Diclo-Denk - დიკლო-დენკი 50მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 4,67 GEL რეგულარული ფასი 6,48 GEL
მარაგშია
SKU
13368_1114

ჩვენებები:ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობა,  ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება. ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები, ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:
თითოეული კუჭში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერება:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოვდონი, სილიციუმის დიოქსიდი, ცელულოზის ფხვნილი, მაგნიუმის სტეარატი, მეთაკრილის მჟავის კოპოლიმერი, გიპრომელოზა, ტალკი, პოლისორბატ 80, პოლიეთილენ გლიკოლ 6000, ტიტანის ორჟანგი, რკინის ჰიდროქსიდი, რკინის ოქსიდი (III).
აღწერილობა:
მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, ღია ყავისფერი ტაბლეტი, დაახლოებით 8 მმ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომელთა ეფექტურობაც დამტკიცებულია ცხოველებში ჩატარებული ცდებიდან: კერძოდ, ისინი თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს. ანთებითი პროცესებისას დიკლოფენაკი აქვეითებს ადამიანებში ტკივილს, ამცირებს შესიებასა და ტემპერატურას. დიკლოფენაკი ასევე ზღუდავს ადენოზინდიფსფატით და კოლაგენით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას.
ფარმაკოდინამიკა:
კუჭში ხსნადი შემოგარსული დიკლოფენაკის ტაბლეტების ორალურად მიღების შემდეგ, იგი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისტალური ნაწილიდან. მაქსიმალური პლაზმის დონე მიიღწევა 1-16 სთ-ის განმავლობაში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს ანდომებს წამალი კუჭიდან შეწოვას. საშუალოდ მაქსიმალური დონე მიიღწევა 2-3 საათში. ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, პლაზმის მაქსიმალური დონე მიიღწევა 10-20 წთ-ში, ხოლო რექტალური გამოყენებისას კი-30 წთ-ში. ორალურად მიღების შემთხვევაში დიკლოფენაკი აშკარად განიცდის ღვიძლის მიერ პირველი გასვლის ზემოქმედებას, რადგან შეწოვილი აქტიური ნივთირებების მხოლოდ 35-70% აღწევს პოსტ-ჰეპატურ ცირკულაციაში უცვლელი სახით. აქტიური ნივთიერების დაახლოებით 30% მეტაბოლიზირდება და გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. ღვიძლის მეტაბოლიზმის შემდეგ (ჰიდროქსილირება და კონიუგაცია) დაახლოებით 70% ელიმინირდება თირკმელების მეშვეობით ფარმაკოლოგიურად არააქტიური ნივთიერებების სახით. ღვიძლისა და თირკმლებს ფუნქციებისგან დამოუკიდებლად, ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს. წამლის დაახლოებით 99% მიბმულია პლაზმის ცილებთან.
ბიოათვისებულობა 
ბიოათვისებულობის შესასწავლად, 1988 წელს 12 პრობანდზე ჩატარებულმა კვლევამ შესადარებელ პრეპარატთან შედარებით აჩვენა შემდეგი მონაცემები:

       დიკლოფენაკის ნატრიუმი 25 მგ ტაბლეტები             შესადარებელი პრეპარატი
  საშუალო საშუალო
გადახრა
საშუალო საშუალო
გადახრა
მაქსიმალური პლაზმური 
კონცენტრაცია (Cmax)
0.99 მგ/მლ  ± 0.41 მგ/მლ 0.92 მგ/მლ ± 0.41 მგ/მლ
მაქსიმალური პლაზმური
კონცენტრაციის დრო (tmax)
2,21 სთ ± 0,64 სთ 2,15 სთ ± 0,58 სთ
კონცენტრაცია-დრო მრუდის არე (AUC) 1.06 მგ/მლ x სთ ±0 მგ/მლ x სთ.40 1.00 მგ/მლ x სთ ±0.37 მგ/მლ x სთ


