ლაქს ფორტე ბეიბი 10 სუპოზიტორია
ჩვენება: მტკივნეული დეფეკაცია,სისავსის შეგრძნება მუცლის ან მენჯის არეში,შემაწუხებელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.
ლაქს ფორტე ბეიბი
Lax forte baby
წაიკითხეთ ყურადღებით ანოტაცია,რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას !
გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:
· თუ თქვენ გინდათ გაიგოთ მეტი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ან მიიღოთ რჩევა.
· გვერდითი ეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში (თუ ის არ არის აღრიცხული ამ ანოტაციაში)
· თუ თქვენს ბავშვს არ გაუუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ან პირიქით იმ შემთხვევაში თუ დამძიმდა.
აუცილებელია ვიცოდეთ:
შეკრულობა ეს არის გაძნელებული ნაწლავის გამოთავისუფლება ,რომელიც გამოწვეულია მყარი და მშრალი განავლოვანი მასებით. აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება თუ ბავშვს არ აქვს დეფეკაცია 2-3 დღის განმავლობაში .
დეფეკაცია ეს არის ინდივიდუალური პროცესი, რომელიც დამოკიდებულია ასაკზე კვებაზე, ფსოქოემოციურ მდგომარეობაზე ასევე სოციალურ ფაქტორებზე. თითქმის 95 % შემთხვევაში შეკრულობა ბავშვებში წარმოადგენს ფუნქციურ პროცესს ( გამოწვეული სტრესით კვებით და სხვა ფაქტორებით )
რამ შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა :
არასწორი კვება, სითხის და უჯრედისის ნაკლები გამოყენება (ტკბილეულის დიდი რაოდენობით მიღება )
ახალშობილებში კვების შეცვლა (გადასვლა ძუძუთი კვებიდან მკვრივ საკვებზე , ან ძროხის რძეზე) არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა
ფსიქოლოგიური ფაქტორები (სტრესი ოჯახში) ძილის უკმარისობა , დეფეკაციის შიში . სითხის დაკარგვა გარკვეული მედიკამენტების გამოყენება .
სიმპტომები :
- მტკივნეული დეფეკაცია
- სისავსის შეგრძნება მუცლის ან მენჯის არეში
- შემაწუხებელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- შებერილობა
- შარდის შეუკავებლობა
- თავის ტკივილი და უძილობა ხანგრძლივი უდეფეკაციობის პერიოდში
- ცხელება (რთულ შემთხვევებში)
როგორ მუშაობს ლაქს ფორტე ?
• ზრდის წყლის შეკავებას ნაწლავებში
• ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას
• არბილებს განავალს
• ხელს უწყობს დეფეკაციას
ჩვენება და მოქმედების მექანიზმი:
ლაქს ფორტე შექმნილია ახალშობილისთვის 2კვირიდან.იმისათვის რომ შეამსუბუქოს დროებითი შეკრულობა.
მთავარი მექანიზმი: გახსნილი სუპოზიტორი იზიდავს წყალს განავალში რითაც ხელს უწყობს მის დატენიანებას, ამ დროს იზრდება განავლის მასა ,ეს რეაგირებს განავლის წნევაზე ,ასევე სწორი ნაწლავის კედლებზე და ხელს უწყობს განავლის ევაკუაციას ნაწლავებიდან . სუპოზიტორი მოქმედებს წვრილ ნაწლავში ადგილობრივად.ზეთოვანი ლიპოფილური ექტრაქტი რომელიც შედის სუპოზიტორიაში არბილებს განავალს და ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას, მოქმედებს როგორც საპოხი (აიოლებს განავლის გამოდევნას) ზეითუნის ზეთი როგორც სუპოზიტორიის შემადგენელი ნაწილი აიოლებს მის შეცურებას წვრილ ნაწლავში და არბილებს დაყოვნებულ განავლოვან მასას.სუპოზიტორი მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად 15-30 წთ-ის განმავლობაში.
უკუჩვენება:
ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია , ამ შემთვხვევაში შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს .
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ თქვენს შვილს დადასტურებული აქვს ლაქტოზის აუტანლობა,ან აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ .
როგორ გამოვიყენოთ ლაქს ფორტე ბეიბი
ყოველთვის გამოიყენეთ სუპოზიტორი ზუსტად ისე როგორც მითითებულია ინსტრუქციაში ,ან ისე როგორც ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულება.
საბავშვო სუპოზიტორი ლაქს ფორტე განკუთვნილია მხოლოდ რექტალური გამოყენებისთვის !
რეკომენდებულია ხელების დაბანა გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ.ტუ გინდათ რომ სუპოზიტორის მოქმედება იყოს სწრაფი და შეყვანა მარტივი დაასველეთ ის გამდინარე წყალში.
დააწვინეთ ბავშვი ზურგზე ფრთხილად მოკიდეთ ფეხზე ხელები შეაცურეთ სუპოზიტორი წვრილ ნაწლავში ,გვერდზე თითის დაჭერით .
დოზირება:
წონა (კგ) |
ასაკი |
ერთჯერადი დოზა |
დღიური დოზა |
2-6 მდე |
2-3 თვემდე |
0.5 სუპოზიტორი |
2 ჯერ |
6-10 მდე |
3-11 თვემდე |
1 სუპოზიტორი |
2 ჯერ |
10-20 მდე |
1-4 წლამდე |
1 სუპოზიტორი |
3 ჯერ |
20-დან |
4-ის ზემოთ |
1 სუპოზიტორი |
4 ჯერ |
შემადგენლობა:
•ზეითუნის ზეთი
• ცხიმოვანი მჟავების ლიპოფილური ექსტრაქტი
• გაჯერებული მცენარეული წარმოშობის გლიცერიდები
• როზმარინის ზეთი
შეფუთვა:
10 ცალი სუპოზიტორი შეფუთვაში
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 5-25 °C
სუპოზიტორი არ შეიძლება მიიღოთ პერორალურად !
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account