მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Jocartil - ჯოკარტილი კრემი 75მლგანსაკუთრებული ფასი 28,08 GEL რეგულარული ფასი 35,10 GEL
- Clotrimazol - კლოტრიმაზოლი კრემი 1% 20გგანსაკუთრებული ფასი 3,81 GEL რეგულარული ფასი 5,29 GEL
- მიკოსანი პროტექტი სპრეი 80მლგანსაკუთრებული ფასი 54,66 GEL რეგულარული ფასი 68,17 GEL
- კასტიმედი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 29,51 GEL რეგულარული ფასი 36,88 GEL
- დრიმაქსი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,44 GEL რეგულარული ფასი 43,05 GEL
- Selta plus - სელტა პლიუსი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,42 GEL რეგულარული ფასი 43,02 GEL
- Valubronqo - ვალუბრონქო ჯუნიორი სიროფი 150გგანსაკუთრებული ფასი 16,13 GEL რეგულარული ფასი 22,40 GEL
- Kids 0-9 -ქიდსი 0-9 კბილების ამოჭრა 1მლ 20 ნებულაგანსაკუთრებული ფასი 39,63 GEL რეგულარული ფასი 49,54 GEL
- Cranberry - ქრანბერი პრემიუმი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,01 GEL რეგულარული ფასი 41,47 GEL
- Pini plus - პინი პლიუს ბალზამი 120მლგანსაკუთრებული ფასი 22,73 GEL რეგულარული ფასი 28,41 GEL
- ElFerro - ელფერო სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 29,80 GEL რეგულარული ფასი 36,34 GEL
- რესპენზიმო სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 28,16 GEL რეგულარული ფასი 39,11 GEL
- Cystoliberin Advance - ცისტოლიბერინი ადვანსი სუსპენზია 125მლგანსაკუთრებული ფასი 38,90 GEL რეგულარული ფასი 48,61 GEL
- Pepsan - პეპსანი ორალური გელი 30 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 23,58 GEL რეგულარული ფასი 26,20 GEL
- Aknetrent - აკნეტრენტი 10მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 10,73 GEL რეგულარული ფასი 14,90 GEL
- Valeriana MAX - ვალერიანა მაქსი 200მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 12,63 GEL რეგულარული ფასი 14,04 GEL
- Etothem - ეტოთემი კრემი 50გგანსაკუთრებული ფასი 21,68 GEL რეგულარული ფასი 30,11 GEL
- სინორესტი ცხვირის და წიაღისეულის სავლები 20 პაკეტი და ბოთლიგანსაკუთრებული ფასი 31,88 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account