ეს მონაცემები წარმოადგენს საშუალო მაჩვენებლებს და დისტრიბუციული დიაპაზონის შედეგებს
უსაფრთხოების კლინიკური მონაცემები 
ტოქსიკოლოგიური თვისებები
a) ხანმოკლე ტოქსიური ეფექტი
ხანმოკლე ეფექტების გამოსავლენად ჩატარებულ ცხოველთა კვლევებს რაიმე სპეციფიური მგრძნობელობა არ გამოუვლენიათ. ინტოქსიკაციის სიმპტომებისთვის მიმართეთ ნაწილს “გადაუდებელი ზომები, დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ანტიდოტები”
b) ხანგრძლივი ტოქსიკური ეფექტი
ქრონიკული ტოქსიკური ეფექტები გამოიკვლიეს ვირთხებზე, ძაღლებზე და მაიმუნებზე. ტოქსიკურ დოზაზე, რაც შეადგენს 0.5-2.0 მგ/კგ-ს სახეობის გათვალისწინებით, გამოვლინდა წყლულები და სისხლის მაჩვენებლის შეცვლა.
c) მუტაგენურობის და კარცენოგენობის ალბათობა
მუტაგენურობაზე ჩატარებულმა In-vitro და in-vivo კვლევებმა გამორიცხეს დიკლოფენაკის სავარაუდო მუტაგენური პოტენციალი. ვირთხებში და თაგვებში დიკლოფენაკის სიმსივნის წარმომქმნელი პოტენციალის გამოსავლენად ჩატარებულმა კვლევებმა ტუმოროგენობისკენ მიდრეკილება ვერ გამოავლინეს.
d) რეპროდუქციული ტოქსიურობა 
დიკლოფენაკის ემბრიოტოქსიურობის ალბათობა გამოიკვლიეს ცხოველთა სამ სახეობაზე (თაგვებში, ვირთხებში და კურდღლებში). დედის მიერ ტოქსიური დოზის მიღების შემდეგ გამოვლინდა ნაყოფის სიკვდილიანობა და ჩამორჩენა ზრდა-განვითარებაში. სიმახინჯეები არ დაფიქსირებულა. დიკლოფენაკის მიღებისას იზრდება ორსულობის და მშობიარობის ხანგრძლივობა. ფერტილობაზე არ მოქმედებს უარყოფითად. დედისთვის არატოქსიური დოზით მიღებისას, წამალი არ მოქმედებს ბავშვის პოსტ-ნატალურ განვითარებაზე.

ჩვენებები
ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობა, მაგალითად ისეთ შემთხვევებში როგორიცაა:
- რამდენიმე სახსრის მწვავე ანთებითი პროცესი (ართრიტები), პოდაგრის მწვავე შემთხვევები;
- რამდენიმე სახსრის ქრონიკული ანთებითი პროცესი (ქრონიკული ართრიტი, ქრონიკული პოლიართრიტი/რევმატიული ართრიტი);
- ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები;
- სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები;
- რბილი ქსოვილების რევმატიზმი;
- ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება.
მოცემულმა დოზირებამ შეიძლება შეაფერხოს აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლება, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი დანიშვნა იმ პაციენტებში, ვისაც ესაჭიროება დაუყოვნებელი ეფექტი.

მიღების წესები და დოზები
დიკლოფენაკის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მოზრდილებისთვის და 15 წელზე ზემოთ მოზარდებისთვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50-150 მგ დღეში, რაც იყოფა 1-3 ნაწილად. დიკლო-დენკ 50 მიიღება აუცილებლად ჭამამდე 1-2 სთ-ით ადრე, უზმოზე, საჭირო რაოდენობის სითხის (1 ჭიქა წყალი) დაყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. რევმატიული დაავადებებისას შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.

       ასაკი დიკლოფენაკის ნატრიუმი 50 მგ (ერთჯერადი დოზა)   დღე-ღამის დოზა
15 წლის ზემოთ და მოზრდილები 1 ტაბლეტი (შეესაბამება 50 მგ-ს) 1-3 ტაბლეტი (შეესაბამება 50-150 მგ-ს)

