Artoxan gel - არტოქსანი გელი 1% 45გ

განსაკუთრებული ფასი 19,94 GEL რეგულარული ფასი 27,84 GEL
მარაგშია
SKU
50194_2080

ჩვენებები: კუნთების და სახსრების დაავადებების ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ  (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი)

წამლის ფორმა: 1% გელი.

აღწერა: გამჭვირვალე, სუსტად მოყვითალო ელფერის გელი, ერთგვაროვანი, სპირტის სუსტი სუნით.

შემადგენლობა

გელის 1 გ შეიცავს აქტიური ნივთიერებას ტენოქსიკამი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, 96% ეთანოლი, ტრიეთანოლამინი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი М01АС02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

არტოქსანი – არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის. ახდენს გამოხატულ და ხანგრძლივ ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეზიურ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცოგ-1 და ცოგ-2 არასელექტიურ დათრგუნვასთან, არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევასა და ანთების კერაში პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შეფერხებასთან.  

ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით (ხელს უშლის ლიზოსომების ფერმენტების გამოსვლას, რომლებიც აზიანებენ ქსოვილებს), ანთების მედიატორების (პროსტაგლანდინების, ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლიმფოციტების, კომპლემენტის ფაქტორების) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. ტენოქსიკამი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, თრგუნავს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს. ამუხრუჭებს ანთების პროლიფერაციულ ფაზას, ამცირებს ქსოვილების ანთებით სკლეროზირებას; ახდენს ქონდროპროტექტორულ მოქმედებას.

პრეპარატი ამცირებს ტკივილის სინდრომის ინტენსივობას, დილის შებოჭილობას, აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს. ხანგრძლივი გამოყენებისას, ახდენს მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი – 60-75 საათი. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. კანით რეზორბირებული ტენოქსიკამის რაოდენობა პროპორციულია ფართობის, რომელზეც ის დაიტანება, ასევე დამოკიდებულია პრეპარატის სუმარულ დოზაზე და კანის ჰიდრატაციის ხარისხზე. მეტაბოლიზმი ხორციელდება უმთავრესად ჰიდროქსილირების გზით. მეტაბოლიტების ძირითადი ნაწილი გამოიყოფა შარდით, არააქტიური მეტაბოლიტების სახით, დანარჩენი ნაწილი – ნაღველით.

მიღების ჩვენებები 

არტოქსანის გელი განკუთვნილია ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია კუნთების და სახსრების შემდეგ დაავადებებთან:

- რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი;

- რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება და ა.შ.);

- რბილი ქსოვილების და სახსრების პოსტტრავმული ანთება (დაჭიმვის, გადაძაბვის და დაზიანების შედეგად).

მიღების წესი და დოზები

არტოქსანი გელი გამოიყენება გარეგანი საშუალების სახით, 1-2 ჯერ დღე-ღამეში. დაახლოებით 2-5 სმ (1-2 გ) სიგრძის  გელის ზოლი დაიტანება კანზე და მსუბუქად შეიზილება.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ, აუცილებელია ხელების დაბანა.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებსა და თერაპიის ეფექტურობაზე. პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. 

პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ზედიზედ 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში რბილი ქსოვილების დაზიანებისას, ან რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებებისას და 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში – ართრიტით განპირობებული ტკივილის შემთხვევაში (თუ ექიმმა არ დაგინიშნათ მკურნალობის სხვა სქემა). თუ 7 დღის განმავლობაში არ აღინიშნება დადებითი კლინიკური დინამიკა, ან მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

წინააღმდეგჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს მიმართ;

- კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა;

- ორსულობის III ტრიმესტრი;

- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოვლენები

არტოქსანის გელი იშვიათად იწვევს გვერდით რეაქციებს. ზოგჯერ გელის დატანის ადგილას ჩნდება გაწითლება, ქავილი, ან წვის შეგრძნება.

ძალიან იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება).

განსაკუთრებული მითითებები

არტოქსანი გელი უნდა დაიტანოთ მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, თავი უნდა აარიდოთ ღია ჭრილობებში მის მოხვედრას. წასმის შემდეგ, არ უნდა დაიდოთ ოკლუზიური ნახვევი. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.  

არტოქსანი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის პორფირიისას (გამწვავების ფაზაში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებებისას, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას, გულის ქრონიკული უკმარისობის, ბრონქული ასთმისას, ხანდაზმული ასაკის პაციენტერბში.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

არტოქსანი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვასა და ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულ და მეძუძურ ქალებში არტოქსანის გელის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ამ კატეგორიის პირებში გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო.

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედების განვითარების ალბათობა უმნიშვნელოა, რადგან გარეგანი გამოყენებისას, ტენოქსიკამის სისტემური აბსორბცია დიდი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ სხვა აასს ერთად. არტოქსანის გელი არ უნდა გამოიყენოთ ადგილობრივ კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად.

დოზის გადაჭარბება 

დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა. შიგნით შემთხვევით გამოყენებისას, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომელიც ტენოქსიკამის პერორალური ფორმებისათვისაა დამახასიათებელი. სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და ადსორბენტის მიღება. მკურნალობა სიმპტომურია.

გამოშვების ფორმა

45 გ გელი ალუმინის ტუბში.

1 ალუმინის ტუბი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy