ანდროზიტოლი პლიუსი პაკ.N14

განსაკუთრებული ფასი 80,99 GEL რეგულარული ფასი 95,28 GEL
მარაგშია
SKU
63021_2366

ჩვენება:რეპროდუქციული და მეტაბოლური ფუნქციების აღდგენა

ANDROSITOL® PLUS არის საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, N-აცეტილცისტეინის, E ვიტამინის, L- კარნიტინის, L-არგინინის, ალფა-ლაქტალბუმინის, ფოლიუმის მჟავასა და სელენის შემცველობით, სასარგებლო ნუტრიენტების დამატებითი მიღების უზრუნველსაყოფად, საკვებიდან შემცირებული მიღების ან გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში. სელენი უზრუნველყოფს ნორმალურ სპერმატოგენეზს. გარდა ამისა, სელენი და ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ANDROSITOL® PLUS არ შეიცავს შაქარს.

ინოვაციური ფორმულა მამაკაცის ნაყოფიერების სამკურნალოდ! ზუსტად და სწორად შერჩეული შემადგენელი კომპონენტების სინერგიული მოქმედებით:
აუმჯობესებს სპერმოგრამის პარამეტრებს; იცავს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას ოქსიდაციური სტრესისაგან; ეფექტურია სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის შესამცირებლად;
ზრდის შვილოსნობის შანსებს.

რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს ANDROSITOL® PLUS-ის თითოეული კომპონენტი?

მიო-ინოზიტოლი: იგი არის სათესლე სითხეში ფიზიოლოგიურად არსებული მნიშვნელოვანი კომპონენტი. მიო-ინოზიტოლი ჩართულია სპერმატოზოიდის მოძრაობის და მომწიფების პროცესში ისევე როგორც უზრუნველყოფს ნორმალურ მორფოლოგიას. მიო-ინოზიტოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც რიგი ჰორმონების, მათ შორის FSH და ინსულინის მეორადი მესენჯერი და ამით პოზიტიურად მოქმედებს რეპროდუქციული და მეტაბოლური ფუნქციების აღდგენაში. არის სპერმატოზოიდების მომწიფებისა და მოძრაობის, მათი კარგი მორფოლოგიისათვის აუცილებელი კომპონენტი;

N-აცეტილცისტეინი: იგი ხასიათდება მუკოლიზური აქტივობით და საჭიროა სპერმის მაღალი ვისკოზურობის დროს. მისი საშუალებით სპერმატოზოიდს აქვს თავისუფლად გადაადგილების უნარი.

ვიტამინი E: იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

L-კარნიტინი: მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, განსაკუთრებით სათესლის და ეპიდიდიმალურ დონეზე.

L - არგინინი: არის უჯრედების დაყოფის პროცესში ჩართული მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მომწიფებას.

ალფა-ლაქტალბუმინი: იგი არის რძის შრატის პროტეინი. ალფა-ლაქტალბუმინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან ნივთიერებების, მათ შორის ინოზიტოლის, შეწოვის გაუმჯობესების თვალსაზრისით და უზრუნველყოფს ოპტიმალური, ფიზიოლოგიური ნაწლავური მიკროგარემოს აღდგენას.

ფოლიუმის მჟავა: იგი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა უკავშირდება ჰიპერჰომოცისტეინემიასა და სუბფერტილურ მდგომარეობას.

სელენი: უზრუნველყოფს  ნორმალურ სპერმატოგენეზს.

როგორ მიიღება  ANDROSITOL® PLUS?

რეკომენდირებულია დღეში ერთი პაკეტის მიღება. უმჯობესია არ დაამთხვიოთ კვებას.  გახსენით შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში (200 მლ).

ANDROSITOL® PLUS-ს შემადგენლობა: სრული ინგრედიენტების ჩამონათვალისთვის, იხილეთ ეტიკეტი. შეიცავს დამატკბობლებს, არ შეიცავს შაქარს. შაქრის შემცველობა 0,5%-ზე ნაკლებია.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მისცეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფ ბავშვებს. შეინახეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი არ არის მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გადაჭარბებულ დოზირებას შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი. ის შეიცავს რძის პროტეინს. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას. ვადა მითითებულია კოლოფზე.

ANDROSITOL® PLUS შეფუთვა : 3.0 გრამიანი 14 პაკეტი          

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l. (Italia)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა14
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy