ქლორჰექსიდინი - Chlorhexid ხსნარი 0.05% 100მლ

2,19 GEL
მარაგშია
SKU
95045_966

ჩვენება: ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული დამწვარი ზედაპირების დეზინფექციისთვის.

ქლორჰექსიდინი 

(CHLORHEXIDIN) 

სამედიცინო გამოყენების შესახებ

შემადგენლობა: 

მოქმედი ნივთიერება: ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატი; 

100 მლ ხსნარი შეიცავს ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატის ხსნარს (20%) – 0,25 მლ; 

დამხმარე ნივთიერებები: წყალი გაწმენდილი. 

სამკურნალწამლო ფორმა. ხსნარი, გარეგანად გამოყენებისთვის. 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე უსუნო. 

ასევე, იხილეთ: ქლორჰექსიდინ - Chlorhexidine ბიგლუკონატი 0.05% 100მლ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. 

ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები. 

ათქ კოდი D08А C02. 

ფარმაკოლოგიური თვისებები. 

ფარმაკოდინამიკა.

ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი არის კათიონური ბიგუანიდი. ქლორჰექსიდინი შეიცავს უჯრედული ცილების ამინო ჯგუფებს. აღწევს ბაქტერიული უჯრედების უჯრედისშიდა მემბრანებში, ილექება ციტოპლაზმაზე და ცვლის მემბრანის ფუნქციას, აბრკოლებს ჟანგბადის მოხმარებას, რაც იწვევს ადენოზინტრიფოსფორის მჟავას (ატფ) დონის დაქვეითებას და უჯრედების სიკვდილს. ანგრევს დნმ-ს და არღვევს დნმ-ის სინთეზს მიკროორგანიზმებში. უზრუნველყოფს ხანგრძლივ პერსისტენტულ ანტიმიკრობულ აქტივობას, რაც აბრკოლებს მიკროორგანიზმების გამრავლებას მინიმუმ 6 საათის განმავლობაში პრეპარატის გამოყენების შემდეგ.

ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი ახდენს სწრაფ და გამოხატულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე (Treponema pallidum, Chlamidia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoeae, Gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis), ყველაზე მარტივებზე (Trichomonas vaginalis), ვირუსებზე (Herpes virus). სისხლისა და სხვა ორგანული ნივთიერებების არსებობისას ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის ანტიმიკრობული აქტივობა არ მცირდება.

ფარმაკოკინეტიკა.

ინტაქტურ (ხელუხლებელ) კანში არ აღწევს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პრაქტიკულად არ შეიწოვება. 300 მგ შემთხვევით ჩაყლაპვის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთის შემდეგ და შეადგენს 0,206 მკგ/ლ. ძირითადად გამოიყოფა განავლის მასებთან ერთად (90%), 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელების მიერ.

კლინიკური მახასიათებლები. 

ჩვენებები. 

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკისთვის (სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, გენიტალური ჰერპესი)

ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული დამწვარი ზედაპირების დეზინფექციისთვის; კანის და ლორწოვანი გარსების ინფექციების სამკურნალოდ ქირურგიაში, მეანობაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში (ურეთრიტები, ურეთროპროსტატიტები), სტომატოლოგიაში (გამოვლება და შესხურება - გინგივიტი, სტომატიტი, აფთები, პაროდონტიტი, ალვეოლიტი).

მიკროტრავმების (ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობის) დეზინფექციისთვის.

უკუჩვენებები. 

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალწამლო საშუალების კომპონენტების მიმართ. მიდრეკილება ალერგიული რეაქციების და ალერგიული დაავადებებისადმი, დერმატიტი, კანის ვირუსული დაავადებები.

არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება კონიუნქტივის დასამუშავებლად და ღრუების გამოსარეცხად, დიდი ზედაპირის მქონე ჭრილობაზე, ცენტრალური ნერვული სისტემის და სმენის არხზე ოპერაციების დროს, ოფთალმოლოგიაში, სმენის არხში შესაყვანად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები. 

დერმატიტის განვითარების თავიდან ასაცილებლად არ არის მიზანშეწონილი ქლორჰექსიდინისა და იოდის პრეპარატების ერთდროულად გამოყენება. 

ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი არის კათიონური ნივთიერება და შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნივთიერებებთან (საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, კოლოიდები, გუმიარაბიკი).

თავსებადია კათიონური ჯგუფის შემცველ პრეპარატებთან (ბენზალკონიუმის ქლორიდი, ცეტრიმონიუმის ბრომიდი).

ეთანოლი აძლიერებს სამკურნალწამლო საშუალების ეფექტს.

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 0,05% კონცენტრაციით შეუთავსებელია ბორატებთან, კარბონატებთან, ქლორიდებთან, ციტრატებთან, ფოსფატებთან და სულფატებთან, ვინაიდან წარმოიქმნება ძნელად ხსნადი ნალექები. 

გამოყენების თავისებურებები. 