გვერდითი მოვლენები
უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდითი ეფექტების გამოვლენა ძირითადად დოზაზე დამოკიდებულია და განსხვავებული სხვადასხვა ინდივიდში. განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების (წყლულის, ლორწოვანის დეფექტების, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) რისკი დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:- საკმაოდ ხშირია ( > 10 %) გულისრევა, ღებინება, დიარეა, უმნიშვნელო სისხლდენების შემთხვევები, რამაც ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
ხშირად შესაძლებელია ( ≥ 1% - < 10%) ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა: დისპეპსია, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, მადის დაქვეითება, ასევე კუჭისა და ნაწლავის წყლულები (საიდანაც შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და პერფორაცია).
ძალიან იშვიათად ( ≥ 0.1% - < 1%) ვითარდება ჰემატემეზი, მელენა და სისხლიანი დიარეა. ეპიგასტრიუმის მიდამოში ძლიერი ტკივილის, განავლის გამუქების და განავალში სისხლის აღმოჩენისას შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათად ( > 0.01 %) გვხვდება სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში (მაგ. მსხვილი ნაწლავის არასპეციფიური სისხლდენები, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი).
ლოკალური რეაქციები გაღიზიანების, სისხლიანი ლორწოვანი სეკრეციის და მტკივნეული დეფეკაციის ჩათვლით საკმაოდ ხშირია. ცენტრალური ნერვული სისტემა და სენსორული ორგანოები
ხშირია ( ≥ 1 % - < 10 %) თავის ტკივილი, აღზნება, გაღიზიანება, დაღლილობა, თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათია ( < 0.01 %) მგრძნობელობის და მხედველობის დაქვეითება (დაბინდული ან გაორებული მხედველობა), გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის გარდამავალი დარღვევები, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, მოუსვენრობის გრძნობა, ღამის კოშმარები, კანკალი, დეპრესიის და სხვა ფსიქოლოგიური რეაქციების გამოვლენა.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში დიკლოფანაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, კისრის რიგიდობის, თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, სიცხის და დეზორიენტაციის ჩათვლით.
კანი 
შესაძლებელია გამოვლინდეს ( ≥ 1 % - < 10 %) კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით. იშვიათია ( ≥ 0.1 % - < 1 %) ურტიკარია და ალოპეცია. ძალზედ იშვიათია ( < 0.01 %) მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, კანზე გამონაყრის შეწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა (ეკზანთემა, ერითემა), პურპურა (ასევე ალერგიული პურპურა), კანის სერიოზული რეაქციების განვითარება (სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).
თირკმელი
ძალიან იშვიათად ( < 0.01 %) ვითარდება თირკმელების ნეკროზი (ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილონეკროზი) ან თირკმლის მწვავე უკმარობა, პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი. თირკმლების ფუნქცია რეგულარულად უნდა გადამოწმდეს.
ღვიძლი 
ხშირია ( ≥ 1 % - < 10 %) სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება.
იშვიათია ( ≥ 0.1 % - < 1 %) ჰეპატიტის შემთხვევები (სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები, ერთეულ შემთხვევებში ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე)
პანკრეასი 
ძალიან იშვიათად ( < 0.01 %) დაფიქსირდა პანკრეასის ანთებითი მოვლენები.
სისხლი 
იშვიათ შემთხვევებში ( ≥ 0.1 % - < 1 %) დაფიქსირდა ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. მისი გამოვლენის პირველი ნიშნებია: სიცხე, ანგინა, ტუჩებზე ზედაპირული დაზიანებები, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ცხვირიდან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში ( < 0.01 %) გვხვდება ჰემოლიზური ანემიაც (ერითროციტების მომატებული დაშლის შედეგად განვითარებული ანემია).
სისხლძარღვთა სისტემა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ( < 0.01 %) დაფიქსირდა: გულის ფრიალი, ტკივილი მკერდის მიდამოში და მომატებული არტერიული წნევა. ერთეულ შემთხვევებში ( < 0.01 %) გამოვლინდა გულის უკმარობა.
სისტემური რეაქციები და სხვა ორგანოები
შესაძლებელია მწვავე ჰიპერსენსიტიული რეაქციების გამოვლენა: სახის ან ენის შეშუპება, ხორხის შეშუპება სასუნთქი გზების შევიწროვებასთან ერთად, სუნთქვის გაძნელება და ასთმის განვითარება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაცემა შოკის დონემდე. აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. მოცემული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წამლის პირველივე მიღებისას.
ხანდახან ( ≥ 0.1 % - < 1 %) ვლინდება პერიფერიული შეშუპება, განსაკუთრებით კი მომატებული არტერიული წნევის ან თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ( < 0.01 %) ფიქსირდება ალერგიული ვასკულიტი და პნევმონია.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში ( < 0.01 %) ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, რომელთაც მიეკუთვნება დიკლო-დენკ 50) გამოვლინდა ინფექციური პროცესის მიმდინარეობის გაუარესება (მაგალითად ნეკროზული ფასციიტის განვითარება). თუ დიკლოფენაკ ნატრიუმის მკურნალობისას აღინიშნება სიმპტომების გამოვლენა (სიწითლე, შეშუპება, ლოკალურად ტემპერატურის მომატება, ტკივილი, სიცხე) ან გაუარესება, აუცილებელია კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს. აუცილებელია დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო ან ანტიბიოტიკური თერაპიის მიზეზია.

