მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Echinacea Compositum - ეხინაცეა კომპოზიტუმი 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 5,76 GEL რეგულარული ფასი 8,00 GEL
- Kids - ქიდსი 0-9 წვეთები ჰომეოკოქსინუმი 25მლგანსაკუთრებული ფასი 29,99 GEL რეგულარული ფასი 37,49 GEL
- Kids - ქიდსი 0-9 სიროფი ხველა და გაციება 100მლგანსაკუთრებული ფასი 27,28 GEL რეგულარული ფასი 37,89 GEL
- Traumeel - ტრაუმელი 2.2მლ. 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 4,17 GEL რეგულარული ფასი 5,79 GEL
- Cerebrum compositum - ცერებრუმ კომპოზიტუმი 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 5,60 GEL რეგულარული ფასი 7,83 GEL
- Spascupreel - სპასქუპრეელი 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 16,49 GEL რეგულარული ფასი 22,90 GEL
- Zeel T - ცეელ T 2მლ 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 10,79 GEL
- მედიტონზინი წვეთები 35გგანსაკუთრებული ფასი 18,03 GEL რეგულარული ფასი 22,54 GEL
- დენტოკინდი 150 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 21,33 GEL რეგულარული ფასი 30,09 GEL
- არტრა MSM - Artra MSM ჰიალურონი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 112,68 GEL რეგულარული ფასი 140,85 GEL
- ორნიცინი - Ornitsin 500მგ/500მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 21,20 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
- ელსანტი - Elsant სიროფი 2.5მგ/მლ 150 მლგანსაკუთრებული ფასი 15,84 GEL რეგულარული ფასი 22,00 GEL
- ელსანტი - Elsant 5 მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,36 GEL რეგულარული ფასი 26,89 GEL
- მუსიტროლი - Musitrol 250მგ 14 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 42,13 GEL რეგულარული ფასი 58,52 GEL
- ტეტესეპტი გლუკოზამინი - Tetesept Glucosamin 1600 40 ცალიგანსაკუთრებული ფასი 21,56 GEL რეგულარული ფასი 26,95 GEL
- ბიცილინ-5 - Biccilin-5 3 600 000 ერთეული 40განსაკუთრებული ფასი 43,17 GEL რეგულარული ფასი 59,95 GEL
- ბიცილინ-5 - Biccilin-5 1 500 000 ერთეული 40განსაკუთრებული ფასი 73,62 GEL რეგულარული ფასი 102,24 GEL
- კანამიცინი - Kanamycin 1გ 50 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 67,53 GEL რეგულარული ფასი 92,50 GEL
- ნატრიუმის დიკლოფენაკი -DICLOFENAC SODIUM 50მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 1,35 GEL რეგულარული ფასი 1,88 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account