ლიკოფორი კაფს.N30
ჩვენება:კვებითი დანამატი- ანტი ოქსიდანტი
ლიკოპენის შემცველი კვებითი დანამატი
30 x 750 მგ კაფსულა
ლიკოფორი არის პომიდორის ექსტრაქტის შემცველი კვებითი დანამატი, რომელიც გახსნილია (გატიტრულია)
ლიკოპენის ხსნარში და ხასიათდება მაღალი ანტი-ოქსიდანტური აქტივობით. ლიკოპენი მიიღება ორგანული პომიდორისაგან, ქიმიური გამხსნელების გამოყენების გარეშე. ლიკოფორი ასევე შეიცავს ლუთეინს, ზეაქსანთინს და ვიტამინებს, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღმოფხვრილი იქნეს ამ კვებითი ნივთიერებების მხრივ განვითარებული დეფიციტი, ან დაკმაყოფილებული იქნეს ამ კვებითი ნივთიერებების გაძლიერებული მოთხოვნა ორგანიზმის მიერ. კერძოდ, C ვიტამინი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესის განვითარებისაგან და განაპირობებს ჯანმრთელი სისხლძარღვების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნორმალური კოლაგენის გამომუშავებას. ლიკოფორის შემადგენლობაში შემავალი
ლიკოპენი წარმოადგენს სერტიფიცირებულ და 100%-ით ბუნებრივ/ორგანულ ნივთიერებას.
ლიკოპენი მიეკუთვნება ნივთიერებათა კაროტინოიდულ ოჯახს და ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტი-ოქსიდანტური თვისებებით. ის უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილია პომიდორსა და მისგან გამოყოფილ პროდუქტებში, იგი არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს როგორც ჯანსაღი კვების შემადგენელი ნაწილი.
ლიკოფორის შემადგენლობაში წარმოდგენილი ლიკოპენი ექსტრაგირებულია არა-გენმოდიფიცირებული ორგანული პომიდორებიდან (ქიმიური გამხსნელების გამოყენების გარეშე) და იგი არ შეიცავს რაიმე სახის ქიმიურ ნარჩენებს. ლიკოპენი არის მძლავრი ანტი-ოქსიდანტი, რომელიც, პროდუქტის შემადგენლობაში წარმოდგენილ სხვა კვებით დანამატებთან ერთად, უზრუნველყოფს ლიკოფორის, როგორც თვალის ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებისათვის მოწოდებულ პროდუქტს.
მიღების წესი: რეკომენდირებული დოზირება გულისხმობს ერთი კაფსულის მიღებას დღეში ერთხელ, სადილის დროს, სასმელ წყალთან ერთად.
შემადგენლობა: 80% ომეგა-3 თევზის ქონი ტოკოფეროლთან და საკვებად ვარგის ჟელატინთან ერთად; ფურისულას თესლების ზეთი (Oenothera Biennis L.) 10% GLA-ში, სიმყარის მიმცემი აგენტი: გლიცეროლი (E 422); C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა), ლუთეინში (მარცვლეულის მალტოდექსტრინის) გახსნილი ტაგეტის (Tagetes erecta L.) ყვავილის 20% მშრალი ექსტრაქტი; ლიპოის მჟავა, შემასქელებელი აგენტი: ცხიმოვანი მჟავეების მონო- და დი-გლიცერიდები (E 471); ლიკოპენში გახსნილი პომიდორის (Solanum lycopersicum L.) ნაყოფის 18% მშრალი ექსტრაქტი; რესვერატროლში გახსნილი პოლიგონიუმის (Polygonum cuspidatum Siebold & Zucc.) ფესვების 98% მშრალი ექსტრაქტი, ემულსიფიკატორი: სოიოს ლეციტინი (E 322); ზეაქსანთინში (მარცვლეულის მალტოდექსტრინის) გახსნილი ტაგეტის (Tagetes erecta L.) ყვავილის 10% მშრალი ექსტრაქტი; ბუნებრივი E ვიტამინი (მზესუმზირის ზეთში გახსნილი d-ალფა ტოკოფეროლი). ფერის მიმცემი: რკინის ოქსიდის წითელი (E172). შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: მაგნიუმის სტეარატი (E 470b).
შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების საშუალო შემცველობის მახასიათებლები |
1 კაფსულაში შემავალი მაქსიმალური დღიური დოზისათვის: | NRVs % 1 კაფსულაში |
თევზის ქონი საიდანაც: ომეგა 3 საიდანაც: EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) DHA (დოკოსაჰექსაენის მჟავა) ფურისულას ზეთი ომეგა 6 GLA ვიტამინი C ტაგეტის d.e. ** საიდანაც: ლუთეინი ტაგეტის d.e. ** საიდანაც: ზეაქსანთინი α-ლიპოის მჟავა პომიდორის ექსტრაქტი საიდანაც: ლიკოპენი რესვერატროლი ვიტამინი E |
228 მგ 164 მგ 107 მგ 43 მგ 90 მგ 70 მგ 8 მგ 60 მგ 50 მგ 10 მგ 20 მგ 2 მგ 35 მგ 25 მგ 4,5 მგ 20 მგ 10 მგ α-TE |
75% 83% |
*%NRVs: კვებითი დანამატებისათვის მოწოდებული ეტალონური სტანდარტები (Reg. UE 1169/2011);
** მშრალი ექსტრაქტი
სიფრთხილის ზომები:
ლიკოფორი გამოყენებული უნდა იქნეს სხვადასხვა სახის დიეტასთან, ბალანსირებულ კვებასთან და ცხოვრების ჯანმრთელ წესთან ერთად კომბინაციაში.
გლიკემიის დამაქვეითებელ მკურნალობაზე მყოფმა ინდივიდებმა, ამ პროდუქტის გამოყენებამდე, უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
ვარგისიანობის ვადა ძალაშია პროდუქტის სწორედ შენახვის პირობებში, მის თავდაპირველ შეფუთვაში.
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, სითბოს წყაროსაგან მოშორებით.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
მიღების დროს არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
პროდუქტი შენახული უნდა იქნეს 3 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
FARMIGEA S.p.A., იტალია
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account