უკუჩვენება
დიკლო-დენკ 50 არ გამოიყენება, როდესაც
- მომატებულია მგრძნობელობა დიკლოფენაკ ნატრიუმის და მისი კომპონენტებისადმი.;
- უცნობი მიზეზით სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა, კოაგულაციის დარღვევა;
- კუჭის და/ან დუოდენალური წყლული;
- ორსულობის ბოლო 3 თვე;
- ცერებრალური ჰემორაგიები, კუჭ-ნაწლავის და სხვა სისტემის სისხლდენები;
- ბავშვები და 15 წლამდე მოზარდები.
სიფრთხილე:
დიკლო-დენკ 50 გამოიყენება სპეციალისტის მიერ შესაბამისი რისკის და სარგებელის შეფასების შემდეგ:
- ორსულობის პირველი 6 თვე;
- ლაქტაცია;
- პორფირია; 
- წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია
ნატრიუმის დიკლოფენაკი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
ორსულებში დიკლოფენაკის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო დიკლოფენაკის ნატრიუმი გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მისი მოქმედების გამო დიკლოფენაკის ნატრიუმი თრგუნავს სამშობიარო მოქმედებას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, ზრდის დედის და ბავშვის მიდრეკილებას სისხლდენისაკენ და დედის შეშუპების რისკს.
აქტიური ინგრედიენტი, დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან დიკლოფენაკის ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ამიტომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა. 
გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე:
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს მოქმედების სისწრაფე, რის გამოც შესაძლებელია მანქანის მართვის და/ან მომსახურების უნარის გაუარესება. ამიტომ დიკლოფენაკის მიღებისას სასურველია თავის აარიდოთ მანქანის მართვას და მუშაობას, ასევე ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაქციებს. არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს დიკლო-დენკ 50 გამოყენებისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ (დოზებს შორის დიდი ინტერვალები ან დოზის დაქვეითება), შესაბამისად მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ:
- პორფირია;
- კუჭ-ნაწლავის დარღვევების, კუჭის და ნაწლავის წყლულის ნიშნების ან ნაწლავის ანთების (წყლულოვანი კოლიტის, კრონის 
- დაავადების) ისტორიის მქონე პაციენტებში;
- მაღალი არტერიული წნევა, გულის და თირკმელის უკმარობა;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანება;
- უახლოეს პერიოდში ჩატარებული ქირურგიული ჩარევა;
- ხანდაზმული პაციენტები;
- სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა) და ასევე შემაერთებელი ქსოვილების სხვა დიფუზური დაავადებები.
სიფრთხილე გამოყენებისას
დიკლო-დენკ 50 მკურნალობისას საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლი, იმ პაციენტებში, ვისაც აწუხებს: ჭინჭრის ციება, ცხვირის ღრუს შეშუპება (ცხვირის პოლიპი), სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები (ასთმა) ან სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციური დაავადებები, აგრეთვე იმ ავადმყოფებში ვისაც ახასიათებს ალერგიული რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინაამდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ. ასეთი პაციენტები განსაკუთრებულად არიან მიდრეკილები ისეთი ზემგრძნობიარე რეაქციებისადმი, როგორიცაა ასთმური შეტევები (ასპირინით გამოწვეული ასთმა), კვინკეს შეშუპება, ან ჭინჭრის ციება. საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება ისეთ პაციენტებში, ვისაც ახასიათებს ჰიპერმგრძნობელობა კანზე გამონაყარის, ქავილის და ჭინჭრის ციების სახით.
კომბინირებული თერაპიისას ისეთ წამლებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედების უნარს ან ამცირებენ შაქარს სისხლში, საჭიროა სისხლის შედედების და სისხლში შაქრის კონტროლი. დიკლოფენაკს შეუძლია დროებით შეაფერხოს სისხლის შედედება. სისხლის შედედებითი დაავადებების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი კონტროლის ქვეშ. ლითიუმის (გონებრივი და ფსიქიკური დარღვევების მქონე ავადმყოფებში) ან სპეციფიურ დეჰიდრატაციულ თერაპიასთან (კალიუმდამზოგველი შარდმდენები) ერთად კომბინირებული თერაპიისას საჭიროა სისხლში ლითიუმის და კალიუმის დონის კონტროლი (იხ. გვერდითი მოვლენები). (იხ.წამალთა ურთიერთქმედებები).
დამატებითი ინფორმაცია:
დიკლოფენაკის ხანგრძლივი გამოყენებისას მუდმივად უნდა ხდებოდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების და სისხლის გადამოწმება.
იმ შემხვევაში თუ დიკლო-დენკ 50 გამოიყენება ქირურგიულ ჩარევამდე, აუცილებელია მკურნალი ექიმის, ან სტომატოლოგის ინფორმირება ამის შესახებ.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია შაქარზე და მის შემადგენელ პროდუქტებზე, გთხოვთ მკურნალობის დაწყებამდე აცნობოთ ექიმს.
ხანგრძლივი დროით პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას, ტკივილგამაყუჩებელი საშუალების არასწორმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკვილი, რომელიც არ ქრება დოზის მომატების დროსაც კი.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალების გამოყენებამ, ან რამდენიმე ანალგეზიური საშუალების ერთდროულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელის პერმანენტული დაზიანება თირკმელის უკმარობის დონემდე (ანალგეზიური ნეფროპათია).

