მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Amvilab - ამვილაბი პრობიოტიკი KIDS 30 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,95 GEL რეგულარული ფასი 57,91 GEL
- Vitaferol - ვიტაფეროლი მეგა D3 2000სე კ 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 26,18 GEL რეგულარული ფასი 43,64 GEL
- FENOGEL - ფენოგელი გელი 50მგ/30მგ 40გგანსაკუთრებული ფასი 18,32 GEL რეგულარული ფასი 28,21 GEL
- Caripazim IQ - კარიპაზიმი IQ ფლაკონი 1 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 7,33 GEL რეგულარული ფასი 9,81 GEL
- ცრემლი ნატურალური 15მლგანსაკუთრებული ფასი 10,04 GEL რეგულარული ფასი 13,27 GEL
- Ferrocomb- ფეროკომბი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 17,54 GEL რეგულარული ფასი 29,24 GEL
- TANTUM VERDE - ტანტუმ ვერდე აეროზოლი 30მლგანსაკუთრებული ფასი 11,02 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Amvilab - ამვილაბი ამეტრიფსი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 24,55 GEL რეგულარული ფასი 49,09 GEL
- BENZILOR - ბენზილორი 5მგ/5მგ 20 საწუწნი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 11,10 GEL რეგულარული ფასი 22,20 GEL
- SPIROLACT - სპიროლაქტი 50მგ/20მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 16,23 GEL რეგულარული ფასი 23,38 GEL
- Amra Bi Forte - ამრა-ბი ფორტე 2.5/8.მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,94 GEL რეგულარული ფასი 49,98 GEL
- Zumm-25 - ზუმ-25 25მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 9,41 GEL რეგულარული ფასი 14,35 GEL
- Amvilab - ამვილაბი AMVI-NAIT - ამვი ნაითი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 19,37 GEL რეგულარული ფასი 38,75 GEL
- Amvilab - ამვილაბი Weiwevit ვეივევიტი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 36,05 GEL რეგულარული ფასი 72,10 GEL
- Amvilab - ამვილაბი კეპლერი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 75,13 GEL რეგულარული ფასი 150,25 GEL
- VELAXIN - ველაქსინი 75 მგ 28 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 14,13 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Amvilab - ამვილაბი ავილაკი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 30,95 GEL რეგულარული ფასი 61,90 GEL
- Amvilab - ამვილაბი ურობერი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 26,70 GEL რეგულარული ფასი 53,40 GEL
- Amvilab - ამვილაბი ვაშლის ძმარი 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account