Vacenac - ვაცენაკი 100მგ 20 ცალი

განსაკუთრებული ფასი 35,63 GEL რეგულარული ფასი 39,15 GEL
მარაგშია
SKU
41014_1568

ჩვენებები: ტკივილისა და ანთებითი პროცესების მოსახსნელად, როგორიცაა წელის და კბილის ტკივილი და სახსრების ტკივილი 

1. რას არის  ვაცენაკი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება:

ვაცენაკი არის ეფექტური პრეპარატი ტკივილისა და ანთების შესამცირებლად. ვაცენაკი 100 მგ ნაჩვენებია ტკივილისა და ანთებითი პროცესების მოსახსნელად, როგორიცაა წელის ტკივილი (ლუმბალგია), კბილის ტკივილი (ოდონტალგია) და სახსრების ტკივილი (სკაპულოჰუმერალური პერიართრიტი და ექსტრა-არტიკულარული რევმატოიდი). ვაცენაკი ნაჩვენებია სახსრების ქრონიკულ პროცესებთან ასოცირებული ქრონიკული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, როგორიცაა: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი.

2. ვაცენაკი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე:

მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იყოს უმცირესი დოზა, რომელიც ხსნის/აკონტროლებს ტკივილს. არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება საჭიროზე მეტი დროის განმავლობაში.

არ მიიღოთ ვაცენაკის 100 მგ შემოგარსული ტაბლეტები:

- თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ვაცენაკის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;

- თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

- თუ ადრე გამოგივლინდათ მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მიმართ, რის შედეგადაც განვითარდა ასთმა, რინიტი, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქცია;

- თუ ანამნეზში გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება;

- თუ გაქვთ გულის მძიმე დაავადება.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მიღებისას:

- თუ გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც გამოვლინდა ინტენსიური მუცლის ტკივილით ან პერსისტიული და/ან შავი ფერის განავალით, ან ყოველგვარი წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომის გარეშე;

- რისკი უფრო დიდია მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას ხანდაზმულებში და  პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ პეპტიური წყლული. ასეთ შემთხვევებში, ექიმი დაგინიშნავთ კუჭის დამცავ პრეპარატს;

- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;

- თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის დაავადება;

- თუ გქონდათ სისხლის შედედების პრობლემები (იოლი სისხლდენა);

- თუ ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ქირურგიული ოპერაცია.

უთხარით ექიმს

- თუ იმავდროულად იღებთ სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, პერორალური ანტიკოაგულაციური საშუალებები, მაგ. როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა. ასევე განხილვას საჭიროებს ისეთი სხვა პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს, როგორიცაა სტეროიდები და ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. 

- თუ გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, ვაცენაკის ტიპის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობის გაუარესება.

- მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იყოს უმცირესი დოზა, რომელიც ხსნის/აკონტროლებს ტკივილს. არ შეიძლება აცეკლოფენაკის გამოყენება საჭიროზე მეტი დროის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები კარდიო-ვასკულარული სისტემის მხრივ:

ვაცენაკის მსგავსი პრეპარატების მიღება შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევების (“მიოკარდიუმის ინფარქტი”) ოდნავ მომატებულ რისკთან. რისკი სავარაუდოდ არსებობს მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გადამეტება არ შეიძლება.

თუ გაქვთ გულის პრობლემები, ადრე გქონდათ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ გაქვთ ამგვარი პათოლოგიების რისკი (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მომატებული ქოლესტერინი ან თუ ხართ მწეველი), მკურნალობამდე კონსულტაციისათვის უნდა მიმართოთ ექიმს.

ამ პრეპარატებმა შეიძლება ასევე გამოიწვიონ სითხის შეკავება, განსაკუთრებით გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში. 

სხვა პრეპარატების მიღება:

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს. შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი პრეპარატის აცეკლოფენაკთან ურთიერთქმედება. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ ლითიუმს, დიგოქსინს, დიურეზულ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს, მეთოტრექსატს, ასპირინს, სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ან ციკლოსპორინს.

ვაცენაკი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

აცეკლოფენაკი 100 მგ-ს მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ვაცენაკი, თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას.

ვაცენაკის მსგავსი პრეპარატების მიღება ასოცირებულია თანდაყოლილი ანომალიების/აბორტების მომატებულ რისკთან, ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ასეთ შემთხვევებშიც კი, გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური დოზა მინიმალური ვადით.

ვაცენაკის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.

რეპროდუქციული ასაკის პაციენტებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ვაცენაკის ტიპის პრეპარატები ასოცირებულია ჩასახვისუნარიანობის დაქვეითებასთან.

კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთხელ.

ძუძუთი კვება:

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ვაცენაკის მიღება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:

ვაცენაკის მიღების დროს თავბრუსხვევის, გონების დაკარგვის ან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევების განვითარებისას, არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები.

