მაგნონორმი - Magnonorm ჯენერიკონი 342/670 30 ხსნადი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 61,21 GEL რეგულარული ფასი 83,13 GEL
მარაგშია
SKU
90839_3628

ჩვენება: გამოიყენება მაგნიუმის დეფიციტის ყველა ფორმის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების დროს, რომლებიც არ საჭიროებს ინექციურ მკურნალობას.

მაგნონორმი ჯენერიკონი 365 მგ ხსნადი ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: მაგნიუმის ოქსიდი და მაგნიუმის კარბონატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

- შეინახეთ ფურცელი ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- პრეპარატი დაგენიშნათ ინდივიდუალურად თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი ნიშნებისა, შესაძლოა ავნოს მათ.

- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის

1. რა არის მაგნონორმი ჯენერიკონი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ მაგნონორმი ჯენერიკონის მიღებამდე

3. მაგნონორმი ჯენერიკონის მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. მაგნონორმი ჯენერიკონის შენახვის პირობები

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

1. რა არის მაგნონორმი ჯენერიკონი და რისთვის გამოიყენება

მაგნონორმი ჯენერიკონი365 მგ ხსნადი ტაბლეტები აქტიური ნივთიერები სახით შეიცავს მაგნიუმს, მაგნიუმის ოქსიდის და მაგნიუმის კარბონატის ფორმით.

მაგნონორმი ჯენერიკონი გამოიყენება მაგნიუმის დეფიციტის ყველა ფორმის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების დროს, რომლებიც არ საჭიროებს ინექციურ მკურნალობას.

2. რა უნდა იცოდეთ მაგნონორმი ჯენერიკონის მიღებამდე

არ მიიღოთ მაგნონორმი ჯენერიკონი

- თუ გაქვთ ალერგია მაგნიუმის ოქსიდის, მაგნიუმის კარბონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები

- თუ აღინიშნება ორგანიზმიდან სითხის ძლიერი დაკარგვა (დეჰიდრატაცია).

- თუ გაქვთ მიდრეკილება საშარდე გზებში გარკვეული სახის კენჭების წარმოქმნის მიმართ (კალციუმის, მაგნიუმის, ამონიუმის ფოსფატის კენჭები).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მაგნონორმი ჯენერიკონის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაწუხებთ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევები. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაგნონორმი ჯენერიკონის მიღებამდე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში მაგნიუმის დაგროვება. ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს სისხლში მაგნიუმის დონე.

ბავშვები და მოზარდები 14 წლამდე

მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო მაგნონორმი ჯენერიკონი არ არის მისაღები ბავშვებისა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

სხვა პრეპარატები და მაგნონორმი ჯენერიკონი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ/იყენებთ, ბოლო პერიოდში იღებდით/იყენებდით ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

დაცული უნდა იყოს 3-4 საათიანი ინტერვალი მაგნონორმი ჯენერიკონის და რკინის შემცველი პრეპარატების, ტეტრაციკლინების, ნატრიუმის ფტორიდის, ქლორპრომაზინის ან დიგოქსინის მიღებას შორის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

მაგნონორმი ჯენერიკონის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის დანიშნულებით.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მაგნონორმი ჯენერიკონი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მაგნონორმი ჯენერიკონი შეიცავს კალიუმს და ნატრიუმს.

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 2.5 მმოლ (ან 97.6 მგ) კალიუმს თითო დოზაზე. გასათვალისწინებელია თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ან კალიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

აღნიშნული პრეპარატის თითო ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 107 მგ ნატრიუმს (საკვები/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი), რაც ექვივალენტურია ზრდასრულთათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური კვებითი მოხმარების 5%-სა.

მაგნონორმი ჯენერიკონი არ შეიცავს შაქარს და შესაბამისად მისაღებია დიაბეტით დაავადებულთათვის.

3. მაგნონორმი ჯენერიკონის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ხსნადი ტაბლეტი მთლიანად გახსენით ჭიქა წყალში და დალიეთ დაუყოვნებლივ. კვების წინ მიღება აუმჯობესებს ორგანიზმში შეწოვას.

მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული დოზა.

თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, გამოიყენება შემდეგი დოზირება:

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 1 ხსნადი ტაბლეტი დღეში ერთხელ

ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:

დოზის ფრთხილად შერჩევაა საჭირო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). მაგნონორმი ჯენერიკონი 365 მგ ხსნადი ტაბლეტები არ მიიღება თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში (იხ. „არ მიიღოთ მაგნონორმი ჯენერიკონი“).

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მაგნონორმი ჯენერიკონი

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (დიარეა) და შესაძლოა დაღლილობის მწვავე სიმპტომები. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

თუ დაგავიწყდათ მაგნონორმი ჯენერიკონის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენების შესახებ.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ნაკლებად ხშირი(100-დან 1 პაციენტში):

- განავლის დარბილება ან თუნდაც დიარეა (შეიძლება გამოსწორდეს დღიური დოზის შემცირებით ან დროებით შეწყვეტით).

იშვიათი (1,000-დან 1 პაციენტში):

- დაღლილობის სიმპტომები მაღალი დოზების და ხანგრძლივად გამოყენებისას. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ სისხლში უკვე მიღწეულია მაგნიუმის მომატებული კონცენტრაცია.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5.მაგნონორმი ჯენერიკონის შენახვის პირობები

შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, რომ დაიცვათ შიგთავსი ტენისგან.

თავსახური შეიცავს დესიკანტი სილიციუმის გელს, რომელიც იცავს ხსნად ტაბლეტებს ჰაერის ტენიანობისგან. დესიკანტის შემთხვევით მიღება, თუნდაც მცირეწლოვანი ბავშვების მიერ, უსაფრთხოა და არ საჭიროებს ზომების მიღებას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ პრეპარატი მუყაოს ფოლოფზე და ტუბის ძირზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მაგნონორმი ჯენერიკონი:

- აქტიური ნივთიერებები:

342 მგ მაგნიუმის ოქსიდი და 670 მგ მაგნიუმის კარბონატი (შეესაბამება 365 მგ = 15 მმოლ მაგნიუმს)

მაგნიუმის ციტრატი არის წყალხსნარში.

- სხვა ინგრედიენტები:

ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, კალიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმი საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლაიმის და ლიმონის არომატი.

როგორია მაგნონორმი ჯენერიკონი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

ხსნადი ტაბლეტები.

თეთრი ტაბლეტები გლუვი ზედაპირით.

ხსნადი ტაბლეტები მოთავსებულია პლასტმასის ტუბებში, 20 და 2 x 15 ტაბლეტი.

შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს ბაზარზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy