მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- PanDevit - პანდევიტი 2000სე 120 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 29,52 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Ibuvit D3 - იბუვიტი 4000სე 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 38,56 GEL რეგულარული ფასი 45,36 GEL
- PanDevit - პანდევიტი 4000სე 120 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 61,78 GEL რეგულარული ფასი 85,80 GEL
- ვიტა-მინ პლუისი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 23,91 GEL რეგულარული ფასი 33,20 GEL
- Axuridin - აქსურიდინი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 43,74 GEL რეგულარული ფასი 51,46 GEL
- Vigalex Forte - ვიგალექს ფორტე 2000სე 120 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 68,52 GEL რეგულარული ფასი 80,93 GEL
- Vigalex Max - ვიგალექს მაქსი 4000სე 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 62,49 GEL რეგულარული ფასი 73,51 GEL
- Chela Mag B6 - ჩელა მაგ B6 ჯუნიორი 15 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 32,40 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Bilivit - ბილივიტი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 26,04 GEL რეგულარული ფასი 36,70 GEL
- Calcitron - კალციტრონი 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,63 GEL რეგულარული ფასი 11,99 GEL
- PanDevit - პანდევიტი 400ერთ 10მლ სპრეიგანსაკუთრებული ფასი 16,56 GEL რეგულარული ფასი 23,00 GEL
- D3 Vita Plus - D3-ვიტა პლიუსი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 48,41 GEL რეგულარული ფასი 56,94 GEL
- Max-D-Vit - მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,32 GEL რეგულარული ფასი 29,15 GEL
- BILIVIT - ბილივიტი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 22,64 GEL რეგულარული ფასი 31,84 GEL
- Gold-vit D3 - გოლდ ვიტამინი D3 4000სე 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 32,40 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Biotynox - ბიოტინოქსი 5მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 59,99 GEL
- ცენტროვიტი G ჟენშ.შუშხ.ტაბ.N20განსაკუთრებული ფასი 15,45 GEL რეგულარული ფასი 21,60 GEL
- ცენტროვიტი მინერალ.შუშ.ტაბ.N20განსაკუთრებული ფასი 15,37 GEL რეგულარული ფასი 21,54 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account