მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მაკროლაქსი ფხვ. 60გრ N4 პაკგანსაკუთრებული ფასი 31,70 GEL რეგულარული ფასი 48,90 GEL
- ნოვარესტი კიდსი სირ.150მლგანსაკუთრებული ფასი 32,08 GEL რეგულარული ფასი 40,09 GEL
- Melakid - მელაქიდი წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 24,41 GEL რეგულარული ფასი 26,93 GEL
- IALUNA - იალუნა 10 ვაგინალური სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 34,79 GEL რეგულარული ფასი 40,93 GEL
- Pavased - პავასედი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 19,01 GEL რეგულარული ფასი 26,40 GEL
- Uperio - უპერიო 97მგ/103მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 60,97 GEL რეგულარული ფასი 95,46 GEL
- Ginenorm - გინენორმი ვაგინალური ხსნარი 0.1გ/100მლ 5 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 46,74 GEL რეგულარული ფასი 51,55 GEL
- Deprox - დეპროქსი 500მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 71,60 GEL რეგულარული ფასი 84,22 GEL
- Heptral- ჰეპტრალი 400მგ 5 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 85,89 GEL რეგულარული ფასი 133,78 GEL
- Epid spray - ეპიდ ჯუნიორი საბავშვო 15მლ სპრეიგანსაკუთრებული ფასი 22,61 GEL რეგულარული ფასი 28,26 GEL
- OMK-2 - ომკ-2 თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 42,96 GEL რეგულარული ფასი 53,70 GEL
- Dexalgin - დექსალგინი ინექტი 2მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 21,99 GEL რეგულარული ფასი 27,49 GEL
- ქონდროქსილი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 42,80 GEL რეგულარული ფასი 53,50 GEL
- Tricortin - ტრიკორტინი 1000 2მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 43,83 GEL რეგულარული ფასი 54,78 GEL
- ლაქტო-G კიდსი 10 ფლაკონი GMPგანსაკუთრებული ფასი 31,46 GEL რეგულარული ფასი 37,06 GEL
- Reucoli - რეუკოლი 10მლ წვეთებიგანსაკუთრებული ფასი 32,22 GEL რეგულარული ფასი 37,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account