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევის სახით, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს მიოკლონური კრუნჩხვები, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასევე მოსალოდნელია სისხლდენა კუჭ- ნაწლავიდან, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კომბინირებული მიღებისას, დიკლო-დენკ 50 შეუძლია გაზარდოს ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია. აუცილებელია სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
მას შეუძლია შეამციროს დეჰიდრატაციული და არტერიულ წნევაზე მოქმედი პრეპარატების (შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების) ეფექტი.
ნატრიუმის დიკლოფენაკს შეუძლია შეამციროს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის და არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებების) ეფექტურობა. ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება ასევე გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. კალიუმის დამზოგველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება.
მკურნალობა გლუკოკორტიკოიდებთან, ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის რისკს (იხ. გვერდითი ეფექტები).
თუU დიკლო-დენკ 50 შეიყვანენ მეტოტრექსატის მიღებამდე 24 სთ-ით ადრე ან გვიან, იზრდება მეტოტრექსატის კონცენტრაცია და მისი არასასურველი ეფექტები.
პრობენეციდის ან სულფინპირაზონის შემცველ პრეპარატებს (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები) შეუძლიათ შეაფერხონ დიკლოფენაკის გამოყოფა. ამან შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს დიკლოფენაკის ნატრიუმის კონცენტრაციის გაზრდა და პრეპარატის გვერდითი ეფექტების გამოვლენა.
კლინიკურ პრაქტიკაში, დღემდე არ გამოვლენილა დიკლოფენაკის და სისხლის შედედებაზე მოქმედი პრეპარატების ურთიერთმოქმედება. თუმცა მათი ერთობლივი გამოყენებისას რეკომენდირებული არის სისხლის შედედების პარამეტრების კონტროლი.
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (როგორიც არის ნატრიუმის დიკლოფენაკი) შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინით გამოწვეული თირკმლის ტოქსიურობა.
ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირებულია, რომ დიკლოფენაკის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შაქრის დონეზე, რაც მოითხოვს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის დარეგულირებას. შესაბამისად, მათი ერთდროული გამოყენებისას რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი. დიკლოფენაკის და პროსტაგლანდინების ანალოგების ერთდროული გამოყენებისას ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა მიოკარდიუმის ინფარქტი და ანაფილაქსიური შოკი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატს ინახავენ მშრალ ადგილას, 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოარიდეთ სინათლეს, სიცხეს და სინესტეს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 
ინახება 3 წელი. პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი: რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy