მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Flebodia - ფლებოდია 600მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 80,69 GEL რეგულარული ფასი 100,86 GEL
- Ultrabiotique Equilibre - ულტრაბიოტიკი Equilibre 16 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 22,69 GEL რეგულარული ფასი 28,36 GEL
- Arixtra - არიქსტრა 2.5მგ/0.5მლ შპრიცი 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 198,97 GEL რეგულარული ფასი 248,15 GEL
- Pileje Chronobiane - პილეჟე ქრონობიენ LP 1.9მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 50,30 GEL რეგულარული ფასი 55,89 GEL
- კლიმალანინი 400მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 20,31 GEL რეგულარული ფასი 22,57 GEL
- Oligofer - ოლიგოფერი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 42,69 GEL რეგულარული ფასი 50,20 GEL
- Hexalis - ჰექსალიზი საწუწნი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 11,53 GEL რეგულარული ფასი 12,81 GEL
- ჰექსასპრეი 2.5% 30გ სპრეიგანსაკუთრებული ფასი 13,64 GEL რეგულარული ფასი 15,16 GEL
- Panadol Baby - პანადოლი ბეიბი სუსპენზია 100მლგანსაკუთრებული ფასი 10,67 GEL რეგულარული ფასი 11,86 GEL
- Detralex - დეტრალექსი 1000მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 45,50 GEL რეგულარული ფასი 53,53 GEL
- Rennie - რენი 12 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 7,23 GEL რეგულარული ფასი 8,50 GEL
- Ultrabiotique - ულტრაბიოტიკი Instant 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 15,58 GEL რეგულარული ფასი 19,47 GEL
- Ameloteks - ამელოტექსი გელი 1% 50გრგანსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 31,86 GEL
- რინოსედალი ცხვირის სპრეი 20მლგანსაკუთრებული ფასი 47,14 GEL რეგულარული ფასი 58,92 GEL
- Theraflu Extra - ტერაფლუ ექსტრა 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 21,86 GEL რეგულარული ფასი 24,29 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account