეთი , ტროპეოლინ „ O “.
ფარმაკოლოგიური მოქმედება : ორტოფენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების - საწინააღმდეგოსაშუალებას , რომელიც ახდენს ანთების საწინააღმდეგო , ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევმოქმედებას . ორტოფენის მოქმედების მექანიზმში არსებით როლს თამაშობს მისი მაინჰიბირებელიმოქმედება პროსტაგლანდინების ბიოსინთეზზე , რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ანთების ,ტკივილისა და ცხელების პათოგენეზში .
სახსროვანი სინდრომისას ორტოფენი ასუსტებს ტკივილს მოძრაობისა და უმოძრაოდ ყოფნის დროსაც ,ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას , ხელს უწყობს მოძრაობის მოცულობის გაზრდას. ანთებითი პროცესებისას , რომელიც გამოწვეულია ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ , სწრაფადამსუბუქებს , როგორც სპონტანურ ტკივილს , ასევე ტკივილს მოძრაობისას . ამცირებს ანთებითგამოწვეულ შეშუპებას .
გამოყენების წესები : სახსრების ანთებითი დაავადებები , ( რევმატიული ართრიტი , რევმატიზმი ,მაანკილიზირებელი სპონდილიტი , ქრონიკული იუვენილური ართრიტი , ფსორიაზული ართრიტი )სახსრების დეგენერაციული დაავადებები , ( მადეფორმირებელი ოსტეოართროზი , ოსტეოქონდროზი ),ლუმბაგო , იშიაზი , ნევრალგია , მიალგია , სახსარგარე ქსოვილის დაავადება , პოსტტრავმული დაპოსტოპერაციული ტკივილები , ანთებითი პროცესით , პოდაგრის მწვავე შეტევა , პირველადიდისმენორეა , ადნექსიტი , შაკიკის შეტევები .
უკუჩვენებები : ორტოფენის მიღება არ შეიძლება
- დიკლოფენაკის , ასპირინის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალების („ ასპირინის ასთმა “)მიმართ მომატებული მგრძნობელობისას ;
- გაურკვეველი გენეზის სისხლის სურათის დარღვევისას ;
- კუჭის წყლულის ან ნაწლავის დაავადების გამწვავებულ სტადიაში ;
- ორსულობის III ტრიმესტრში ;
- ბავშვთა ასაკი (6 წლამდე ).
გაფრთხილება : ორტოფენის მიღება შესაძლებელია , მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ,სარგებელი / რისკის თანაფარდობის შეფასებით ,
შემდეგ შემთხვევებში :
- ინდუცირებული პორფირია ;
- სისტემური წითელი მგლურა და შერეული კოლაგენოზები ;
- ორსულობის I და II ტრიმესტრი
- ლაქტაციის პერიოდი
ორტოფენის მიღებისას ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობაა საჭირო
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას ან კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ანთებით - წყლულოვანი დაავადებისას ანამნეზში ( წყლულოვანი კოლიტები , კრონისდაავადება );
- თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ;
- მაღალი არტერიული წნევისას ან გულის უკმარისობის დროს
- ხანდაზმულებში
- მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ მაშინვე უშუალოდ
დიდი სიფრთხილითა და ექიმის უშუალო კონტროლით ოტროფენი მიიღება ავადმყოფებში ,რომელთაც აღენიშნებათ ასთმა , ალერგიული რინიტი , ცხვირის პოლიპები , ასევე სასუნთქი გზებისქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები .
