ლაქტიდინი - Lactidin წვეთები 30მლ

განსაკუთრებული ფასი 60,11 GEL რეგულარული ფასი 63,28 GEL
მარაგშია
SKU
90150_1999

ჩვენება: ლაქტაზას დეფიციტი,ლაქტოზას აუტანლობა,მუცლის კოლიკა, შებერილობა, დიარეა,რძის და რძის პროდუქტების მონელების დარღვევა.

ლაქტიდინი

წვეთები

გამოყენების ინსტრუქცია

საკვები დანამატი

შემადგენლობა:

ყოველი 1 მლ შეიცავს ლაქტაზას - 3750 მლე.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, კალიუმის ქლორიდი, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს სათანადო ოდენობის ლაქტაზას, რომელიც რძის შაქარს გლუკოზად და გალაქტოზად შლის, აღნიშნული ნივთიერებები კი წვრილ ნაწლავში შეიწოვება. ფერმენტ ლაქტაზის უკმარისობა რძის შაქრის - ლაქტოზის აუტანლობას იწვევს. საღი რძის და რძის პროდუქტების მიღებისას, ლაქტაზის დეფიციტის შემთხვევაში ლაქტოზა უცვლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც მის მონელებას ნაწლავის მიკროორგანიზმები იწყებენ, ამას კი დიდი ოდენობით აირების წარმოქმნა, დიარეა და შებერილობა სდევს თან.

ლაქტიდინი ხელს უწყობს ლაქტაზას დეფიციტის სიმპტომების სწრაფ ბლოკირებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების ხარისხს. ჩვილებში ლაქტიდინი კარგად გამოიყენება რძის მონელებისთვის, მუცლის ტკივილის სიმძიმის შესამცირებლად და კოლიკის მოხსნისთვის.

ლაქტიდინის წვეთები შეიცავს ლაქტაზას ფერმენტს, მიიღებულს Aspergillus Oryzae-დან, რომელიც მეცნიერული მონაცემების მიხედვით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო წყაროდ ადამიანის მოხმარებისთვის.

გამოყენება:

  • ლაქტაზას დეფიციტი
  • ლაქტოზას აუტანლობა
  • მუცლის კოლიკა, შებერილობა, დიარეა
  • რძის და რძის პროდუქტების მონელების დარღვევა

გაფრთხილება:

შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ინგრედიენტების მიმართ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

მიღების წესი და დოზირება

ასაკი

რძის რაოდენობა

ერთ მიღებაზე

წვეთებისრაოდენობა

ერთ მიღებაზე

ლაქტაზის რაოდენობა

ერთ მიღებაზე

0 – 1 თვე

100 მლ

5 წვეთი

750 მლე

2 – 6 თვე

150 მლ

8 წვეთი

1200 მლე

7 – 12 თვე

200 მლ

10 წვეთი

1500 მლე

1 წლის ზემოთ

250 მლ

12 წვეთი

1800 მლე

• მიიღება 30 წუთით ადრე საკვების, რძის ან რძის პროდუქტების მიღებამდე.

•1 წვეთი შეიცავს 150 მლე ლაქტაზას.

* ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გამოშვების ფორმა:

წვეთები 30 მლ.

ვარგისობის ვადა:

2 წელი წარმოების დღიდან. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ასევე , იხილეთ : LactaPrev - ლაქტაპრევი წვეთები 15მლ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy