მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Xylogel - ქსილოგელი ცხვირის გელი 0.1% 10გგანსაკუთრებული ფასი 15,75 GEL რეგულარული ფასი 21,88 GEL
- Sangera - სანგერა 100მგ/მლ 5მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 10,34 GEL რეგულარული ფასი 14,36 GEL
- Clodizon - კლოდიზონი 10მგ ფლაკონი და 3მლ ამპულაგანსაკუთრებული ფასი 16,99 GEL რეგულარული ფასი 21,22 GEL
- Efridol - ეფრიდოლი გრანულები 100მგ 30 საშეტიგანსაკუთრებული ფასი 10,14 GEL რეგულარული ფასი 14,20 GEL
- Ameloteks - ამელოტექსი-NEW გელი 1% 50გგანსაკუთრებული ფასი 27,89 GEL რეგულარული ფასი 34,89 GEL
- ტენიპრა 120მგ 14 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 63,90 GEL რეგულარული ფასი 88,75 GEL
- ტენიპრა 240მგ 56 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 372,60 GEL რეგულარული ფასი 517,49 GEL
- სიროფსედალი სიროფი 125მლგანსაკუთრებული ფასი 35,58 GEL რეგულარული ფასი 49,42 GEL
- ეპიდერმი X გელი 75მლგანსაკუთრებული ფასი 34,70 GEL რეგულარული ფასი 48,19 GEL
- Loximin - ლოქსიმინი 300მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 53,70 GEL რეგულარული ფასი 74,58 GEL
- Hydrocortison - ჰიდროკორტიზონი თვალის მალამო 0.5% 3გგანსაკუთრებული ფასი 4,51 GEL რეგულარული ფასი 6,27 GEL
- Tetracycline - ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% 5გგანსაკუთრებული ფასი 3,76 GEL რეგულარული ფასი 5,23 GEL
- ალიმოვიტი 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,89 GEL რეგულარული ფასი 49,85 GEL
- სანგლუკანი 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,07 GEL რეგულარული ფასი 50,10 GEL
- Biguanelle - ბიგუანელა ვაგინალური ხსნარი 100მლგანსაკუთრებული ფასი 58,81 GEL რეგულარული ფასი 69,19 GEL
- დუოტრიფსინი 600მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 33,95 GEL რეგულარული ფასი 47,15 GEL
- პრექსეტილი DR 10მგ+10მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,08 GEL რეგულარული ფასი 37,14 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account