3. როგორ გამოიყენება ვაცენაკი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტები:

აცეკლოფენაკი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების დაცვით. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცეკლოფენაკი მიიღება პერორალურად.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირეოდენი წყლის მიყოლებით.

რეკომენდებული დოზა არის 200 მგ დღეში, შესაბამისად ერთი ტაბლეტი მიიღება დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს (1 ტაბლეტი ყოველ 12 საათში).

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ვაცენაკი, ვიდრე უნდა მიგეღოთ

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ვაცენაკის მიღება:

დოზა მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და ტაბლეტი მიიღეთ დანიშნულ დროს.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ ვაცენაკის მიღებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა პრეპარატის მსგავსად, ვაცენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყოველთვის. გვერდითი ეფექტები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

არასასურველი ეფექტები კლასიფიცირებულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი – 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში

ხშირი - 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში

ნაკლებად ხშირი - 1000-დან მინიმუმ 1 პაციენტში

იშვიათი - 10000-დან მინიმუმ 1 პაციენტში

ძალიან იშვიათი ყოველი 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

იშვიათი: ანემია

ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების ნაკლებობა).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათი: ალერგია, მწვავე რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი.

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ:

ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება).

ფსიქიური დარღვევები:

ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: დეპრესია, ანომალური სიზმრები, უძილობა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა.

ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: პარესთეზია (ჩხვლეტის, წვის შეგრძნება), ძილიანობა, თავის ტკივილი, დისგეზია (გემოს შეგრძნების ცვლილება), ტრემორი.

დარღვევები მხედველობის მხრივ:

იშვიათი: მხედველობის დარღვევა.

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ვერტიგო. 

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: გულისცემის შეგრძნება, სიწითლე, სახეში სისხლის მოწოლა, პერიფერული შეშუპება (კოჭების, ფეხებისა და ტერფების შეშუპება).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას შეშუპება აღინიშნება გულის უკმარისობის და/ან არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. 

აცეკლოფენაკის ტაბლეტების მსგავსი პრეპარატები ზრდიან გულის შტევების (“მიოკარდიუმის ინფარქტის”) ან ინსულტის რისკს.

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ:

იშვიათი:L დისპნოე (სუნთქვის გაძნელება)

ძალიან იშვიათი: სტრიდორი (მსტვენავი სუნთქვა). 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ვაცენაკის მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას ყველაზე ხშირად შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პეპტიური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პერფორაცია (ზოგჯერ ფატალური), განსაკუთრებით ხანდაზმულებში. აღინიშნა აგრეთვე გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლიანი განავალი, სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება. ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტის განვითარება. 

ჰეპატობილიარული დარღვევები:

იშვიათი: ღვიძლის დაზიანება. 

ვაცენაკის მსგავსი პრეპარატები შეიძლება ასოცირებული იყოს ისეთ დარღვევებთან, რომლებიც იწვევენ კანისა და თვალების გაყვითლებას, ზოგჯერ მაღალი ტემპერატურით ან შეშუპებით და მგრძნობელობის მომატებით ეპიგასტრიუმში.

კანისა და თვალების გაყვითლებისას, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირი: ქავილი, გამონაყარი, დერმატიტი, ჭინჭრის ციება.

იშვიათი: სახის შეშუპება (შეშუპება სერიოზულია).

ძალიან იშვიათი: კანზე იისფერი ლაქები, აქერცვლა, სტივენს ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. 

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი.

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ნეფროზული სინდრომი (თირკმლის ფუნქციის დარღვევის სახეობა).

ზოგადი დარღვევები და რეაქციები მიღების ადგილას:

ძალიან იშვიათი: შეშუპება (ანთება), დაღლილობა.

ლაბორატორიული მაჩვენებლები:

ძალიან ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატება.

ხშირი: სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება.

ძალიან იშვიათი: სისხლში ტუტე-ფოსფატაზას მომატება, წონაში მომატება.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ-ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს,

5. როგორ ინახება ვაცენაკი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტები:

შეინახეთ არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვაცენაკი (აცეკლოფენაკი) კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში არ შეიძლება. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გესაჭიროებათ. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია:

რას შეიცავს ვაცენაკი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტები:

აქტიური სუბსტანცია არის აცეკლოფენაკი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეკლოფენაკს. 

სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმი, პოვიდონი, გლიცეროლის პალმიტოსტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიოქსიეთილენსტეარატი 40, ტიტანის დიოქსიდი (E-171).

აღწერა და შეფუთვის შემცველობა:

ვაცენაკი არის გარსით დაფარული, მრგვალი, თეთრი ფერის, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტი. ყოველ შეფუთვაში მოთავსებულია 20 ან 40 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy