მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Dip rilif - დიპ რილიფი გელი 100გგანსაკუთრებული ფასი 28,36 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- Ornaenzym - ორნაენზიმი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 41,23 GEL რეგულარული ფასი 43,40 GEL
- ვიტ. D3 წვეთები 50მლგანსაკუთრებული ფასი 40,92 GEL რეგულარული ფასი 43,07 GEL
- Osteocare - ოსტეოქეა სუსპენზია 200მლ 1 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Vascard - ვასკარდი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 65,27 GEL რეგულარული ფასი 68,71 GEL
- ნატურედროპსი წვეთები 50მლგანსაკუთრებული ფასი 55,61 GEL რეგულარული ფასი 58,54 GEL
- Avamys - ავამისი 27.5მკგ/120 დოზა სპრეიგანსაკუთრებული ფასი 36,39 GEL რეგულარული ფასი 38,30 GEL
- NEFROWISE - ნეფროვაისი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 49,20 GEL რეგულარული ფასი 51,79 GEL
- UROSTRONG - უროსთრონგი 500მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 58,68 GEL რეგულარული ფასი 61,76 GEL
- Sanuren - სანურენი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 44,93 GEL რეგულარული ფასი 47,29 GEL
- SaKolin - საკოლინი სიროფი 200მლგანსაკუთრებული ფასი 37,15 GEL რეგულარული ფასი 39,10 GEL
- Probiocsin - პრობიოქსინი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 53,68 GEL რეგულარული ფასი 56,51 GEL
- Mycota - მიკოტა კრემი 25გგანსაკუთრებული ფასი 17,72 GEL რეგულარული ფასი 18,65 GEL
- Vitamin B12 - ვიტამინი B12 ლაიფი სპრეი 30მლგანსაკუთრებული ფასი 59,21 GEL რეგულარული ფასი 62,33 GEL
- Diferol - დიფეროლი ფორტე D3 2000სე 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 28,74 GEL რეგულარული ფასი 30,25 GEL
- Megashelzee - მეგაშელზი 10 ტაბლეტი +10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 22,75 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account