Musitrol - მუსიტროლი კრემი 1% 15გ ტუბი
საერთაშორისო დასახელება: TERBINAFINE
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 1%: ტუბში 15 გ.
1 გ.
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ........ 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პრაფინი, პროპილენგლიკოლი, მაემულსირებელი ცვილი, ნატრიუმის ციტრატი, ქლორკრეზოლი, ცეტომაკროგოლი 1000, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ალილამინების ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებას, მათ შორის დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა: პრეპარატი წარმოადგენს ალილამინების ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმარეთ, რომლებიც იწვევენ კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებას, მათ შორის დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა: Trichophyton (მაგ.: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton tonsurans, Trichophyton violaceum), Microsporum (მაგ. Microsporum canis), Epidermophyton floccosum, Pityrosporumn და აგრეთვე Candida-ს ჯგუფის სოკოები.
ტერბინაფინი დაბალ კონცენტრაციით ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებზე, საფუარასმაგვარ და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. საფუარა სოკოებზე, მათი სახეობებიდან გამომდინარე, მოქმედებს ფუნგიციდურად ან ფუნგისტატურად. მუსიტროლი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანაში ფერმენტ სქვალენეპოქსიდაზას, შესაბამისად სოკოს უჯრედში ითრგუნება სტეროლების ბიოსინთეზი, რაც იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის დაგროვებას უჯრედის შიგნით, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება.
ჩვენება:
- დერმატოფიტებით გამოწვეული კანის სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა Trichophyton (მაგ.: T.rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum);
- თავის თმიანი ნაწილის მიკოზი (Mikrosporum canis, Epidermophyton floccosum);
- საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები, ძირითადად ისინი, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს ჯგუფის სოკოებით;
- სხვადასხვაფერი პიტირიაზი.
მკურნალობის ეფექტი ვლინდება პირველ დღეებში. პრეპარატის არარეგულარული მიღებისა და ნადრევი შეწყვეტისას, შესაძლებელია ინფექციის პროგრესირება.
თუ კლინიკური ეფექტი არ გამოვლინდა პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიკაცია.
ხანდაზმულ პაციენტებს მუსიტროლი ენიშნებათ იმავე დოზით, როგორც მოზრდილ პაციენტებს.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებულთი მითითებები:
* მუსიტროლის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატის თვალში მოხვედრა დაუშვებელია. მისი თვალში მოხვედრის დროს საჭიროა ჩამობანა გამდინარე წყლით.
* მუსიტროლის კრემი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
ჭარბი დოზირება:
მუსიტროლის ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში დოზის გადამეტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account