მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Detrivit - დეტრივიტი K2 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 33,23 GEL რეგულარული ფასი 39,12 GEL
- ჯენესისი შუშხუნა ტაბლეტი 20 ცალიგანსაკუთრებული ფასი 25,04 GEL რეგულარული ფასი 34,78 GEL
- Sunlife D3 - სანლაიფი D3 1000სე 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,20 GEL რეგულარული ფასი 37,78 GEL
- Calci D-Denk - კალცი დე-დენკი 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 17,14 GEL რეგულარული ფასი 23,81 GEL
- Cefavit - ცეფავიტი B-კომპლიტი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,63 GEL რეგულარული ფასი 38,38 GEL
- Cefavit - ცეფავიტი B12 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 41,72 GEL რეგულარული ფასი 57,95 GEL
- Tetesept Vit D3 - ტეტესეპტი ვიტამინი D3 7000სე 12 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 18,75 GEL
- Tetesept Biotin - ტეტესეპტი ბიოტინი 1000 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 18,94 GEL რეგულარული ფასი 23,68 GEL
- Calcerone - კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 22,63 GEL რეგულარული ფასი 26,62 GEL
- Vitagamma - ვიტაგამა D3 1000სე 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 14,21 GEL რეგულარული ფასი 17,76 GEL
- Milgamma mono - მილგამა მონო 300მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 78,62 GEL რეგულარული ფასი 98,28 GEL
- Vitamin C - ვიტამინი C1000მგ+Zn10მგ 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Vitagamma D3 - ვიტაგამა D3 დუო 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 47,23 GEL რეგულარული ფასი 59,04 GEL
- Vitagamma D3 - ვიტაგამა D3 5600სე 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,09 GEL რეგულარული ფასი 46,37 GEL
- კალცი+D3 დენკი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 17,38 GEL რეგულარული ფასი 24,07 GEL
- ვიტაგამა D3 2000სე ტაბ.N100განსაკუთრებული ფასი 48,66 GEL რეგულარული ფასი 60,83 GEL
- Milgamma - მილგამა 2მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 19,51 GEL რეგულარული ფასი 24,20 GEL
- Cinkit - ცინკიტი 10მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,21 GEL რეგულარული ფასი 24,01 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account