მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
ფოლიუმის მჟავა 5მგ 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 6,50 GEL რეგულარული ფასი 7,65 GEL
Folium - ფოლიუმი 400მკგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
Pedia Well - პედია ველი რკინა წვეთები 50მლგანსაკუთრებული ფასი 44,18 GEL რეგულარული ფასი 51,98 GEL
კარბოფერი პლუსი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,53 GEL რეგულარული ფასი 41,80 GEL
Forky - ფორკი ორალ სითხე 50მლგანსაკუთრებული ფასი 29,43 GEL რეგულარული ფასი 34,85 GEL
Acidum Folicum - ფოლის მჟავა 5მგ 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 3,44 GEL რეგულარული ფასი 3,64 GEL
Ferrograd - ფეროგრადი 325მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,70 GEL რეგულარული ფასი 32,40 GEL
Ferumax - ფერუმაქსი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 29,26 GEL რეგულარული ფასი 34,42 GEL
Ferrum Lek - ფერუმ ლეკი სიროფი 50მგ/5მლ 100მლგანსაკუთრებული ფასი 19,72 GEL რეგულარული ფასი 23,20 GEL
Fersinol-F - ფერსინოლ-F 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 30,56 GEL რეგულარული ფასი 36,43 GEL
Feramed - ფერამედი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 29,58 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
Feratin Forte - ფერატინ ფორტე 30მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,30 GEL რეგულარული ფასი 41,45 GEL
Ramnofer - რამნოფერი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
Gravida Ferrum - გრავიდა ფერუმი 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 66,30 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
Oligofer - ოლიგოფერი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 42,69 GEL რეგულარული ფასი 50,20 GEL
სანტაფერი ფორტე ტაბ.N30განსაკუთრებული ფასი 49,12 GEL რეგულარული ფასი 57,78 GEL
სანტაფერი 50მგ/5მლ 150მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 29,17 GEL რეგულარული ფასი 34,32 GEL
ფეროვიტი სიროფი 50მგ/5მლ 100მლგანსაკუთრებული ფასი 26,54 GEL რეგულარული ფასი 33,17 GEL
Ferro-folgamma - ფერო-ფოლგამა ნეო 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 48,29 GEL რეგულარული ფასი 60,36 GEL


ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account