ლიზობაქტო - Lysobact დუო საწუწნი ტაბლეტი 20

განსაკუთრებული ფასი 15,88 GEL რეგულარული ფასი 22,05 GEL
მარაგშია
SKU
92453_1093

ჩვენება: პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისათვის, როგორიცაა: გინგივიტი, სტომატიტი  და აფთოზური წყლულები.

ლიზობაქტი დუო® 20 მგ/1.5 მგ

დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები

ლისოზიმი/ცეტილპირიდინი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა!

პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. ამიტომ საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა ამ პროდუქტით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1.   რას წარმოადგენს ლიზობაქტი დუო და მისი გამოყენება

2.   ლიზობაქტი დუოს გამოყენებამდე

3.   ლიზობაქტი დუოს გამოყენების წესი

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.   ლიზობაქტი დუოს შენახვის წესი

6.   დამატებითი ინფორმაცია

 

1.   რას წარმოადგენს ლიზობაქტი დუო და მისი გამოყენება

ლიზობაქტი დუო შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ლისოზიმის ჰიდროქლორიდსა და ცეტილპირიდინის ქლორიდს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე – ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.

ლიზობაქტი დუო გამოიყენება:

·       პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისათვის, როგორიცაა: გინგივიტი (ღრძილების დაავადება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება) და აფთოზური წყლულები (მცირე ზომის წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე);

·       ადიუვანტური ადგილობრივი მკურნალობა ყელის ტკივილის დროს, ყლაპვის დროს ტკივილის, და ხორხისა და ხახის ანთების დროს; 

·       ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე ქირურგიულ ოპერაციამდე და მის შემდეგ (ტონზილებზე, ხორხზე) და ტრავმის ან აბსცესის შემთხვევაში, ასევე, კბილის ექსტრაქციის შემდეგ.

ლიზობაქტი სპრეის ფორმით იხილეთ აქ: ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი 30მლ

2.   ლიზობაქტი დუოს გამოყენებამდე

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლიზმის დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა მედიკამენტების მიმართ ან ჰქონდა ალერგიული რეაქციები ზოგიერთი მათგანის მიმართ.

დაუშვებელია ლიზობაქტი დუოს გამოყენება

·       თუ პაციენტი ალერგიულია ლისოზიმის ჰიდროქლორიდის, ცეტილპირიდინის ქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; 

·       თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა კვერცხის ცილის მიმართ;

·       თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

სიფრთხილის ზომები ლიზობაქტი დუოს გამოყენებისას

თერაპიული ჩვენებებით არ არის რეკომენდებული 5 დღეზე მეტ ხანს გამოყენება, რადგან შეიძლება დაირღვეს პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის (ბუნებრივი დამცველობითი ბარიერი) ბალანსი სოკოების ან ბაქტერიების გამრავლების რისკის გამო.

თუ სიმპტომები გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს და/ან აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ლისოზიმის გამოყენებისას აღინიშნა ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა). თუ ვითარდება გამონაყარი, ქავილი ან კანის სიწითლე, სახის, ტუჩების პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, ასევე, სუნთქვის და/ან ყლაპვის გაძნელება, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები მედიკამენტის მიმართ და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.

პირის ღრუს ლორწოვანის და ხორხის ნაწილის დაავადებები

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ვლინდება სხვა სიმპტომები (ტემპერატურის მომატება, ჩირქის ამოფურთხება, ყლაპვის გაძნელება), ან სიმპტომები უარესდება, ან პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს 5 დღის შემდეგ.

სხვა მედიკამენტების გამოყენება ლიზობაქტი დუოსთან ერთად 

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე, იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს მომავალში. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. 

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

არ უნდა მოხდეს სხვადასხვა მედიკამენტების ერთდროულად მიღება, რომლებიც შეიცავენ ადგილობრივ ანტისეპტიკურ აგენტებს.

ლიზობაქტი დუოს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვების ან სასმელის მიღება არ ახდენს გავლენას ლიზობაქტი დუოს ეფექტურობაზე.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ფეხმძიმობა

სიფრთხილის ზომის სახით, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.

ლაქტაცია

ადამიანის რძეში პრეპარატის გამოყოფის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა გაფრთხილებები

ეს მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს (E420) დამატკბობელის სახით, რომლის მიღება შეიძლება დიაბეტით დაავადებული პირებისათვის. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

3.   ლიზობაქტი დუოს გამოყენების წესი

დოზირება

მოზრდილები და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:

3-6 დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი დღეში, მინიმუმ 2 სთ-იანი ინტერვალით დოზებს შორის. დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები უნდა გაიხსნას პირის ღრუში.

ლიზობაქტი დუო არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის.

მკურნალობის ხანგრლივობა

რეკომენდებულია, რომ პროდუქტის გამოყენება არ გაგრძელდეს 5 დღეზე მეტ ხანს. 

ლიზობაქტი დუოს დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც აღმოუჩენს პაციენტს საჭირო დახმარებას.

ლიზობაქტი დუოს დოზის გამოტოვებისას

მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის გამოყენება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.

ლიზობაქტი დუოს® გამოყენების დავიწყებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგ, კი მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით, რეკომენდებული წესით. 

ლიზობაქტი დუოს გამოყენების შეწყვეტისას

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობის მიხედვით.

მედიკამენტის გამოყენების უეცრად შეწყვეტა არ იწვევს რაიმე საზიანო ეფექტს ორგანიზმზე.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ან დამატებითი კითხვები აქვს ლიზობაქტი დუოს გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლიზობაქტი დუოც იწვევს გვერდით მოვლენებს.

ლიზობაქტი დუო სპრეისთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ან მათი სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) და ანაფილაქსიური შოკი. ეს რეაქციები ხასიათდება სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპებით და შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი (ბრონქოკონსტრიქცია), ასევე არტერიული წნევის დაცემა და სისუსტის შეგრძნება (ცირკულატორული გართულებები).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

სიხშირე უცნობია: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

გარდა ამისა, აღწერილ იქნა კანის მძიმე რეაქციების იზოლირებული (ინდივიდუალური) შემთხვევები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რომელთაგან ზოგი შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ამ რეაქციებს მოსდევს ძლიერი სიწითლე, კანზე ბუშტუკების განვითარება და/ან კანის აქერცვლა.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა აღინიშნება ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენებისას, მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

მედიკამენტის გამოყენების შემდეგ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

5.   ლიზობაქტი დუოს შენახვის წესი

ლიზობაქტი დუო ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C ტემპერატურამდე.

დაუშვებელია ლიზობაქტი დუოს გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა: 36 თვე

6.   დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლიზობაქტი დუო 

ლიზობაქტი დუოს თითოეული დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 20.00 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 800.000 FIP ერთეულს და 1.50 მგ  ცეტილპირიდინის ქლორიდს.

ლიზობაქტი დუო შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: სორბიტოლი (E420), პოვიდონი, ბაღის პიტნის არომტი და მაგნიუის სტეარატი.

ლიზობაქტი დუოს ფორმა და შეფუთვა

თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული საწუწნი ტაბლეტები.

შეფუთვის შემცველობა:

შესაფუთი მასალა: პვქ/პვდქ/ალ ბლისტერი

20 დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი (2 ბლისტერი 10 საწუწნი ტაბლეტით, შესაბამისად).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy