მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
ეპიდუო - Epiduo ფორტე 30გ გელიგანსაკუთრებული ფასი 92,11 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
ტ3 ადა - T3 Ada გელი 0.1% 25გგანსაკუთრებული ფასი 28,99 GEL რეგულარული ფასი 34,11 GEL
Axotret - აქსოტრეტი 10მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 22,70 GEL რეგულარული ფასი 23,90 GEL
Aknetrent - აკნეტრენტი 20მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 18,81 GEL რეგულარული ფასი 23,50 GEL
Expigment - ექსპიგმენტი კრემი 4% 30გგანსაკუთრებული ფასი 8,59 GEL რეგულარული ფასი 9,80 GEL
Acnelec - აკნელეკი კრემი 1მგ/გ 30გგანსაკუთრებული ფასი 50,77 GEL რეგულარული ფასი 59,72 GEL
Axotret - აქსოტრეტი 20მგ 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 49,39 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
Clearwin - კლიერვინი პლიუსი გელი 10გგანსაკუთრებული ფასი 18,53 GEL რეგულარული ფასი 21,80 GEL
Benzoxide - ბენზოქსიდი გელი 20გგანსაკუთრებული ფასი 20,23 GEL რეგულარული ფასი 23,80 GEL
Tintin - ტინტინი კრემი 30გ ტუბიგანსაკუთრებული ფასი 19,16 GEL რეგულარული ფასი 22,55 GEL
Demolan forte - დემოლანი ფორტე 30გგანსაკუთრებული ფასი 36,12 GEL რეგულარული ფასი 42,50 GEL
Stop demodex - სტოპ დემოდექსი 150მლ ლოსიონიგანსაკუთრებული ფასი 34,82 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
Stop demodex - სტოპ დემოდექსი 270მლ საპონიგანსაკუთრებული ფასი 36,53 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
Acknes gel - აკნეს გელი 25მლგანსაკუთრებული ფასი 44,91 GEL რეგულარული ფასი 52,83 GEL
Eleclin-A - ელეკლინი A გელი 15გგანსაკუთრებული ფასი 26,92 GEL რეგულარული ფასი 31,67 GEL
Perolite Gel - პეროლაითი გელი 5% 30გგანსაკუთრებული ფასი 25,48 GEL რეგულარული ფასი 29,98 GEL
Perolite Gel - პეროლაითი გელი 2.5% 30გგანსაკუთრებული ფასი 23,51 GEL რეგულარული ფასი 27,66 GEL
Eleneon Plus - ელენეონ პლუსი კრემი 20გგანსაკუთრებული ფასი 17,41 GEL რეგულარული ფასი 20,48 GEL



ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account