მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ubichnon compositum ampullen - უბიქინონ კომპოზიტუმ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 24,15 GEL რეგულარული ფასი 33,54 GEL
- Cefavit - ცეფავიტი B-კომპლიტი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,63 GEL რეგულარული ფასი 38,38 GEL
- Canephron - კანეფრონი უნო 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,31 GEL რეგულარული ფასი 47,65 GEL
- Octenisept - ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი აპლიკატორით 50მლგანსაკუთრებული ფასი 67,76 GEL რეგულარული ფასი 84,70 GEL
- Jodbalance - იოდბალანსი 100მკგ 100ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,84 GEL რეგულარული ფასი 11,05 GEL
- Cyclodynon - ციკლოდინონი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 29,15 GEL რეგულარული ფასი 38,20 GEL
- Vertigoheel - ვერტიგოჰილი 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 21,07 GEL რეგულარული ფასი 31,85 GEL
- Adenuric - ადენურიკი 80მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 65,07 GEL რეგულარული ფასი 81,34 GEL
- Propofol - პროპოფოლ ლიპურო 1% 20მლ N5განსაკუთრებული ფასი 46,19 GEL რეგულარული ფასი 64,15 GEL
- Sinupret Forte - სინუპრეტი ფორტე 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 32,26 GEL რეგულარული ფასი 40,60 GEL
- Milgamma - მილგამა 100მგ 30 დრაჟეგანსაკუთრებული ფასი 35,23 GEL რეგულარული ფასი 44,04 GEL
- Bromhexin - ბრომგექსინი დრაჟე 8მგ 25 ცალიგანსაკუთრებული ფასი 4,10 GEL რეგულარული ფასი 5,13 GEL
- Klimadynon - კლიმადინონი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,89 GEL რეგულარული ფასი 33,18 GEL
- Berodual - ბეროდუალი 10მლ. 200 დოზა აეროზოლიგანსაკუთრებული ფასი 29,54 GEL რეგულარული ფასი 41,76 GEL
- Dicloberl - დიკლობერლი რეტარდი 100მგ. 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 10,55 GEL რეგულარული ფასი 14,91 GEL
- Canephron N - კანეფრონი N 60 დრაჟეგანსაკუთრებული ფასი 34,16 GEL რეგულარული ფასი 47,45 GEL
- Doritricin - დორიტრიცინი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,58 GEL რეგულარული ფასი 29,48 GEL
- Kolerin - კოლერინი 250მგ 10 კაფსულა GMPგანსაკუთრებული ფასი 12,53 GEL რეგულარული ფასი 25,06 GEL
- Doritricin - დორიტრიცინი ტყის კენკრა 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,76 GEL რეგულარული ფასი 30,95 GEL
- ACC - აცც აქტივი 600მგ ფხვნილი 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 13,31 GEL რეგულარული ფასი 18,49 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account