მოერიდეთ სამკურნალწამლო საშუალების მოხვედრას ჭრილობის შიგნით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქალა-ტვინის ღია ტრავმა, ზურგის ტვინის დაზიანება ან ყურის აპკის პერფორაცია. თუ ხსნარი მოხვდება თვალების ლორწოვან გარსზე, ისინი სწრაფად და საგულდაგულოდ უნდა გამოირეცხოს წყლით. ჰიპოქლორიდული მათეთრებელი ნივთიერებების მოხვედრას ქსოვილებზე, რომლებსაც ადრე შეხება ჰქონდათ ქლორჰექსიდინის შემცველ პრეპარატებთან, მათზე ყავისფერი ლაქების გაჩენა შეიძლება მოჰყვეს. პრეპარატის ბაქტერიციდული მოქმედება ძლიერდება ტემპერატურის მატებასთან ერთად. 100°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი ნაწილობრივ იშლება.

პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭში. სამკურნალწამლო საშუალების შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, საჭიროა კუჭის ამორეცხვა ნედლი რძის, უმი კვერცხის, ჟელატინის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, ჩაატარეთ სიმპტომური თერაპია.

არ განაზავოთ ხისტი წყლით. შესაძლებელია სტერილიზაცია ავტოკლავში 116°C ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. ნუ მოახდენთ სტერილიზაციას იონური გამოსხივების მეშვეობით.

არ უნდა დაარღვიოთ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესები - ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. 

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში სამკურნალწამლო საშუალება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის. ნუ დაიმუშავებთ სარძევე ჯირკვლების ზედაპირს კვების წინ. 

სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის მოხდენის უნარი. 

ზეგავლენას არ ახდენს. 

გამოყენების წესი და დოზები. 

სამკურნალწამლო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ გარეგანად გამოყენებისთვის.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენებამდე უნდა დაიცალოს შარდის ბუშტი, დაიბანოთ ხელები და სასქესო ორგანოები. ამის შემდეგ მოხსენით თავსახური, დააწექით ბოთლის კედლებს და ხსნარის ნაკადით დაამუშაოთ ბოქვენის, ბარძაყის შიგნითა ზედაპირების, სასქესო ორგანოების კანი. შეიყვანეთ საცმის ცხვირი ურეთრის გარე ხვრელში, ხელით მჭიდროდ მიაჭირეთ შარდსაწვეთურს და გამოუშვით 2-3 მლ ხსნარი (მამაკაცებისთვის) ან 1-2 მლ ხსნარი (ქალებისთვის; საშოში - 5-10 მლ). შემდეგ, თითების გაუშვებლად, ამოიღეთ საცმი ურეთრიდან, ხოლო ხსნარი შეაჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში. დარჩენილი ხსნარი ქალებმა შეასხურონ საშოს. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია 2 საათის განმავლობაში შარდის ბუშტის არ დაცლა. ეს პროფილაქტიკური ღონისძიება ეფექტურია, თუ ის ჩატარდება სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 2 საათისა.

ურეთრიტისა და ურეთროპროსტატიტების კომპლექსური მკურნალობა ტარდება 2-3 მლ პრეპარატის ხსნარის ურეთრაში შეყვანით 1-2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს. პროცედურები უნდა დაინიშნოს დღეგამოშვებით.

მიკროტრავმების დროს კანი ჭრილობის გარშემო უნდა დამუშავდეს ხსნარით, შემდეგ ჭრილობას დაეფინოს ხსნარში დასველებული ხელსახოცი და დამაგრდეს ბინტით ან პლასტირით. სახვევი უნდა შეიცვალოს დღე-ღამეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე, კომპლექსური თერაპიის ხასიათზე და პრეპარატის გადატანის უნარზე.

წამლის ხსნარი გამოიყენება დასანამად, გამოსავლებად და აპლიკაციის სახით: დაიტანეთ 5-10 მლ ხსნარი კანის ან ლორწოვანი გარსების დაზიანებულ ზედაპირზე 1-3 წუთის განმავლობაში 2-3-ჯერ დღე-ღამეში (ტამპონზე ან დანამვით).

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზით. 

 ბავშვები. 

12 წლის ასაკამდე ბავშვებში არ გამოყენება. 

ჭარბი დოზირება. 

გარეგანად გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები უცნობია.

ნივთიერების დიდი რაოდენობით (300 მლ ქლორჰექსიდინი) შინაგანად არასწორად მიღება იწვევს ლეტალურ შედეგს ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის ნიშნებით.

შინაგანად მოხვედრის შემთხვევაში, პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება - კუჭი უნდა ამოირეცხოს რძის, ჟელატინის ან უმი კვერცხის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია. 

გვერდითი რეაქციები. 

ცალკეულ შემთხვევებში მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს, შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანის სიმშრალე და ქავილი, დერმატიტები, ხელების კანის წებოვნება, რომელიც შეინიშნება 3-5 წუთის განმავლობაში და ფოტომგრძნობელობა. გინგივიტების მკურნალობისას - კბილების მინანქრის შეღებვა, კბილის ქვის დალექვა, გემოვნების დარღვევა. 

რაიმე არასასურველი მოვლენის წარმოქმნისას, უნდა შეწყვიტოთ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენება და აუცილებლად მიმართოთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა. 

3 წელი.

არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები. 

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. 

შეფუთვა. 

100 მლ ფლაკონებში თავსახურით. 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy