მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Cocaroxin - კოკაროქსინი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,14 GEL რეგულარული ფასი 38,04 GEL
- Prebiovis - პრებიოვისი 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 38,15 GEL რეგულარული ფასი 40,16 GEL
- Allereyes - ალერაიზი თვალის წვეთები 1მგ/მლ 5მლგანსაკუთრებული ფასი 28,26 GEL რეგულარული ფასი 29,75 GEL
- Ketotifen - კეტოტიფენი სიროფი ფლაკონი 125მლგანსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 8,18 GEL
- Analgin - ანალგინი 0.5 გრამიანი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 4,58 GEL რეგულარული ფასი 4,82 GEL
- Phytin - ფიტინი 0.25გ 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 13,59 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
- Supravit C - სუპრავიტი C 1000მგ 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,57 GEL რეგულარული ფასი 9,02 GEL
- Vitamin B Complex - ვიტამინი ბ-კომპლექსი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 7,05 GEL რეგულარული ფასი 7,42 GEL
- Ketotifen - კეტოტიფენი 0.001გ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 5,80 GEL რეგულარული ფასი 6,10 GEL
- Tabex - ტაბექსი 1.5მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 89,30 GEL რეგულარული ფასი 94,00 GEL
- ჰედესპანი სიროფი 7მგ/1მლ 100მლგანსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 9,98 GEL
- კეტოფლექსი გელი 2.5% 50გგანსაკუთრებული ფასი 9,59 GEL რეგულარული ფასი 10,10 GEL
- Carsil - კარსილი მაქსი 110მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 27,55 GEL რეგულარული ფასი 29,00 GEL
- Cimcivita - ციმცივიტა 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 57,91 GEL რეგულარული ფასი 60,96 GEL
- Flortion - ფლორთიონი 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 33,46 GEL რეგულარული ფასი 35,22 GEL
- Choledevit - ქოლედევიტი 5600სე 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 42,75 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- ინფორინი აქტივი გელი 40გგანსაკუთრებული ფასი 22,46 GEL რეგულარული ფასი 23,64 GEL
- Exista-F - ექსისტა-Men 30 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 102,50 GEL რეგულარული ფასი 107,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account