განსაკუთრებული ჩვენებები : ორტოფენის დიდი დოზის მიღებით შესაძლებელია გამოწვეულ იქნასისეთი გვერდითი მოვლენები , როგორიცაა თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება , ხანდახანავტონამქანის ან სხვა მოძრავი საშუალებების მართვის უნარის დაქვეითება . ეს მოვლენები ძლიერდებაალკოჰოლის მიღებისას .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
ერთდოული მიღება ორტოფენისა და :
- დიგოქსინის , ფენიტოინის ან ლითიუმის პრეპარატების – იწვევს ამ სამკურნალოსაშუალებების კონცენტრაციის გაზრდას პლაზმაში ;
- დიურეზულები და ჰიპოტენზიური საშუალებები – ამცირებს ამ საშუალებების მოქმედებას ;
- კალიუმის შემნახველი დიურეზულები – იწვევს ჰიპერკალიემიას ;
- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან გლუკოკორტიკოიდები –ქმნიან კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს ;
- აცეტილსალიცილმჟავა – ამცირებს დიკლოფენაკის კონცენტრაციას სისხლის შრატში , რისგამოც არსებობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ;
- ციკლოსპორინი – შეიძლება გაზარდოს ამ უკანასკნელის ტოქსიკური ზემოქმედებათირკმელებზე ;
- დიაბეტის საწინააღდეგო საშუალებები – შეიძლება გამოიწვიოს ჰიპო ან ჰიპერგლიკემია . ამსაშუალებების კომბინაციის დროს აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი .
- მეთოტრექსატის - მისი მიღებიდან ან მიღებამდე 24 საათის განმავლობაში - შეიძლებაგამოწვეულ იქნას მეთოტრექსატის კონცენტრაციის მომატება და მისი ტოქსიკური მოქმედებისგაძლიერება .
- ანტიკოაგულანტები - აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი .
გამოყენების წესები და დოზირება :
ორტოფენი – ტაბლეტები დაფარული ნაწლავში ხსნადი აპკისებური გარსით 25 მგ . მიიღება შიგნით ,დაუღეჭავად , სითხის საკმარისი რაოდენობით ჭამის ბოლოს ან მის შემდეგ .
დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი , დაავადებების მიმდიმარეობის დამდგომარეობის სიმძიმის მიხედვით . რევმატიული დაავადებების დროს პრეპარატით მკურნალობაშესაძლებელია იყოს ხანგრძლივი .
მოზრდილებში ორტოფენს ჩევულებრივ უნიშნავენ 25-50 მგ (1-2 ტაბლეტი ) 2-3- ჯერ დღეში .მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 მგ . დღეღამეში .
ბავშვებს 6 წელზე ზევით და მოზარდებს უნიშნავენ 1-2 მგ / კგ სხეულის მასაზე ანგარიშით დღეღამეში ,დაყოფილი 2-3 მიღებაზე .
გვერდითი მოვლენები : განვითარებული გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია ინდივიდულაურმგრძნობელობაზე , დოზის სიდიდეზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე . ორტოფენის მიღებისასშესაძლებელია გამოწვეულ იქნას ტკივილი ეპიგასტრულ არეში , ბოყინი , ღებინება , ფაღარათი , ასევე ,თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , დაღლილობის შეგრძნება , კანის ალერგიული რეაქციები დამომატებული არტერიული წნევა . სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ულცეროგენული მოქმედება .
გვერდითი მოვლენების განვითარებისას , მკურნალი ექიმი მათი კლინიკური სურათის და სიმძიმისმიხედვით იღებს გადაწყვეტილებას დოზის შემცირებაზე ან პრეპარატის მიღების შეწყვეტაზე .
დოზის გადაჭარბება :
სიმპტომები : კლინიკური სურათი განისაზღვრება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევებით( თავის ტკივილი , თავბუსხვევა , მომატებული მგრძნობელობა ( აგზნებადობა ), ჰიპერვენტილაციისმოვლენები გულყრისადმი მომატებული მგრძნობელობით , ბავშვებში – მიოკლონური კრუნჩხვები ) დაკუჭ - ნაწლავის ფუნქციის დარღვევით ( ტკივილი მუცლის არეში , ღებინება ). შესაძლებელიაგანვითარდეს სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან , ან ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა .
მკურნალობა : სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს . დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელიასიმპტომური მკურნალობა .
შენახვის პირობები :
ინახება ოთახის (25º C - მდე ) ტემპერატურაზე , მშრალ , სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვისხელმიუწვდომელ ადგილას .
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account