მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ferrumnest B - ფერუმნესტი B 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 32,98 GEL რეგულარული ფასი 45,80 GEL
- Trefol - ტრეფოლი 400მკგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 13,81 GEL რეგულარული ფასი 19,50 GEL
- Folic Acid - ფოლის მჟავა 5მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 6,54 GEL რეგულარული ფასი 8,18 GEL
- ფეროვიტი-ავერსი საღეჭი ტაბლეტი 100მგ 30ცალიგანსაკუთრებული ფასი 31,56 GEL რეგულარული ფასი 39,45 GEL
- Galfer - გალფერი 305მგ 100 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 79,17 GEL რეგულარული ფასი 109,95 GEL
- Ferofolin - ფეროფოლინი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 52,61 GEL რეგულარული ფასი 69,40 GEL
- ბრიფოლი ტაბ. 400მკგ N30განსაკუთრებული ფასი 23,80 GEL რეგულარული ფასი 29,75 GEL
- Tothema - ტოტემა 20 დასალევი ამპულაგანსაკუთრებული ფასი 18,71 GEL რეგულარული ფასი 23,39 GEL
- ასპი - ASP 100 100მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 6,01 GEL რეგულარული ფასი 8,35 GEL
- კლოპიდ-ასი - Clopid-AS 75მგ/75მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 32,08 GEL რეგულარული ფასი 44,55 GEL
- Heparin - ჰეპარინი 25 000 ერთეული 5მლ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 169,41 GEL რეგულარული ფასი 235,29 GEL
- Pluscard - პლუსკარდი 100მგ+40მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 18,02 GEL რეგულარული ფასი 25,02 GEL
- Asaphen - ასაფენი 80მგ 500 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 197,63 GEL რეგულარული ფასი 274,48 GEL
- Fraxiparine - ფრაქსიპარინი(ჰეპარინი) 0.6მლ 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 153,27 GEL რეგულარული ფასი 239,90 GEL
- Fraxiparine - ფრაქსიპარინი(ჰეპარინი) 0.4მლ 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 116,93 GEL რეგულარული ფასი 162,40 GEL
- FRAXIPARINE - ფრაქსიპარინი(ჰეპარინი) 0.8მლ 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 230,00 GEL რეგულარული ფასი 354,90 GEL
- FRAXIPARINE - ფრაქსიპარინი (ჰეპარინი) 0.3მლ 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 121,67 GEL რეგულარული ფასი 168,99 GEL
- Rivarox - რივაროქსი 20მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Rivarox - რივაროქსი 15მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account